დონალდ ტრამპზე თავდასხმის საქმე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 21 авг 2024
  • სიკვდილს გადარჩენილი დონალდ ტრამპი პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობს.
    ახლა ყურადღება ქალაქ მილუოკისკენ არის გადატანილი, სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად იქნება წარდგენილი. არანაკლები ინტერესია პარტიულ შეკრებაზე ტრამპის მიერ წარმოსათქმელი სიტყვის მიმართ, რომელიც პენსილვანიაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ავტორმა მთლიანად შეცვალა. „რესპუბლიკურმა პარტიამ“ უსაფრთხოების ზომებიც გააძლიერა. გამოძიებისთვის მოტივი ჯერ დაუდგენელია, უსაფრთხოების დარღვეული სტანდარტებიდან და თვითმხილველთა მონაყოლიდან გამომდინარე, გაჩნდა არაერთი შეკითხვა - როგორ მოახერხა შეიარაღებულმა პირმა აქციაზე ექს-პრეზიდენტისთვის ახლო მანძილიდან სროლა და იყო თუ არა სამართალდამცავების რეაგირება სათანადო. 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, რომელმაც პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ტრამპს 140 მეტრით დაშორებული სახურავიდან ესროლა, პენსილვანიის ქალაქ ბეთელ პარკში „რესპუბლიკელად“ იყო დარეგისტრირებული. ადგილობრივ პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში მოლოდინია, რომ მკვლელობის მცდელობა ექს-პრეზიდენტს პოლიტიკურ სარგებელს მისცემს და მისი ხელისუფლების სათავეში დაბრუნება გარდაუვალი იქნება.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 1

  • @maqsimaqsi3857
    @maqsimaqsi3857 Месяц назад +1

    მაგას ჭამს რობიზონა.......