მუცლის│აბდომინალური ვარჯიშები მომნელებელი სისტემისთვის│მარტივი ვარჯიშები│პავანმუკტასანა Ⅱ
HTML-код
- Опубликовано: 14 дек 2024
- მეგობრებო, გამოვაქვეყნე დაწვრილებითი ინფორმაცია 10 დღიან მდუმარე მედიტაციის განდგომაზე, რომელიც ჩატარდება საქართველოში 1-10 სექტემბერს. ვინც დაინტერესებული ხართ ან გსურთ რეგისტრაცია, წაიკითხეთ ბლოგპოსტი შემდეგ ბმულზე www.marikasyog...
ასევე გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს ვისთვისაც მედიტაცია,
სიმშვიდე, ახალი პრაქტიკის შესწავლა და ბუდიზმი ინტერესის საგანია.
ჩემთან ინდივიდუალურად ან ჯგუფური ვარჯიშისთვის მომწერეთ
/ marikasyoga
ig: / marikasyoga
პავანმუკტასანას მეორე სერია:
პოზების ეს ჯგუფი ემსახურება მომნელებელი სისტემის გაჯანსაღებას/გაძლიერებას. კარგია მათთვის ვისაც აწუხებს მომნელებელი სისტემის აშლილობა, შეკრულობა, მჟავიანობისთვის, მუცელში ზედმეტი ჰაერი, მადის ნაკლებობა, დიაბეტი, ვარიკოზული ვენები და რეპროდუქციული სისტემის აშლილობა და სხვა. ასევე ათავისუფლებს ენერგიულ ბლოკებს.
ვარჯიშის დრო ყურადღებას ვამახვილებთ სუნთქვაზე და ფიზიკურ შეგრძნებებზე კონკრეტულად შიდა-აბდომინალურ(მუცლის) ვარჯიშით გამოწვეულ დაწოლაზე, მოძრაობაზე და კუნთების გაწელვაზე.
ვარჯიშის დროს თუ დაიღლებით შეგიძლიათ შეისვენოთ შავასანაში (დაწოლილ) პოზიციაში სანამ გული არ დაგიწყნარდებათ. (დაახლოებით 30 წამიდან 1 წუთამდე)
ვარჯიშების ეს ჯგუფი ცოტათი უფრო ფიზიკურად მომთხოვნია ვიდრე პირველი სერია,
განსაკუთრებით ორივე ფეხით მოძრაოებები, მაგრამ შეგიძლიათ ვარჯიშის ინტენსივობას დღითი-დღე მოუმატოთ და გაუმჯობესებასაც შეამჩნევთ. ფრთხილად იყავით და ზედმეტად არ დაჭიმოთ სხეული, შეასრულეთ ვარჯიშები თქვენი ფიზიკური ლიმიტების ფარგლებში.
ეს ვარჯიშები არაა რეკომენდებული მათთვის ვისაც აქვს: მაღალი წნევა, გულის პრობლემები, ხერხემლის პრობლემები ან ახლო წარსულში გაკეთებული აქვთ ოპერაცია.
ზოგადად ეს ვარჯიშები კარგია ყველასთვის, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ფეხებში და ამასაჟებს მუცლის შიდა ორგანოებს.
ეს არის სრული პავანმუკტასანას მეორე სერია, პირველი სერიის ორი ნაწილი იხილეთ ბმულებზე:
ნაწილი პირველი - • ფეხის კუნთების და სახს...
ნაწილი მეორე - • კისრისა და მხრების მოს...
ყველას დიდი მადლობა არხის გამოწერისთვის და კომპლიმენტებისთვის,
ვისაც ჯერ კიდევ არ გამოგიწერიათ არხი, გამოწერეთ :)
მუსიკა ვიდეოსთვის და ინთროსთვის დაწერა ნიკო კასრაძემ
იხილეთ მისი იუთუბ არხი bit.ly/2TsEsyx
გაკვეთილის ინთროში დართული ილუსტრაცია ეკუთვნით ქართველ ილუსტრატორებს TT illustraions - ს, იხილეთ მათი საყვარელი ინსტაგრამ გვერდი / ttillustrations
დიდი მადლობა👍
Ძალიან კარგია ❤ მადლობა. როგორც იქნა ქართველი იუთუბერი, იოგას მიმართულებაში.
დიდი მადლობა ❤
მადლობა გაიხარე
დიდი მადლობა🥰🥰🥰
❤
დამწყები ვარ და ცოტა გამიჭირდა. იმედია ნელნელა მივეჩვევი. ძალიან მესაჭიროება მუცლის გაჯანსაღება.
მადლობა დიდიი❤❤
რას ამბობთ, არაფრის ❤
Marika shegidzlia am musikis linki mitxra? Madloba am videostvis :*
ნიკომ დამიწერა მარი და გამოგიგზავნი :*
გამარჯობა მარიკა მაინტერესებს თუ სადმე ასწავლიიოგას ჩემს შვილიშვილს უნდა სიარული
გამარჯობა, ონლაინ ვასწავლი ზუმში.
დიდი მადლობა
❤
ქალბატონო მარიკა მუცლის ოგას ვარჯიში შეიძლება თუარა ყველადღე გაკეთდეს ერთი თვეა ვაკეთებ ყველაფერს და თავბრუს ხვევა დამეწყო ეს ორი დღეა ვარჯიშის შემდეგ ერთი ორი წუთი
რამდენჯერ აკეთებთ ამ ვარჯიშებს კვირაში?
მე პირადად დღეში ორჯერ ვვარჯიშობ, მაგრამ თქვენ როგორც იგრძნობთ თავს იმის მიხედვით აირჩიეთ სიხშირე. 😊
ფილტვების გამაჯანსაღებელი ვარჯიშები არაგაქვთ?
ახლა ვაკეთებ პრანაიამას ვიდეოს :) ხვალ იქნება მზად.
@@marikasyoga ძალიან კარგი, ვნახავ აუცილებლად
@@marikasyoga აბა ვიდეო))
მუცლის ქონზე,იქნებ მოიძიოთ