ჩებურეკი ძველი საჩებურეკიდან ,დაუვიწყარი გემო, წვნიანი და გემრიელი ხრაშუნა გვერდებით

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 19 янв 2022
  • ჩებურეკი
    ჩებურეკი ზუსტად ისეთი ,როგორც ძველ საჩებურეკეში ,წვნიანი, გემრიელი ხრაშუნა გვერდებით
    ▶️ ვიდეორეცეპტი ➡️
    • ჩებურეკი ძველი საჩებურ...
    ინგრედიენტები
    ☑️200 მლ.მდუღარე წყალი
    1ჩ.კ.მარილი
    ☑️500 გრ. ფქვილი
    ☑️ზეთი
    ☑️400-500 გრ. საქონლის ან შერეული ფარში
    ☑️ 200-250 გრ. ხახვი
    ☑️შავი პილპილი
    მომზადება
    200 მლ.მდუღარე წყალში გავხსნათ 1ჩ.კ.მარილი , 2ს.კ.ზეთი და 500 გრ. ფქვილი . მოვზილოთ ცომი, რომელიც 10-15 წთ. გავაჩეროთ.
    სანამ ცომი ისვენებს, მოვამზადოთ გულსართი.
    400-500 გრ. საქონლის ან შერეულ ფარშს დავამატოთ გატარებული ან დაქუცმაცებული 200-250 გრ. ხახვი. ხახვი ხორცის ნახევარი უნდა , თუ გინდათ ჩებურეკი წვნიანი იყოს.
    აქვე ვამატებთ ცივ წყალს ( გააჩნია ფარშის ცხიმიანობას), შავ პილპილსა და მარილს გემოვნებით.
    ცომს ვყოფთ
    გუნდებად.თითოეულს ვაბრტყელებთ თხლად. ნახევარზე ვდებთ ფარშს და გადავკეცავთ. გვერდები კარგად შევაწებოთ, რადგან ჩებურეკი ძალიან წვნიანი გამოდის და ის გემრიელი წვენი არ გადმოიღვაროს. გვერდები ლამაზი ზიგზაგიანი დანით ან ჩანგლით გავულამაზოთ .
    შევწვათ ჩებურეკები საშუალო ცეცხლზე ბლომად ზეთში ორივე მხარეს.
    უგემრიელესი ჩებურეკებია. აი ისეთი გულგრილს რომ არავის დატოვებს🤗
    📝📝მეტი ჩემი რეცეპტების სანახავად გადადით ⤵️⤵️
    ➡️იუთუბზე
    bit.ly/3FL42ok
    ➡️ფეისბუკზე
    / shin2975
    ➡️ინსტაგრამზე
    / shinauruli

Комментарии • 10

  • @maiaburnadze3195
    @maiaburnadze3195 2 года назад +1

    სუპერ😊🥰👏👏👏

    • @shinauruli
      @shinauruli  2 года назад +1

      მადლობა მაია, მიხარია რომ მოგწონთ ❤️

  • @TheaDzigua-ni2rd
    @TheaDzigua-ni2rd 29 дней назад +1

    არაჩვეულებრივი რეცეპტია❤.მადლობა და გთხოვთ ახალი ვიდეო ვერსია ჩაგვუწერით❤

    • @shinauruli
      @shinauruli  29 дней назад +1

      მიხარია რომ მოგეწონათ ❤️ ახალ ვერსიაში რას გულისხმობთ?

    • @TheaDzigua-ni2rd
      @TheaDzigua-ni2rd 25 дней назад

      @@shinauruli ანუ სადაც ვიდეოს ჩაგვიწერთ და თან მოგვიმზადებთ მაგრამ ეს უბრალოდ სურვილია ჩემი ამ ფორმითაც რეცეპტისთვის მადლობა

  • @tamrikoleluashvili1761
    @tamrikoleluashvili1761 Год назад

    არაჩვეულებრივი რეცეპტია მაგრამ მე გულსართს ყოველთვის ვშუსავ ორი სამი წუთით მაინც და მოტუთქულს ვუკეთებ ხორცია მაინც და საკმაოდ მოშუშული გამოდის.

    • @shinauruli
      @shinauruli  Год назад

      კლასიკურ რეცეპტში არ უნდა მოშიშული. ასწრებს მოხარშვას შიგნით

    • @shinauruli
      @shinauruli  Год назад

      თან მოუშუშავი უფრო წვნიანი გამოდის

  • @nan6380
    @nan6380 2 года назад

    ცომი ამოსული?