ჩემი გერმანია - ვიდეო 2, რა არის ანტიფა?

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 7 июн 2024
  • ანტიფა ემხრობა და იბრძვის რომ მსოფლიო იყოს თავისუფალი ყოველგვარი ნაციონალი აზრების და იდენტობისაგან, რასებისაგან, რელიგიისაგან. ბოლო ხანებში ასევე ოჯახისაგან და ქალის და კაცის ტრადიციული როლებისაგან, ასევე პირადი იდენტობისაგან: დღეს ხარ ქალი, ხვალ კაცი, ზეგ კიდევ სხვა რაღაცა.
    ანტიფას სამყარო არის შავ-თეთრი, ან ეთანხმები და მოგწონს ის, ან მისი მტერი ხარ. ის ეყრდნობა ძალადობას და ბულინგით და პოლიტიკური ოპონენტების დამცირებით და ცემა-ტყეპით აგვარებს თავის მიზნებს. ანტიფას ღრმა დისკუსიები არ შეუძლია, მისი არგუმენტების გამოხატვა გერმანიაში ასეთია: შავებში ჩაცმული, სახეშებურული სკანდირებს ერთ ან რამდენიმე ლოზუნგს. ამაში იღებს ის დაფინანსებას დასაწყისში ჯერ ორგანიზაციებიდან/ნგო-ებიდან, მერე კი როცა პარტია, რომელსაც უჭერს, მმართველობაში მოვა, მისგან პროექტების სახით.
    ანტიფას მონაწილეების ქვედა ფენას ჰგონია რომ სამყაროს ის სჭირდება, რომ ის იბრძვის უკეთესი ქვეყნის და ასევე მსოფლიოსათვის. ბრძოლით და ძალადობით! მისი მტრებია პოლიცია და პოლიტიკური ოპონენტები, რომელსაც ის დაუოკებელი სიძულვილით და აგრესიით ექცევა.
    მისი ძალაა აჟიტირებული, მტრის ხატზე დაპროგრამებული ახალგაზრდობა, ხშირად კარგი ოჯახებიდან. როგორც ყველა ექტრემისტულ ორგანიზაციაში ან სექტაში, მათი მოვალეობაა დავალებების შესრულება, არავითარ შემთხვევაში ზედმეტი კითხვების დასმა. აქ მხოლოდ ის არქეტიპი გამოდგება, რომელიც დირექტივას იღებს და ემორჩილება. ისინი ღრმა დისკუსიებში არ შედიან, ვერც შედიან, ისინი ლაპარაკობენ ლოზუნგებით, ემოციურად, ბრალდების და დანაშაულის ენით. ვინც არქეტიპების თემას იცნობს, მათში მეომრის (ასევე აპოლონის და არტემიდას) ჩრდილოვან გამოვლინებას იოლად ამოიცნობს, ასევე მკვლელს/არესს.
    ანტიფას უკან აზრიანი ძალა დგას, ისეთი ჭკვიანი, რომ ანტიფას ბევრ წევრს კიდეც სჯერა რომ ისინი დამოუკიდებლები არიან. გერმანიაში ანტიფა იბრძვის პირველ რიგში იმისათვის, რომ ნაციზმი არ განმეორეს, თუნდაც საფრთხეს ვერ ხედავდეს, მოიგონებს ან მოელანდება. სხვანაირად მისი არსებობის მიზეზი გაქრება.
    სხვა ქვეყნებში კი ანტიფას მსგავს ორგანიზაციებს, რომლებსაც რასაკვირველია სრულიად სხვა სახელი ჰქვიათ ვიდრე მთელ მსოფლიოში ცნობილ სახელგატეხილ ანტიფას, აქვთ უპირატესობა, პატრიოტობაზე გულანთებული ახალგაზრდობა მიიზიდონ და ტრენინგებში ისინი პოლიტიკურ ოპონენტებზე აგრესიულად დაგეშონ, მოხდეს მათი გამოყენება თავიანთი პოლიტიკური ამბიციებისათვის. ეს გერმანიაში შეუძლებელია, რადგან აქ მემარცხენე რადიკალებს სძულთ სიტყვა სამშობლოც კი. რატომ და საიდან ასეთი დესტრუქციულობა? ისინი ამბობენ რომ გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დიდი დანაშაულის შემდეგ არსებობის უფლება არ აქვს, ამიტომ უჭერენ მხარს რაც შეიძლება მეტი ლტოლვილის შემოსვლას კულტურულად უცხო ქვეყნებიდან იმ იმედით, რომ გერმანელი უმცირესობაში მოხვდება და როდესღაც გაქრება. ამ ყველაფერს ისინი ღიად აცხადებენ. ეკონომიკის მინისტრის რობერტ ჰაბეკის (კანცლერის კანდიდატურად მოიაზრებოდა) თქმით ერთ ინტერვიუში: სამშობლოს სიყვარული მას მუდამ გულისამრევად მიაჩნდა.
    რასაკვირველია ანტიფას უკან მდგომი ძალები, რომლებიც ჯერ გარედან და მერე შიდა პოლიტიკური მხარდამჭერების საშუალებით ამ ვითომ დაქსაქსულ მაგრამ სინამდვილეში კარგად ორგანიზებულ გაერთიანებას სტრეტეგიას უგეგმავენ, აუცილებლად ითვალისწინებენ ამა თუ იმ ქვეყნის სპეციფიკას.
    ერთი რამ ცხადია: ევროპულ და ჰუმანურ ღირებულებებს ასეთი ორგანიზაცია და მისი ქმედებები არ შეეფერება. აქ არის ღირებულებების გაჟღერებაში და არსებულ რეალობაში დიდი აცდენა.
  • КиноКино

Комментарии • 9

  • @shorenasoo4600
    @shorenasoo4600 23 часа назад

    ძალიან საინტერესოა თქვენი მოსმენა😊

  • @giulibolotashvili6830
    @giulibolotashvili6830 11 дней назад +1

    სუნთქვა შეკრული გისმენთ. ყველა საკითხზე საინტერესოდ საუბრობთ. წარმატებები თქვენ

  • @tamilafarqosadze2422
    @tamilafarqosadze2422 11 дней назад

    გაიხარეთ❤❤❤❤❤❤❤

  • @madonadvalishvili5937
    @madonadvalishvili5937 Месяц назад +2

    მოკლედ, ყველა ქვეყანაში აქვთ საცეცები, ამიტომ ებრძვიან გამჭვირვალობას.
    ძალიან დაკვირვებული ბრძანდებით.

  • @sopiotuaevi6174
    @sopiotuaevi6174 7 дней назад

    გამარჯობათ ქალბატონო ნანა თუ შეიძლება პირადად გაგესაუბროთ , ძალიან გამახარებთ . 🙏❤

    • @gsa-positivisaken
      @gsa-positivisaken  7 дней назад

      @@sopiotuaevi6174 თქვენ შეგიძლიათ ჩემს ფეისბუქის გვერდზე (იგივე ფოტო, იგივე სახელი: “გზა პოზიტივისაკენ” პირადში მომწეროთ. :)

  • @hermine5717
    @hermine5717 Месяц назад +5

    ქალბატონო, ძალიან ტენდენციური ხართ. გერმანიიდან კი არა, გეგონება რუსეთიდან წერთ ამ მომართვას. თქვენ თავად დაფიქრდით დღეს რა ხდება საქართველოში და რა პარალელებს ავლებთ.

    • @user-ii4bx8fh7k
      @user-ii4bx8fh7k 11 дней назад +2

      რა არ მოგეწონათ და რა არის ტენდეცია იქნებ დაწეროთ