Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

"საკუთარი ოთახის გარეშე" - როგორია გენდერის კვლევების როლი აკადემიასა და საზოგადეობაში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 10 июн 2024
  • მიუხედავად იმისა, რომ გენდერული კვლევები რამდენიმე ხანია რაც ინსტიტუციონალიზებულია, უკიდურესმა მემარჯვენე, ნაციონალისტურმა, პოპულისტურმა და რელიგიურ ფუნდამენტალისტურმა თავდასხმებმა ფემინისტურ და ქვიარ აზროვნებაზე, ხელოვნებასა და აქტივიზმზე გამოიწვია მრავალი გენდერის პროგრამის, პროექტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის შემცირება და დახურვა. მათ ბრალი დაედოთ, რომ ზედმეტად აპოლიტიკურებდნენ და დღის წესრიგში აყენებდნენ გენდერს; რომ რეალურად აყენებდნენ ზიანს ხალხს; რომ მათი საქმიანობა აღარაა აქტუალური.
    უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა აგრესიამ გვაჩვენა, რომ ნეოიმპერიული ძალადობის პირობებში, ფემინისტურ და ქვიარ ცოდნას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ბინარული აზროვნების გადალახვაში და სამყაროს ალტერნატიული გზების წარმოსახვაში. მიუხედავად ამისა, თავად გენდერის კვლევები უნდა იყვნენ სენსიტიურნი არასტაბილურობის გამოწვევების და ცოდნის წარმოებაში კრიტიკული დეკოლონიური პროცესების აუცილებლობის მიმართ. მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ბრძოლა (ეგზისტენციალური, ეპისტემური, ინსტიტუციური) "საკუთარი პირადი სივრცეებისთვის"; განსაკუთრებით მაშინ, როცა კრიტიკულ გენდერულ აზროვნებასა და აგენტობაში ასევე არსებობს განზომილებები, რომლებიც ემყარება განსაზღვრვის ლოგიკას, ინსტიტუციონალიზაციისა და დისციპლინური საზღვრებისგან თავისუფლებას და სამყაროს ჩვენს პასუხისმგებლობის ზონად აღქმას. ეს რთული, მაგრამ ამავდროულად სასარგებლო გზაა.
    მოდერატორი: თამარ ცხადაძე
    მონაწილე: მადინა ტლოსტანოვა
    ფემინისტური ფორუმის სხვა ვიდეოჩანაწერები იხილეთ ბმულზე:
    • Feminist Forum 2023 | ...

Комментарии •