Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

ბარსა-რეალის ანალიზი, ის რაც ბევრს გამორჩა | კვარას პრობლემა! - ც9

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 18 авг 2024
  • CrystalSport-ის პროექტი - "ცრუ ცხრიანი"
    საფეხბურთო ანალიტიკოსი - მამუკა კუკულაძე
    თემა - ელ კლასიკო & ნაპოლი - მილანი
    🔥 შემოუერთდი ფეხბურთის გიჟ ფანებს ცრუ ცხრიანის FB ჯგუფში - / 564883138406918
    📌 მამუკას facebook - / mamuka.kukuladze
    📌 / crystalsport.ge
    📌გამოიწერე ჩვენი არხი - bit.ly/3HmnnNp ❤️
    📌მამუკას TikTok - / mamsona_91
    ⚠⚠⚠
    CrystalSport-ის ნებართვის გარეშე მასალის გამოყენება აკრძალულია
    #ფეხბურთი #kvaratskhelia #elclasico
    00:00:00 - შესავალი და გათამაშება
    00:01:44 - რეალის მენტალიტეტი
    00:02:57 - ჩავის ფანდმა 1 საათს იმუშავა
    00:04:17 - ანალიზი: როგორ გაშიფრა ბარსამ რეალი პირველ ტაიმში?
    00:07:26 - პენალტის საკამათო ეპიზოდები
    00:12:28 - ბელინგემი? არაა. ანჩელოტის მასტერკლასი
    00:14:37 - ჩავის შეცდომები მეორე ტაიმში - კანსელუ, რომეუ და სხვა
    00:19:40 - გავი: უნიკალური ფეხბურთელი
    00:20:29 - ის, ვისიც შეეშინდებათ: რა აკლია ბარსას?
    00:21:57 - რა დონის გუნდია წელს რეალი?
    00:23:38 - ნაპოლი VS მილანი: გარსიას შეცდომები
    00:25:54 - კვარას პრობლემები: ფინიშინგი! მილანის კომპლექსი?

Комментарии • 208

  • @gioliqokeli9884
    @gioliqokeli9884 9 месяцев назад +9

    მართალი ხარ. 60 წუთამდე მადრიდის რეალთან 2 გოლით მეტი თუ არ გაქვს გატანილი ჩათვალე რომ რამე სასწაული მოხდება და შემოგიტრიალებენ თამაშს. იმაშიც გეთანხმები რომ ანჩელოტიმ მოიგო ეს თამაში ცვლილებებით და ჩავიმ წააგო (კი აკლდა ბევრი ფეხბურთელი, მაგრამ ცუდი ცვლილებები გამოუვიდა). კამას და მოდრიჩის შემოყვანით საერთოდ შეიცვალა თამაში, რაც შეეხება ჩავის, ფერმინის გამოცვლამაც დააზარალა და კანსელუც არ უნდა გაეყვანა, ყველაზე მეტ სახიფათო მომენტს ის ქმნიდა. ეს ფორმაცია, რასაც მადრიდის რეალი თამაშობს ძალიან არ უხდებათ ვინის და როდრიგოს, ვერ ავლენენ სრულ შესაძლებლობებს. ვინის თითქმის სულ 3 კაცი იყვანს. სხვათაშორის ამ კლასიკოს მერე მოდრიჩს 500 მატჩი შეუგროვდა უკვე რეალის მაისურით და ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი გახდა თუ არ ვცდები ვისაც მადრიდის რეალის მაისურით ელ კლასიკოში ითამაშა. კამავინგას თამაში არ შემიძლია აღვნიშნო კიდევ, მითუმეტეს სკამიდან როდესაც შემოდის ყოველთვის რაღაც დიდი ენერგია შემოაქვს.
    რაც შეეხება ბელინგებს, არ ვიცი რატომ, მაგრამ უცნაური დამოკიდებულება მაქვს ამ ფეხბურთელთან, ზუსტად ვერ ავხსნი, თითქმის არცერთ თამაშში არ მოველი მისგან რომ გოლს გაიტანს და მოგვაგებინებს და უკვე მერამდენე თამაშია მაგას აკეთებს, ნუ ამასაც ექნება ალბათ დასასრული?(იმედია არა) როდესაც ცხრიანს მოიყვანენ და იმედია იმის გამო, რომ 2 თამაშში შეიძლება ვერ შეძლოს გოლის გატანა სტვენას არ დაუწყებენ.
    ასევე დიდი მადლობა მაისურის მოგების შანსისთვის. ხესეს(არ მკითხოთ რატომ :D) მერე არ მქონია და იმედია ბელინგემს ჩავიხუტებ ❤
    მშვენიერი განხილვები გაქვს და ასე გააგრძელე!

    • @CrystalSport
      @CrystalSport  9 месяцев назад

      გილოცავთ🥳 ჩვენი ერთ-ერთი მაისურის გამარჯვებული თქვენ გახდით✅
      აქ მოგვწერეთ მესენჯერში და დეტალებს აგიხსნით სად უნდა მოხვიდეთ.
      P.S. მაისურის არჩევა დასწრებაზეა, როგორც ვიდეოში არის ნათქვამი👀
      facebook.com/mamuka.kukuladze

  • @user-er4lf5jv2k
    @user-er4lf5jv2k 9 месяцев назад +2

    პირველად მომეწონა ბარსას გულშემატკივარისგან ელ კლასიკოს ანალიზი. ყოჩაღ.

  • @mikheilabashidze1470
    @mikheilabashidze1470 9 месяцев назад +13

    როგორც ყოველთვის სწორი ანალიზია respect ✌️

  • @amodia81
    @amodia81 9 месяцев назад +2

    ძალიან მაგარი განხილვაა ც9! მე ვფიქრობ კვარა რომ წავიდეს ნაპოლიდან აიაქსივით დაემართება!

  • @revazgardavadze3771
    @revazgardavadze3771 9 месяцев назад +1

    ძაან მაგარი ანალიზი იყო. განსაკუთრებით ხვიჩაზე რაც ილაპარაკე 100% გეთანხმები. უმაგრესი ბიჭია, მაგრამ რათქმაუნდა ჩვენ მეტი და მეტი გვინდა და მოსამატებელი აქვს, თან აშკარად აქვს მაგ ბიჭს პოტენციალი და მთლად კრიშტიანუსავით ტყვიასავით მარცხენადან დარტყმა შეიძლება ვერ ქონდეს მარა უნდა მოუმატოს უეჭველი ფინიშინგს განსაკუთრებით მარცხენათი. ორივე ფეხით რო კარგად არტყავ და პლიუს ეგრედ წოდებულ "პადსებიას" უმაღლეს დონეზე აკეთებ, მცველებისთვის ჯოჯოხეთია. და კიდევ აუცილებლად ფსიქოლოგიაშიც უნდა მოუმატოს. კიდევ ერთხელ, ჩვენ უფრო მეტი და მეტი გვინდა თორე საკმაოდ ძლიერია მაგ მხრივ, თუმცა ჩვენ გვინდა რო მომავალი 10-12 წლის ტოპ მოთამაშეზე ვსაუბრობდეთ ეხლა და მაქედან გამომდინარე ვთხოვთ, თან შეუძლია აი მაართლა შეუძლია და მაგიტო. უაზროდ და იდიოტურად რო აკრიტიკებენ ვაფშე ფლეშსქორის იქით ფეხბურთი რო ნანახი არ აქვთ ეგ ძაან მაგიჟებს ხოლმე, თუმცა ჯანსაღი კრიტიკა და პრობლემების იდენტიფიცირება და შემდეგ მუდმივად მუშაობა აუცილებელია. დარწმუნებული ვარ თვითონაც ბევრს ფიქრობს და მუშაობს მაგ ყველაფერზე. წარმატებები ხვიჩას 💙 პ.ს. აუ ისე რა სიგიჟეეე და რა აფეთქება იქნებოდა ბოლო წამზე რო ეტენააა, ფსიქოლოგიურად ძააან გადაბუსტავდა :(

  • @konstantinegulbiani173
    @konstantinegulbiani173 9 месяцев назад +1

    ისე ხსნი და ღეჭავ ყველა მომენტს და ეპიზოდებს ვინ უნდა გითხრას საპირისპირო.
    რავი ძმაო სერიოზული მწვრთნელი იქნებოდი ჩემი აზრით წარმატებები და გულშემატკივრობ❤❤❤

  • @user-rt8up2dv3c
    @user-rt8up2dv3c 9 месяцев назад +1

    Swored gadmosci ,yvelayeri jigari xar ❤️

  • @NikaNozadze-lb4yh
    @NikaNozadze-lb4yh 9 месяцев назад +1

    როგორც ყოველთვის ძალიან მაგარი ანალიზი.თქვენი და საგოლე გადაცემის ყურების მერე ძალიან ბევრ ცოდნას ვიღებ საფეხბურთო თვალსაზრისით,ამისთვის კი უღრმესი მადლობა

  • @eliaur1803
    @eliaur1803 9 месяцев назад +1

    ამაზე საინტერესო რაღა უნდა დაგიწერო ☺️ და მაისური კი მინდა 🤣 მადლობა შენს საყვარელ საქმეს რომ აკეთებ, ჩვენთვის საინტერესოდ.

  • @besikijavakhishvili3528
    @besikijavakhishvili3528 9 месяцев назад +1

    ყოველთვის სწორი და აზროვნული განხილვა გაქვს მამუკა!ხავი კარგი მწვრთნელია უბრალოდ ბევრი დანაკლისი ქონდა და ვერ გაუმკლავდა.ბავშვობიდან ბარსას ვგულშსმატკივრობ და სანამ მესი იყო 3 კაცი მინიმუმ დაზდევდა მთელი თამაში და ეხლა კვარას დაზდევენ ეგრე და გეთანხმები იმაში რო კვარა უნდა ბარსას.ელ კლასიკოში ჩუამენი,კარვახალი და რუდიგერს მოაძრობს ეგრევე თამაშიდან და შემდეგ მიეცემათ სხვებს სივრცეები.რაც შეეხება კვარას უბრალოდ არ უმართლებს ამ მილანთან ეს მენიუ მარტო მაგას უღებს ბურთს.ჩვენ ბიჭს მხოლოდ ფინიშერობა აკლია და მაგასაც დახვეწავს არაუშავს.უბრალოდ მეცოდება ნაპოლში.მადლობა რო ასე გულახდილად ლაპარაკობ.❤🙏

  • @MMM017
    @MMM017 9 месяцев назад +1

    სიამოვნებით ვუსმენ შენ განხილვას ძმაო, ბრავო!

  • @VaxtangiTatishvili-bb4pp
    @VaxtangiTatishvili-bb4pp 9 месяцев назад +1

    უზუსტესი ანალიზია.. 👍

  • @Lshengela
    @Lshengela 9 месяцев назад

    ჩემი აზრით ბარსას კვარა დახატავდაა იმედი მაქვს ამოძვრებიან ამ ფინანსური მდგომარეობიდან და იყიდიან კვარას ხავი წესით კარგად შეასწავლის ყველაფერს და მოხოდავს უფრო ფინიშინგი აშკარად დასახვეწი აქვს. ელ კლასიკოს რაც შეეხება იღბლიანი ბელინგემი და დებილი რომეუ მეტი არაფერი😂😂. როგორც ყოველთვის საუკეთესო განხილვა რესპექტ❤

  • @user-tx4kl8ke9m
    @user-tx4kl8ke9m 9 месяцев назад +1

    წარმატებები ც9ს როგორც ყოველთვის სწორი ანალიზია

  • @alekotskipurishvili4463
    @alekotskipurishvili4463 9 месяцев назад +1

    სულ გიყურებთ ძალიან სწორი ანალიაზია,კარგი არხია და იმსახურებთ მეტ გამომწერს.კაკას ფორმა მინდა 20წელი მილანის ფანი ვარ და არასდროს მქონია კაკას ფორმა იმედია გამიმართლებს❤❤❤

  • @levankhachapuridze
    @levankhachapuridze 9 месяцев назад +1

    ყველაზე სტაჟიანი და შორიდან მაყურებელი ვარ, წარმატებები ც9-ს!

  • @asatianiii
    @asatianiii 9 месяцев назад +1

    პირველად გიყურებთ საინტერესოები ხართ აშკარად და ანალიზიც მშვენიერია წარმატებები . ჰალა მადრიდ 😎

  • @malkhazjintcharadze7235
    @malkhazjintcharadze7235 9 месяцев назад +1

    ახალი მაყურებელი ვარ🤔,მაგარი (მაგრები) ხართ,სწორი ანალიზი თამაშების,ორივე თამაშს თითქოს კიდევ ერთელ ხავისთან და ანჩელოტისთან,იქით გარსიასთან ერთად ვიჯექი და უყურე👍👍👍✊🤝❤ ,არავითარი ტყუილი და გაღმერთება ფეხბურთელების, არავითარ გადაწყვეტილ ტყუილ ტრანსფერებზე საუბარი,არავითარი ტყუილი სკანდალური სათაურები .ძალიან მომეწონა.ჩემგან გამოწერა და 👍👍👍❤ უფრო დიდ აუდიტორიას იმსახურებთ.წარმატებები👍❤🙏🙏🙏

  • @user-ce4gi7dp3m
    @user-ce4gi7dp3m 9 месяцев назад +1

    დიდი მადლობა კარგი ანალიზისთვის ❤❤

  • @sosogachechiladze6153
    @sosogachechiladze6153 9 месяцев назад

    Sagol dzma es aris jansagi kritika rasac arcerti kartveli jurnalisti ar aketebs kartvel sportsmenebze, jansagi kritika mxolod gaadzlierebs👍👍👍👍

  • @raindimgeladze183
    @raindimgeladze183 9 месяцев назад +1

    ამ თამაშების შემდეგ თქვენს ვიდეოს ველოდებოდი და როგორც იქნა დაიდო❤

  • @GG-rc3nk
    @GG-rc3nk 9 месяцев назад +1

    აქაც გადევნებთ თვალს და ჯგუფშიც და როგორც ყოველთვის ვიდეოც და განხილვაც დონის შესაფერისი იყო. მადლობა რო ასეთი ხარისხი შემოგაქვთ ქართულ ენაზე. 🙌🏻❤️
    კარგი სამსჯელო გამოდგა კლასიკო. თითქმის ყველაფერში გეთანხმებით, მარა ჩავი გაცილებით მეტად შემეცოდა მე. 😀 ფაქტია, რო შეცდა, მარა სიმართლეს ვიტყვი და მე მაგასაც არ მოველოდი. გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე იდეალურად წაუყვანა კარლოს თამაში და პირველად არ დაუჯაბნია კარლო. ძაან თეორიაა, მარა სკამზე თუნდაც ბუსკეტსი რო ყოლოდა რომეუს მაგივრად, არ მოხდებოდა, რაც მოხდა. კი, კარლო კარგად მიხვდა ყველაფერს, მარა კარლოს არ ქონდა ეგეთი დანაკლისი. ბელინგემის დარტყამდეც ნამეტანი მოტვლეპილი იყო საყრდენი ზონა. იგივე გააკეთა რეალმა უნიონ ბერლინთან, ძაან დაიწივნენ და მიიღო დასარტყმელი, ვინც დაარტყა. 😀
    ორი ძელი საერთოდ პიკი იყო. „დაჟე” იმის შანსიც იყო, რო სუპერთასის სამით ნული გაემეორებინა, მარა როგორც თქვი რეალი რეალია. სხვა გუნდის ფანებისთვის, უბრალოდ მოდრიჩმა ვერ მიიღო იქ ბურთი, მარა მაგას მადრიდში სხვა რამეს ეძახიან. 😁
    კვარაზე მილანის კომპლექსს რაც შეეხება, არ მგონია მაინცდამაინც კომპლექსი. უბრალოდ დაღვინების ამბავია, რო ეგეთი კერკეტი კაკლებიც დატეხოს. ეგ არაფერი, შეუგდია ზუსტად ეგეთებიც კუთხიდან და კიდე შეყრის, ბოლო-ბოლო სხვა გუნდში მცველიც აუწყობს მხარს მეტად.😉❤️

    • @mamukakukuladze2447
      @mamukakukuladze2447 9 месяцев назад +1

      მადლობა მეგობარო🙏❤

  • @fortoxali
    @fortoxali 9 месяцев назад +1

    ძაან მაგარია ❤

  • @giabandzeladze184
    @giabandzeladze184 9 месяцев назад +1

    უმაგრესი განხილვა

  • @Ravenola
    @Ravenola 9 месяцев назад +1

    მშვენიერია, უნიკალური გადაცემაა ქართულ იუტუბზე, მეტ თეორიულ განხილვას თავის ფოტოებით ვისურვებდი ტურების ცენტრალური თამაშების და ხშირ ვიდეოებს.

  • @tornikebeltadze6246
    @tornikebeltadze6246 9 месяцев назад +1

    როგორც ყოველთვის ამომწურავი განხილვა 🖐 ბელინგემის ფორმა გაასწორებდა ❤

  • @dimitrisiradze
    @dimitrisiradze 9 месяцев назад +1

    გაიხარე კარგი ანალიზი გაქვს ხოლმე. Bravo

  • @gizopartskhaladze4596
    @gizopartskhaladze4596 9 месяцев назад

    ძალიან კარგი ანალიზია, წარმატებები ც9-იანის პროექტს

  • @remy418
    @remy418 9 месяцев назад +1

    კულე ვარ მაგრამ ფეხბურთისადმი პაცივისცემიდან გამომდინარე ნებისმიერი მაისური გაასწორება😄წარმატებები თქვენ❤️

  • @avtandilgavtadze9472
    @avtandilgavtadze9472 9 месяцев назад +2

    სიტყვა საინტერესო სუბიექტურია. ვისთვის რა არის საინტერესო😊
    წარმატებას და წინსვლას გისურვებთ😎

  • @giorgimshvildadze5820
    @giorgimshvildadze5820 9 месяцев назад +1

    Warmatebebi ❤

  • @tornikebeltadze6246
    @tornikebeltadze6246 9 месяцев назад +1

    რეალი ბარსას თემას შევეხები: როგორც ყოველთვის პრინციპული მატჩია ორივე კლუბისთვის და მთელი თამაშიდან გამოვარჩევ ლუკა მოდრიჩს. მოკლედ სანამ ლუკა ეყოლება რეალს მშვიდად მოიგებს მატჩებ და რომ წავა იმედია ამდენი ახალგქზრდა ფეხბურთელიდან ღირსეულად ჩაანაცვლებენ. ახლა არის კარგი დრო რაც შეილება მეტი ისწავლონ მისგან ❤ წარმატებები თქვენ და კიდევ მრავალი ანალიზი კარგი მატჩების ❤

  • @jubojuba
    @jubojuba 9 месяцев назад +1

    ჩემი საყვარელი ფორმა გაცვია❤

  • @giorgichachia
    @giorgichachia 9 месяцев назад

    ძალიან საინტერესო განხილვა იყო მაგრებიხართ❤ საინტერესო იქნება საქართველოს ნაკრების სამომავლო შანსებზე საუბარი და პრობლემებზე❤❤

  • @gogateger
    @gogateger 9 месяцев назад

    საინტერესო კომენტარი 3

  • @barateli11
    @barateli11 9 месяцев назад +1

    წარმატებები როგორც ყოველთვის იდიალურია ყველაფერი

  • @shalva7894
    @shalva7894 9 месяцев назад +1

    ბარსას წასაგები არქონდა ეგ მატჩი, გარდამტეხი მომენტი მაინც კამავინგას შემოსვლა იყო ჩემთვის. პ.ს კარგი განხილვა იყო როგორც ყოველთვის🙏🏽

  • @Konstantine..
    @Konstantine.. 9 месяцев назад +1

    კაკა ჩემი ბავშვობის კუმირი❤

  • @nikatatoshvili1722
    @nikatatoshvili1722 9 месяцев назад

    ბარსას ფანი კი ვარ მარა თურამედა შემაგვიანდა😄 ძმაკაცს გაუსწორდება ჯუდის❤️

  • @Ladson.
    @Ladson. 9 месяцев назад

    მოგესალმებით პირველ რიგში ახალი გამომწერი ვარ და მომეწონა თქვენი ნაშრომი გაანალიზება და გაშიფვრა ამ ორი უდიდესი თამაშის😍 რაც შეეხება ნაპოლი მილანს დავიწყებ იქიდან რომ რუდი გარსია არ არის ის დონე რომელიც ამ გუნდს და ამ შემადგენლობას შეეფერება, ასევე სწორად აღნიშნეთ რომ კვარაზე მინიმუმ 2კაცი თამაშობს აშკარაა რომ უდიდესი ტალანტია კვარა აქვე აღსანიშნავია რომ 22წლის ფეხბურთელია ჯერ და როდესაც საქმე მიდგება ისეთ მეტოქეზე როგორიცაა მილანი და რეალი აღვნიშნოთ რომ არარის მარტივი თქვენს მიერ ნახსენებ 2-3 მეტოქესთან თამაში კი შეიძლება გამოუვიდეს და გამოსვლია კიდეც მათი მოტყუება მაგრამ კიდევ უნდა ავღნიშნოთ რომ 22წლის ქართველი ფეხბურთელია რომელიც კარიერას ახლა იწყობს მეორე წელია უმაღლეს დონეზე თამაშობს და როგორც არუნდა ცუდი მოსასმენი იყოს ჭირდება გარკვეული ნიუანსები რომლის განვითარებაში და დახვეწაში მწვრთნელი უნდა ეხმარებოდეს გუშინ და დღეს არყოფილა ის ფაქტი რომ 2-3 კაცი ეთამაშება სულ და მწვრთნელმა უნდა უზრუნველყოს ის რომ როდესაც ხვიჩა ბურთით არის ახლო-მახლო 5-10 მეტრის რადიუსში მაინც უნდა ეხსნებოდეს პარტნიორი... მადლობა ნახვამდის ❤

    • @CrystalSport
      @CrystalSport  9 месяцев назад

      გილოცავთ🥳 ჩვენი ერთ-ერთი მაისურის გამარჯვებული თქვენ გახდით✅
      აქ მოგვწერეთ მესენჯერში და დეტალებს აგიხსნით სად უნდა მოხვიდეთ.
      P.S. მაისურის არჩევა დასწრებაზეა, როგორც ვიდეოში არის ნათქვამი👀
      facebook.com/mamuka.kukuladze

  • @davitkorkotashvili2286
    @davitkorkotashvili2286 9 месяцев назад +1

    100%👍👍👍

  • @dimitrikipiani2799
    @dimitrikipiani2799 9 месяцев назад +2

    ჩემი აზრითაც ლივერპული საუკეთესო ვარიანტია

  • @nika47571
    @nika47571 9 месяцев назад

    როგორც ყოველთვის საინტერესო იყო.
    ელ კლასიკოზე რა შეიძლება ითქვას, რეალის ფანი ვარ და დარწმუნებული ვიყავი რომ მეორესაც გავიტანდით. მსაჯს რაც შეეხება ხილი სრული იდიოტი რომაა მემგონი ეგ ყველამ ვიცით. პირველი ტაიმი რაღაცნაირად არ გავდა ელ კლასიკოს არც ტემპი იყო და არც ის დაძაბულობა რაც ადრე, ეს ალბათ სტადიონმაც გამოიწვია. ალბათ ჩავის მთავარი შეცდომა იამიალის არასწორ ფლანგზე დაყენება იყო, სულ ჩაკარგული იყო და რაფინია თვითონ შეცდომაა( არ მჯერა რო ეგ ბრაზილიელია).
    ჩემპიონთა ლიგაზე შანსები სიმართლე გითხრა არ მგონია რომელიმეს ქონდეს.
    ბარსელონა ჯერ არაა მაგ კალიბრის გუნდი რო გაიწიოს ჩემპიონობისთვის. რეალის ერთადერთი შანსი ალბათ ბერნაბეუ და თეთრი ბალეტია, დანარჩენი არ მომწონს თითქოს ძალიან დიდი საჭიროებაა მაღალი კლასის ფორვარდის.
    მილანი ნაწილიდან არ ვიცი რა ვთქვა. ძალიან არ მომწონს რუდი გარსია და ვფიქრობ რომ გასაშვებია მაგრამ ვისი მოყვანა შეიძლება ეგ არ ვიცი.კვარას მილანის კომპლექსს რაც შეეხება ვერ დაგეთანხმები, კომპლექსზე მეტად არ გამართლება მგონია.არც ფინიშინგი მგონია კვარას პრობლება. ფინიშინგის პრობლემა ქონდა ვინიციუს.ისედაც რთული მაგის თქმა როცა წინა წელს 15 გოლი გაიტანა. რაც მე თუ მკითხავ მაგ პოზიციის ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია.
    დიდი ხანია გიყურებ ასე გააგრძელე.მადლობა მაისურის მოგების შესაძლებლობისთვის იმედი მაქვს მოვიგებ წარმატებები❤

    • @CrystalSport
      @CrystalSport  9 месяцев назад

      გილოცავთ🥳 ჩვენი ერთ-ერთი მაისურის გამარჯვებული თქვენ გახდით✅
      აქ მოგვწერეთ მესენჯერში და დეტალებს აგიხსნით სად უნდა მოხვიდეთ.
      P.S. მაისურის არჩევა დასწრებაზეა, როგორც ვიდეოში არის ნათქვამი👀
      facebook.com/mamuka.kukuladze

  • @sosogachechiladze6153
    @sosogachechiladze6153 9 месяцев назад

    Kargi iyooo👍👍👍

  • @qetevan-kd5mj
    @qetevan-kd5mj 9 месяцев назад

    მადლობა.

  • @levankhachapuridze
    @levankhachapuridze 9 месяцев назад

    ლაიქი და გამოწერა კარგია, თუმცა სტაბილურობაც უნდა მოვუხერხოთ, საწყენია საკმაოდ მალე დაბრუნებით დამშვიდობება. იმედია მალე დასტაბილურდება ყველაფერი

  • @NIK-ni4gg
    @NIK-ni4gg 9 месяцев назад +2

    ობიექტურობა ასწორებს 👏⚽

  • @user-wk1hx7zc9l
    @user-wk1hx7zc9l 9 месяцев назад

    ჩემი აზრით რეალის კრიზისი ახლოვდება, ბელინგემი ასე უბრალოდ ვერ გაძლებს, ყველა თამაშში საგოლე მოქმედება ამ პოზიციისთვის ამ ასაკში უკვე ძალიან ბევრია მაგრამ ნელნელა გახდება ჩვეულებრივი CM ან AMF ნორმალურზე უკეთესი ასისტებით და პასებით.
    აი კვარაზე რაც აღნიშნე მაგას უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და Finishing განსაკუთრებით მარცხენა ფეხით სუსტი აქვს და სამუშაო აქვს ამაზე

  • @beberibabu5109
    @beberibabu5109 9 месяцев назад

    პროსტა მაინტერესებს არასდროს არ მომიგია ესეთ რაგაცეებში რამე და საინტერესოა თუ მოვიგებ პირველად ვუყურე შენ ვიდეოს და საინტერესოს გაანალიზე მართლაც მომეწონა დღეიდან შენი გამომწერი ვარ ❤️

  • @salomeberadze5859
    @salomeberadze5859 9 месяцев назад +1

    Oqro Kaci chemo dzmao dzalian magrad asworebs sheni strimi Kai Kaci xar warmatebebi oqro Kacs

  • @geime5334
    @geime5334 9 месяцев назад

    მე თუ მკითხავთ ფეხბურთელს ზრდის მწვრთნელი ან აფუჭებს. ხვიჩას შემთხვევაში საჭიროა კარგი მწვრთნელი, რომელიც ინდივიდუალურად დაამუშავებს დასკვნით ფაზებზე. გუნდის ლიდერია, მაგრამ დასკვნითი ეტაპში რაღაც აკლია. როცა დარტყმა დაუბლოკა მილანის მცველმაც მაშინ ვერ იყო
    მთლად კარგი დარტყმა.

  • @Livefootballgeorgia
    @Livefootballgeorgia 9 месяцев назад

    წარმატებები ბიჭებო კარგად მიდიხართ❤️❤️

  • @user-uc4ww1lx4g
    @user-uc4ww1lx4g 9 месяцев назад +1

    პირველ რიგში საინტერესო იყო ორივე თამაშისც განხილვა , ბარსას რო ყოლოდა დეიონგი დიდი შანსი იყო რო ის ბურთები არ გაეშვა რაც გაუშვა და პლიუს მაგას მეც გეთნახმები რო რაფინია არაა ბარსას დონის მაგას ისევ დემბელე ჯობია ამწვავებდა მაინც ხოლო კვარა კიდე ცალკე თემაა უბრალოდ ან მწვრთნეკის სწრაფად შეცვლა ან კლუბის ჭირდება მეტი გაბვითარებისათვის

  • @bachikadeishvili15
    @bachikadeishvili15 9 месяцев назад

    როგორც ყოველთვის ზუსტი შეფასება და ანალიზი იყო მამუკ, შენი ვიდეოებით უფრო მეტს ვგებულობ ტაკტიკურად და რავი ფორმაზე გამოვირჩევი რომ ბარსას ფანი ვარ მაგრამ ბელინგემის ფორმა თუ დამრჩა არ ვიქნები წინაღმდეგი ისე მევასება ეგ ბიჭი

  • @Rezzzgamer
    @Rezzzgamer 9 месяцев назад

    რეალი ტაქტიკურად ეთამაშა ბარსა ხავი გამოუცდელია. ალბატ და იმედი მაქვს უფრო კარგი მატჩი იქნებოდა ამდენი დანაკლისი რო არ ქონოდა. ჩემი აზრით უფრო მეტი გამოცდილება სჭირდება ძაან ბეცრი ახალგაზრდა ყავს ბარსას. და ამან გამოიწვია წაგება. არაუხოს მომენტი უეჭველი იყო. ის მეორე მომენტი შეიძლებაარ იყო ან იყო მარა ვარზე აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა. და ხავიმ ვერ გამოიცნო ცვლილებები.

  • @goderdzikheladze9118
    @goderdzikheladze9118 9 месяцев назад

    კიდევ იყო მომენტი, როდესაც 11 მეტრიანი არ დაუნიშნეს რეალს, ვარდნა გააკეთეს საჯარიმოში, მსაჯმა სუფთა ვარდნად მიიჩნია, მაგრამ ბარსას ფეხბურთელი საერთოდ არ შეხებია ბურთს.

  • @fragranceperfume2346
    @fragranceperfume2346 9 месяцев назад

    arasodes araferi momigia imedia kakas maisurs davitrev ❤❤❤ video argamimazia youtubeze da arc fbze posti :d

  • @gigimoseshvili5377
    @gigimoseshvili5377 9 месяцев назад +1

    რეალმა მხოლოდ იმიტომ მოიგო ეს თამაში რომ მადრიდის რეალია, ვფიქრობ ნებისმიერი სხვა გუნდი რომ ყოფილიყო წააგებდა. პენალტის ეპიზოდებიც ორივე მხარეს, ჩემი აზრით, პრემიერ ლიგაში ორივე დაიდებოდა მარა ეს ლა ლიგაა მაგის გარდაც წვრილმან მომენტებშიც მანსანო "გიჟია" ვერ გაუგებ ვერაფერს. რაც შეეხება თვითონ მატჩს, რეალის ფანის პერსპექტივიდან ვამბობ რო ობიექტურად არ ვიმსახურებდით მოგებას მაგრამ ხდება ხოლმე. ასევე ძაან "არმიყვარს" გავი როგორც ტიპაჟი, მაგრამ უნდა ვაღიარო რეალთან ჰქონდა სასწაული მატჩი და ზოგადად ამბოლოდროს ძალიან მაგარ პროგრესს განიცდის და ადრე შერქმეელი "ჟილკიანი" ტიპი აღარ არის მხოლოდ და ბევრად მეტი შეუძლია ამ ასაკში, მატჩის MVP იც გავი იყო ჩემიაზრით ნუ უბრალოდ ბელინგემს ვერ "წაართმევდნენ" მაგ ჯილდოს.❤ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გარდა ანჩელოტის ცვლილებებისა ამ მატჩის მოგების მიზეზი იყო ხავის ცვლილებებიც ოღონდ ამ მხრივ პირიქით, ცუდი ცვლილებები გამოუვიდა, კანსელო იყო ძალიან მაგარი და არუნდა გაეყვანა საერთოდ, მითუმეტეს არასწორად გააკეთა ის რო 16 წლის იამალი თავისთვის არაკომფორტულ პოზიციაზე დააყენა გამოცდილ კარვახალთან იმის გამო რო ტრამვიდან დაბრუნებული (ისედაც არარის კარგი ფეხბურთელი) რაფინია თავის პოზიციაზე დაეყენებინა, პირიქით უნდა ექნა. ლევანდოვსკიმაც ძალიან ჩააგდო თამაში.
    ვიდეო კარგი იყო, განხილვა მომეწონა ისეთ რაღაცებზე იყო ყურადღება გამახვილებული რასაც სხვაგან ვერ ვხვდებით, წარმატებები

    • @mamukakukuladze2447
      @mamukakukuladze2447 9 месяцев назад

      მადლობა🙏❤
      საინტერესო შეფასება იყო

  • @SABA-dz4tw
    @SABA-dz4tw 9 месяцев назад +1

    წარმატებები ჩემიაზრით კვარასა და ბარსასაც კვარას გადასვლა დახატავდა ნუ ყველამ ვიცით რო კვარა რეალის გულშემატკივარია მაგრამ საინტერესო იქნება თანაც რეარული ❤❤

  • @locusinc
    @locusinc 9 месяцев назад +1

    მოდრიჩის მსგავსი გუნდელი უნდა კვარას და კიდევ უფრო მაგარი იქნება

  • @giokoreli
    @giokoreli 9 месяцев назад

    კვარა იმ პონტშია, ფეხებზე სიმძიმეებით რომ დარბიან (სიმძიმეები იტალიის დაცვაა), ხოდა კარგი ჩემპიონატის კარგ გუნდში რომ აიშვებს, სულ სხვა კლასი იქნება!

  • @aleksatv8344
    @aleksatv8344 9 месяцев назад

    Ბარსას გულშემატკივარი ვარ და ბელინგემის ნაღდად არმინ და😂, კაი ანალიზი იყო ესე გააგრძელეთ საღოლ ჯიგრებო, მოკლედ ბარსასი და ხავისი რაც არმომწონს 1 0 ზე აწურინებს რა ესე როვთქვათ და მეჩვენება თუ ჩერდებიან თუ რასშვებიან გაიტანენ და მორჩა მერე თითქოს ვეღარ უტევენ, კი ქონდათ შანსები ვერ გამოიყენეს, ზუსტად აგარის ვერ გაიტან გაგიტანენ, მოხდ ეგრეც. ერთი კიდე ის რომ ბარსას ბევრი არავინ ყავდა ტრამვების გამონ და ძირითადი ფეხბურთეები რომ ფორმაში ყოფილიყვნენ მოგებაც შეიძლებოდა. Სივრცე რეალს არქონდა მართალია, ადგა ბელინგემი და აინახა თუარა დასარტყმელი სივრცე მიეცა დაარტყა და გაიტანა. Რაც შეეხება პენალტს დარღვევა იყო არაუხოზე და შეიძლებოდა პენალტის დადება, გადაამოწმე რა ვიღაც ხარ.

  • @justgiorgi211
    @justgiorgi211 9 месяцев назад

    მამუკა ნაკრების მწვრთნელად!😄

  • @Jofrey-69
    @Jofrey-69 9 месяцев назад

    დამაგვირგვინებელი ფაზა არის ხვიჩას აქილევსის ქუსლი.
    ჯერ კიდევ რუბინიდან მოყოლებული აქვს
    ეს პრობლემა

  • @SosoBirtvelishvili
    @SosoBirtvelishvili 9 месяцев назад +2

    ძან სწორი განხივები გაქვთ

  • @easymoneysniper6980
    @easymoneysniper6980 9 месяцев назад +2

    კუკ პიზდეცი კაცი ხარ))მარა იცოდე ბელინგემის ეპოქა დადგა და შეეგუე ჩემო ძმაო))

  • @user-ov1cu3gc8k
    @user-ov1cu3gc8k 5 месяцев назад

    გავიზე არ შემიძლია არ ვთქვა, ძაან მეზიზღება ეგ პიროვნება მაგრამ როგორც ფეხბურთელი მაგარია, მისი თავგანწირვა და ბრძოლა ყველა ეპოზოდში საოცარია. მას ნამდვილად უყვარს ფეხბურთი და მზად არის სიცოცხლეც კი გაწიროს ამისთვის.

    • @user-ov1cu3gc8k
      @user-ov1cu3gc8k 5 месяцев назад

      კიდევ ბევრი ფეხბურთელი რომ იყოს მსგავსი ხასიათის უფრო ლამაზი და სასიამოვნო იქნებოდა ფეხბურთი

  • @lukatakidze3383
    @lukatakidze3383 9 месяцев назад +1

    როგორი კარგიც არ უნდა იყოს გიუნდოგანი, ნახევარდაცვაში ის კრეატივი ვერ შემოაქვს (ამ ეტაპზე ასეა, მიუხედავად გოლისა), რაც დე იონგს ან პედრის. გავის იმდენი ფუნქცია აქვს, რომ + კლასიკოს დონის მატჩის კრეატივს ვერ მოთხოვ თან მებრძოლი 6-იანი უფროა და ძალიან ახალგაზრდაა საამისოდ. ტორესი, რაფინია (ეგ საერთოდ ცუდი დემბელეა) არ არიან ბარსელონას დონის. ლევანდოვსკი დიდია, მაგრამ ასაკი თავისას შვრება და მხოლოდ მასზე რომაა დამოკიდებული ბარსა ეგ როსელ-ბართომეუს ამბებია მთლიანად ფინანსურად მერყევ გუნდად აქციეს ყველაზე დიდი საფეხბურთო ბრენდის მქონე კლუბი. ნაპოლის, რაც შეეხება უნდა ითქვას ძველ რელსებს დაუბრუნდა, ახალი არაფერი მომხდარა უბრალოდ შარშანდელი სეზონი იყო გამონაკლისი, როცა ნიჭს საშემსრულებლო კლასი დაემატა და იქ სპალეტი სიბერეში ,,დაღვინდა''. რეალურად დღევანდელ ნაპოლიში კვარა, ოსიმენი, ლობო და ზელინსკი არიან მხოლოდ ,,ჰაი'' კლასის ფეხბურთელები + გარსია, რომელსაც მთელი კარიერაა ვერ გაურკვევია კატენაჩო უნდა თუ ტიკი-ტაკა ამ დროს კი სეტიენზე მეტად სეტიენია. დე ლაურენტისს ,,ძველები'' ფუნქციონერად მონათლავდნენ და ეგეცაა, ქარხნის დირექტორს ჰგავს, რომელსაც დეკადაში ერთხელ გამოსდის კაი ლუდის ჩამოსხმა. თქვენ კიდე კარგები ხართ სათქმელს, რომ არ ერიდებით. კვარას პრობლემებზე მხოლოდ აქ მოვისმინე ობიექტური აზრი და ,,ორშაბათობაში''. წარმატებები!

  • @lanamamageishvili6582
    @lanamamageishvili6582 9 месяцев назад

    ბელინგემის მაისური მინდა 😁💛

  • @user-dz2jp3hd5n
    @user-dz2jp3hd5n 9 месяцев назад +1

    ბავშვობიდან რეალს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ბარსამ რომ კვარაზე ააწყოს გუნდი დაგლიჯავდა.
    რეალზე უკეთ აეწყობოდა იქ

  • @levaninikuradze3840
    @levaninikuradze3840 9 месяцев назад +1

    მაგარი და სწორი განხილვებიგაქვთ

  • @kodoxakik8607
    @kodoxakik8607 9 месяцев назад +1

    მიდი ჩემიძმა მაგარი საკაიფოთ აანალიზეფ ეგრე გააგრძელე .

  • @levanlabadze1702
    @levanlabadze1702 9 месяцев назад

    კარგი ანალიზია ❤ რეალის გულშემატკივარი ვარ 20 წელზე მეტია. გამარჯვებულებს არ ასამართლებენო, მაგრამ... რეალურად ამ რეალსაც კი, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. სწორედ ანჩელოტის გამოა რომ ამხელა დანაკლისის მიუხედავათ ბარსამ 60 წუთი "ათრია" რეალი))) კლოპის ხელში ეს რეალი მონსტრი იქნებოდა :(

  • @blackminde3820
    @blackminde3820 9 месяцев назад +2

    ნამდვილად კარგი ანალიზი როგორც ყოველთვის, მაგრამ კვარას ტრანსფერის დროს ბარსა რატო გამოტოვე? მოცემულობას რო შეხედო თევზი და წყალივით ჭირდებათ ერთმანეთი. ბალდე-კვარა სასწაულებს ჩაიდენენ. თუ მიზეზი მისი რეალის მიმართ სიმპატიაა დღეს ვნახე ინტერვიუ სადაც ეკითხებიან რომელია მისი ფავორიტი რეალი თუ ბარსა და პასუხი ძალიან საინტერესო იყო ალბათ ნახავდი შენც, მე ვფიქრობ რა ფასიც არ უნდა დაუჯდეს ბარსამ
    უნდა იყიდოს მესის ადგილის შესავსებად ბევრი წლის პერსპექტივით 🤝🏽

  • @user-dz2jp3hd5n
    @user-dz2jp3hd5n 9 месяцев назад +1

    მსაჯების თემა მუდმივად იმიტომ არის რომ კამათი გაგრძელდეს, ყველა მსგავსი ელემენტები ქმნის ყველაზე პოპულარულს ელ კლასიკოს

  • @aleksandregegetchkori1916
    @aleksandregegetchkori1916 9 месяцев назад

    Respect

  • @guidanacho
    @guidanacho 9 месяцев назад

    bayernis maisuri geqnebat efenbergis oghond tanamedeove dizainit?

  • @giorgitsiklauri9453
    @giorgitsiklauri9453 9 месяцев назад

    ჩემი აზრით ნაპოლიმ ერთი ტოპი დაცვაში უნდა დაიმატოს და კაი შედეგს დადებენ ლიგაზეც და იტალიაში.კვარა ბარსაში გაასწორებდა❤❤❤

  • @McMurphy777
    @McMurphy777 9 месяцев назад

    9:40 რა განვითარებულები არიან რეები ხდება ინგლისშიც ლივერპულს რა უქნეს

  • @korsantes
    @korsantes 9 месяцев назад

    ჭ კლასის კალბრიას და მილანის სინდრომი აქ :) მაგრამ არაუშავს მალე გადალახავს! როგორც გარსიამ ურჩია უნდა დამშვიდეს და ცივსისხლიანად ითამაშოს ამავე დროს მიიღოს ფეხბურთისგან სიამოვნება და გოლებიც მოვა :) წარმატებები ჩვენს მაგარ ბიჭსა!

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 9 месяцев назад

      რა ჭ კლასი ძალიან მაგრად ეთამაშება კალაბრია

    • @korsantes
      @korsantes 9 месяцев назад

      @@NikaGoqadze-do1do ხო, მაგრამ ხვიჩასთან კარგად რომ იტამაშა ეს იმას არ ნიშნავს რომ მაგარი მცვლელია! მილანში ბოლო დროს სულ სკამზე ზის,სპალეტი ნაკრებშიც კი არ იწვევს იმდენად დაბალი დონეა! :)

    • @NikaGoqadze-do1do
      @NikaGoqadze-do1do 9 месяцев назад +2

      @@korsantes კი მართალია,მაგრამ უფრო გამოცდილია ვიდრე კვარა და გამოცდილების ხარჯზე უგებს რა

    • @korsantes
      @korsantes 9 месяцев назад +1

      @@NikaGoqadze-do1do ხო გეტახმები ხვიჩას სიმშვიდე აკლია ჯერ! ამავე დროს და ცოტა სისწრაფეს უნდა მოუმატოს, კალბრიაბრისნარი ფეხბურთელები არ უნდა გეწეოდეს დრიბლინგისას. დანარჩენი კი აბსოლიტურად ყველაფერი აქ

  • @levantoqmajishvili8914
    @levantoqmajishvili8914 9 месяцев назад

    იმდენად სწორი ანალიზი იყო ეგრევე გამოვიწერე, წარმატებები არხს.

  • @nikajobava8892
    @nikajobava8892 9 месяцев назад

    მიუხედავად დანაკლისისა, მოსაგები მატჩი იყო. შანსიც იყო, წინაც გავუდა გუნდი, პირველ ტაიმში, შეიძლება ითქვას, დაჩაგრა კიდეც რეალი.
    მაგრამ, გამოცდილების სიმცირემ წაგვაგებინა. პრობლემა ის კი არ არის, რომ ამხელა დანაკლისი გვქონდა, როგორც ჩანს, დანაკლისის მიუხედავადაც შეგვძლებია კარგად თამაში, პრობლემა გამოცდილების ნაკლებობა გამოდგა.
    ჩავიმ, ან დროულად უნდა ისწავლოს შეცდომებზე რაც ნიშნავს, რომ ერთი შეცდომაზე უნდა ისწავლო, რადგან ბევრი დრო არ გვაქვს, ან მოგვიწევს დამშვიდობება, რაც არ უნდა დასანანი იყოს.
    ფეხბურთელების შეცდომებს ნუღარ მოვყვებით, ყველამ ვიცით, რომ რომეუ არარის არც ხელშეუხებელი და არც ბარსას მომავალი 😁😁

  • @zurabkhvistani5550
    @zurabkhvistani5550 9 месяцев назад +1

    კვარას ბოლო წუთზე იმ მომენტის გამოუყენებლობა რამდენადაც გულდასაწყვეტი, იმდენად იმედისმომცემი ეპიზოდი იყო. და აი რატომ. ხვიჩას მთავარი პრობლემა სეზონის დასაწყისში იყო ბოლო დარტყმის დროს წამისეული შეყოვნებები. წამის მეასედები რომელიც მომენტების ბედს წყვეტდა. ამის ბრალი იყო უდინეზესთან 2 ძელი., ამის ბრალი იყო როდესაც საჯარიმოში შესულს ბოლო წკიპზე უბლოკავდნენ მცველები დარტყმას. თუნდა ნორვეგიასთან ოსლოში თამაში გავიხსენოთ. ხვიჩამ ეს გააანალიზა, სწორი დასკვნები გააკეთა და პრობლემა დიდწილად გამოასწორა. თუ დააკვირდებით ლეჩესთან ორივე გოლის ეპიზოდში და კვიპროსთან გოლის ეპიზოდში ის წამის მეათედი თუ მეასედი არ დააყოვნა და გოლებიც მოვიდა! მილანთან იმ იპეზოდშიც საუკეთესო გადაწყვეტილება სწორედ დაუყოვნებლივი დარტყმა იყო. კი, იყო შანსი დარტყმა უფრო საფუძვლიანად მოემზადებინა და ასეთ შემთხვევაში დარტყმის ძალაც და სიზუსტეც უკეთესი იქნებოდა, მაგრამ კაცი უკვე დაიღალა და დაიატრესა სწორედ იმის გამო რომ იდეალური პოზიციის ლოდინში ან მცველი უსწრებს და უბლოკავს ან მეკარე ასწრებს გამოსვლას და დასწრებაზე თამაშს. ეს უკვე განვლილი და ცუდად დაცდილი გზაა და ამიტომაც ხვიჩამ დაუყოვნებლივ გაისროლა. როგორც დავინახეთ ამ გასროლას ძალაც და სიზუსტეც დააკლდა თუმცა ეს იყო საუკეთესო გამოსავალი. მალე აუცილებლად მოვა ის გამოცდილებაც როდესაც დარტყმასაც არ დააგვიანებს და თან მეტ სიზუსტესაცც მისცემს გასროლას და ჩემი აზრით სტატისტიკა ფანტასტუირი გაუხდება. თუ დღეს 10+10 გვაქვს ლაპარაკი, მალე 25+15-ზე შეუძლია ასვლა. ამას თუ უკეთესი გუნდი და გარემო დაემატება ხომ მთლად კარგი იქნება.

  • @user-mf3qz2vr9d
    @user-mf3qz2vr9d 9 месяцев назад +1

    მიხარია ამ არხის არსებობა, არ ვართ ქართველი ხალხი განებივრებული მსგავსი კონტენტით და წარმატებებს გისურვებთ❤❤ ❤

    • @mamukakukuladze2447
      @mamukakukuladze2447 9 месяцев назад

      მადლობა მეგობარო🙏❤

  • @t1mster
    @t1mster 9 месяцев назад

    როგორც რეალის გულშემატკივარს, ბელინგემის მაისური მაჩუქეთ, სად მოვიდე საჩუქრის წასაღებად?? :D :D

  • @nikolozbachvadze7598
    @nikolozbachvadze7598 9 месяцев назад +1

    3 დეკემბერს მივდივარ მადრიდში და ჟოას მაისურს თუ მოვიგებ გპირდებით რეალის მუზეუმში მაგით ჩაცმული შევალ, შეილება საინტერესო კომენტარი არარის მაგრამ მართლა ძაან მინდა მოგება
    (გავის მაისური მერჩივნა მაგრამ ჟოაზეც არ ვიტყვი უარს) ❤❤❤❤ თან ცხოვრებაში არაფერი მომიგია 😔

    • @nikolozbachvadze7598
      @nikolozbachvadze7598 9 месяцев назад

      პ.ს კლასიკოს რაც შეეხება კი ჩავის აკლია გამოცდილება თუმცა გასაშვები ნამდვილად არაა ამ რესურსით და ამ წნეხში როგორიც ბარსას აწევს ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს მხოლოდ ბარსას ააქვს სახელფასო ჭერი რეალს არა და მხოლოდ ბარსას არ შეუძლია ფეხბურთელის ყიდვა 🤬
      კვარას ცოტა ნექნიკის დახვეწა და ფინიშინგი უნდა გეთანხმები გიჟია და ამ სიგიჟეს დახვეწა ჭირდება დახატავს ლივერპულს (მინდოდა რო ეგ გეთქვა) კლოპი მაგისგან სიგიჟეს გამოძერწავს ჩემის აზრით

  • @user-vs1vu2hd2c
    @user-vs1vu2hd2c 9 месяцев назад +1

    სულ სიმართლეს იძახით თქვენ გენაცვალეთ❤ ბელინგემი კაი იქნება❤

  • @zakraw
    @zakraw 9 месяцев назад

    ჟოაოს მაისური თუ ენდომებას ბარსას ფანებს, ლეაო რატო არ უნდა უნდოდეთ მილანის ფანებს? ლეაოს გარეშე მილანი დიდი ვერაფერია სამწუხაროდ.

  • @merlin1334
    @merlin1334 9 месяцев назад

    გავის ხასიათი ერთერთი გადამწყვეტი ფაქტორია მისი კარგი თამაშის.. ვისკა ბარსა ი ვისკა კატალუნია❤️

  • @user-vs1vu2hd2c
    @user-vs1vu2hd2c 9 месяцев назад +1

    სულ სიმართლეს იძახით თქვენ გენაცვალეთ ბელინგემია ფორმა გაასწორებდა❤

  • @vanga_2009
    @vanga_2009 9 месяцев назад +1

    kaka aris chemi kumiri mteli cxovrebaa zalian minda kakas maisuri magram versad vyidulob chemi ocnebaa

  • @user-zk9bs9yy1k
    @user-zk9bs9yy1k 9 месяцев назад

    თუ jualo felixsis მაისური თუ მოვიგე მაგრად გამისწორდება❤

  • @user-ov1cu3gc8k
    @user-ov1cu3gc8k 5 месяцев назад

    დღეს უკვე აღიარებ რომ ფავორიტი არის რეალი ჩემპიონთა ლიგის

  • @Davitgdzelishvili
    @Davitgdzelishvili 9 месяцев назад

    ბელინგემიიიიისსს მაისური მინდაააააა ძააან 🙏🙏🙏🙏

  • @nikakakitadze3755
    @nikakakitadze3755 9 месяцев назад

    იუვეს ბევჯერ დაუმარცხებია რეალი ნუ ორჯერ კი მოუგო ფინალი იუვეს მაგრამ ნახევარფინალში რამდენჯერმე შეხვდნენ სულ გავარდა იუვესთან

  • @avtandilnikolaishvili1981
    @avtandilnikolaishvili1981 9 месяцев назад

    კვარამ მომუმატოს,თორემ დაჩება მუდამ პერსპექტიულ ფეხბურთელად

  • @aleksatv8344
    @aleksatv8344 9 месяцев назад

    კვარა ისეთ გუნდში უნდა ითამასოს რომ ჩემპიონთალიგაზე ითამაშოს, არსენალში ჩემი აზრით საინტერესო იქნება კვარას ხილვა

  • @amoiaseshvili2906
    @amoiaseshvili2906 9 месяцев назад

    რეალს ეს თამაში მოსაგები არანაირად არ ქონდა,ძალიან გაუმართლათ ორივე გოლის მომენტში.მე არ მახსენდება ბოლოს როდის გაუმართლა ესე რეალს ბარსასთან,ფრე ალბათ ყველაზე ლოგიკური შედეგი იქნებოდა.არაუხოს პენალტზე აფსოლიტურად გეთანხმებით,ძალიან გამიკვირდა ვარზე რო არც კი განიხილეს.ტერ შტეგენის დადანაშაულებაც შეიძლება პირველ გოლზე,რაღაც უცნაურად გადახტა ხელი ვერ გაამაგრა.რომეუშიც გეთანხმებით დღემდე ვერ ვხვდები რატო იყიდეს საერთოდ.ისევ ჯობდა კესიე არ გაეყიდათ ამას კი ჯობდა.ბელინგემს ესეთი მატჩები წელს ბევრი დაუგროვდა,თითქოს არ ჩანს ხოლმე და მაინც მატჩის ბედს წყვეტს.💜🙏🏻

  • @Wkapo777
    @Wkapo777 9 месяцев назад

    Hala madrid❤

  • @scaryman124
    @scaryman124 9 месяцев назад +1

    არ მინდა ძმაო არა მაისური მართლა ცრუ(9) 😂😂😂❤ დედას ვფიცავარ დავიღალე ინბოქსი გახსნილი მქონდა ორი კვირა იუთუბზე თან გული დამისვა კომენტარზე კრისტალმა და აუ მეთქ ი მოვიგე მარა სადა გაქ მაგის ბედი მარა მაინც მიყვარხართ ❤❤ ისეთ ანალიზს აკეთებ რასაჱ მე ვფიქრობ და გეთანხმები ამიტომ ბევრს ვერათერს გეტყვი ახალს მარა ბარსას ძირითადი პრობლემა მაინც არის ასაკი და სკამი რეალთან შედარებით აი კროსი მოდრიჩის ანუ ჩავი ინისტა სტილი აკლია ძაან იმათ ყავთ გაიხსენეთ რეალი ნაპოლი იქაც შემოდის ლუკა და კლასის ხარჯზე რაც ქნა კი ვნახეთ კვარას რაც შეეხება მაგ ცაციაში გამოჩნდა რამხელა ენერგიას ტოვებს მოედანზე კუნთები აღარ დაემორჩილა ცრუ მარცხნივ გადახრაზე და ამ დროს მარჯვენათი დარტყმაზე რაც მაგრათ იცის აი აიაქს რო გაუკეთა ეგე სტილი რა იქ პასი იყო მარა მაინც მადლობთ ყურადღებისთვის. და ისა ცრუ ცხრიანი ფორ ევერ 🎉🎉🎉❤❤❤❤

    • @CrystalSport
      @CrystalSport  9 месяцев назад

      გილოცავთ🥳 ჩვენი ერთ-ერთი მაისურის გამარჯვებული თქვენ გახდით✅
      აქ მოგვწერეთ მესენჯერში და დეტალებს აგიხსნით სად უნდა მოხვიდეთ.
      P.S. მაისურის არჩევა დასწრებაზეა, როგორც ვიდეოში არის ნათქვამი👀
      facebook.com/mamuka.kukuladze

    • @scaryman124
      @scaryman124 9 месяцев назад

      @@CrystalSport ვაიმეეე

    • @scaryman124
      @scaryman124 9 месяцев назад

      @@CrystalSport მადლობაა

    • @scaryman124
      @scaryman124 9 месяцев назад

      თქვენ გენაცვალეეეეთ

    • @scaryman124
      @scaryman124 9 месяцев назад

      Პირველად მოვიგეეეეეეე