მშობელმა დედამ გამყიდა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 6 сен 2024
  • ნაშვილები შვილების გულისტკივილს იწვევს უმეტესად საზოგადოებრივი აზრი: ის აკნინებს შვილად აყვანილს, იცოდებს მას, არადა ფაქტია: ამ ბავშვებს ბიოლოგიურმა დედამ მისცა სიცოცხლე, გამზრდელმა ოჯახმა კი სითბო, სიყვარული და მზრუნველობა, რომელიც ბევრ ბავშვს მის საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახშიც არ ჰქონდა და აქვს. ის ფაქტი, რომ ბიოლოგიურმა დედამ ბავშვის გაშვილებისას ფულადი კონპენსაცია მიიღო, ნიშნავს, რომ ის იყო უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში. არსად არ განიკითხავენ ასეთ დედებს ისე, როგორც საქართველოში. ეს მიდგომა არასწორედ მიმაჩნია. ჩვენი ვალია, რომ ამ ბნელ მენტალიტეტს დავემშვიდობოთ, რეალობას დრამის ელემენტები მოვაცილოთ და ვაღიაროთ: თუ ქალს არ შეუძლია ბავშვის გაზრდა თვითონ და მას გააშვილებს უზრუნველყოფილ ოჯახზე, მას ამისათვის ფულადი კონპენსაციის მიღება ჩრდილს არ უნდა აყენებდეს. ეს მას ასევე ხელს არ უნდა უშლიდეს შემდგომში ბიოლოგიური შვილის გაცნობაში და მასთან ურთიერთობაში. უნდა შეწყდეს ბიოლოგიური დედების დამნაშავეებად მიჩნევა: მან ბავშვს სიცოცხლე მისცა და რიგი პრობლემების გამო მისი გაზრდა ვერ შეძლო. მორალისტების კვარცხლბეკზე ყოფნა ვისაც უყვარს, შევახსენებ: დანაშაული და ცოდვა არის ბიოლოგიურ დედას ხრიკებით და მოტყუებით მოპარო შვილი, დააჯერო რომ ის მკვდარია და ბავშვი გაყიდო. აი ამ უზარმაზარი მასშტაბის დანაშაულში იყო ათწლეულების განმავლობაში გარეული საქართველოს სამშობიაროების და კლინიკების დიდი ნაწილი! აი ეს არის დანაშაული, რომელმც ზიანი ძალიან ბევრ ადამიანს მიაყენა. ხოლო ბიოლოგიური დედა, რომელიც შვილს აშვილებს, შესაძლოა იღებს საუკეთესი გადაწყვეტლებას ბავშვისათვის, აძლევს მის გამზრდელ მშობლებს შვილის ყოლის საშუალებას და შესაძლოა და იმედია ამ აღებული თანხით ეხმარება საკუთარ თავს. უნდა შეწყდეს ამ ქალების დამუნათება!

Комментарии • 15

  • @TamariTamari-oj2xs
    @TamariTamari-oj2xs 29 дней назад

    სასწაული სიმშვიდე და სიხარული მოგაქვთ მსმენელ მაყურელისთვის ❤

  • @Jonlving
    @Jonlving Месяц назад +2

    ბრილიანტია საღად მოაზროვნე ადამიანი... მადლობა თქვენ! სასიამოვნოდ მოგისმინეთ.

  • @tamarpopkhadze426
    @tamarpopkhadze426 4 месяца назад +1

    როგორც ყოველთვის, საუკეთესო ახსნა გაქვთ.❤

    • @gsa-positivisaken
      @gsa-positivisaken  4 месяца назад

      გაიხარე 🥰 მადლობა დიდი 🙏

  • @user-ii4bx8fh7k
    @user-ii4bx8fh7k Месяц назад +2

    თავიც გადაარჩინა და შვილიც გადაარჩინა

  • @giulibolotashvili6830
    @giulibolotashvili6830 Месяц назад +1

    და მაინც მგონია რომ ფსიქოლოგიურად უფრო უჭირთ ასეთ დედებს

  • @nanapkhaladze1115
    @nanapkhaladze1115 Месяц назад

    9 თვე ატარე მუცლით და თუ ადამიანად ხარ მოვლენილი ამ წუთისოფელში როგორ შეიძლება გამართლება ვეძიოთ მისი ვინც ფულიც აიღო და არ აიღო, ხომ მიატოვა ,ხომ გაძლო მან მასზე ზრუნვის გარეშე ცხოვრება, ნადირის ნაშიერს ვერ მიეკარები და ქალმა ეს როგორ უნდა დაუშვა მე ვერ მივიღებ და მომკალით, სადაც იყო იქ ჰყოლოდა როგორც სხვებს, ეგ სხვა საკითხია თუ როგორი ოჯახი ხვდებოდა იმ გაშვილებულებს.

  • @qetixuchua6226
    @qetixuchua6226 Месяц назад

    გეთანხმებით ... ❤

  • @Nathja-ft9pq
    @Nathja-ft9pq 5 месяцев назад

  • @qito9479
    @qito9479 Месяц назад +2

    მაპატიეთ ქალბატონო ნანა მაგრამ შვილი დედასთან უნდა იზრდებოდეს სადაც მე შევჭამ იქ ვაჭმევ ჩემ შვილს ლუიზა ჰეიმ თუ 80 წელზე მეტი იცოცხლა იქვე იცოცხლებდა მისი შვილიც ვერ მესმის შვილის სანაცვლოდ ფული აიღო და სახლი იყიდო თუ გაზრდა არ შეგიძლია სანაცვლოდ ფულს რატო იგებ გაყიდვაა აბა რა არის მაპატიეთ ეს ჩემი აზრია

    • @gsa-positivisaken
      @gsa-positivisaken  Месяц назад +3

      @@qito9479 გეთანხმებით, რომ შვილი დედასთან უნდა იზრდებოდეს. მე პირადად შვილს ძიძას ვერ ვუტოვებდი. სანამ ლაპარაკი არ ისწავლა, ბაღშიც ვერ მივიყვანე და მერე დავიწყე სწავლა/სამსახური. პრიორიტეტი იყო ჩემი შვილი. მაგრამ არსებობენ ქალები, რომლებსაც საკუთარი დიდი პრობლემების გამო დედობრივი გრძნობები და პასუხისმგებლობა არ აქვთ. ამ გარემოში ბავშვის ფსიქიკა ზიანდება. ამიტომ ჯობია ბავშვები მოსიყვარულე ოჯახებზე გააშვილონ. როცა ეს ასე ხდება, მე ასეთ დედებს არ განვსჯი. ყველა დედა ერთნაირი არ არის. ძალიან ბევრი კლიენტი თავისი რთული ბავშვობის ტრამვების გამო მოსულა ჩემთსნ: მიზეზი მამაც, უმეტესად კი დედის ემიციური სიცივე ან აგრესიულობა იყო.
      ლუიზა ლ ჰეიმ თავი გადაირჩინა ამ ფულით. მე მის დიდებულ მედიტაციებს ყოველდღე ვუსმენ მადლიერებით. მილიონებს დაეხმარა თავისი წიგნებით როცა შინაგანად ფეხზე წამოდგა. მაშინ კი ისეთი უმწეო იყო, აქეთ იყო დასახმარებელი. ნუ განვსჯით მას და სხვებს 😊

    • @qito9479
      @qito9479 Месяц назад

      @@gsa-positivisaken ara aravis ganvsji ubralod ar mesmis shvili romelic 9 tve muclit atare da sxvas aclev calian mcime temaa albat sxva gza ar aqvt me ubralod kvelanair gzas movcebnidi da shvils ar davtmobdi visac ar gamoucdia advilia laparaki da gansja magram cota chemtvis miugebelia 🙁

  • @ziarezmadze9349
    @ziarezmadze9349 Месяц назад

    და კიდევ ბავშვტა სახლებიც არსებობდა

  • @ziarezmadze9349
    @ziarezmadze9349 Месяц назад

    სსრკ ს დროს სამუშაოს მეტი რა იყო

    • @gsa-positivisaken
      @gsa-positivisaken  Месяц назад +1

      @@ziarezmadze9349 არ შეეფერება სინამდვილეს. სამსახურის ნახვა ასევე ჩემი მშობლების დროს არ იყო იოლი: სპეციალობის გარდა სჭირდებოდა ადამიანს ძალისხმევა. ჩემს დროს კი იყო ან დიდი ძალისხმევა ან დიდი ნაცნობობა.