Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

თამარ ცხადაძე - ცოდნის ველი და ნაპირები (ფემინისტური ფორუმი 2023)

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 4 июн 2024
  • როცა ცოდნაზე, მის პოლიტიკურობაზე, მის იერარქიულობაზე თუ ემანსიპატორულ ძალაზე ფემინისტური და ქვიარ პერსპექტივებიდან ვმსჯელობთ, ერთ-ერთი თემა, რომელიც ბუნებრივად იქცევს ყურადღებას, არის თვითონ ფემინისტური და ქვიარ ცოდნის სტატუსი, როლი და სამომავლო პერსპექტივები. ეს ცოდნა, რასაკვირველია, არ დაიყვანება აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებში შექმნილ ცოდნაზე, მაგრამ აკადემიურ სივრცეში ინსტიტუციონალიზებაც მისი ისტორიისა და დღევანდელობის მნიშვნელოვანი და საინტერესო ასპექტია. უნივერსიტეტებში ქალთა ან გენდერის კვლევის დეპარტამენტებისა და ცენტრების დაფუძნება მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულებში ფემინისტური და ქვიარ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განზომილება იყო ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. ამ მონაპოვარმა, თავის მხრივ, ახალი ეჭვები და დავაც წარმოშვა ფემინისტურ და ქვიარ ფრონტზე: ხომ არ იწვევდა აკადემიაში ინსტიტუციონალიზება ფემინისტურ და ქვიარ ცოდნაში შიდა იერარქიების გაჩენას? ხომ არ იყო ამ პროცესების კიდევ ერთი შედეგი ფემინისტური კვლევისა და აქტივიზმის ერთმანეთისგან მოწყვეტა? საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პოსტსოციალისტურ ქვეყნებშიც გაჩნდა ფემინისტური და გენდერის კვლევის აკადემიური სივრცეები. თუმცა, რა თქმა უნდა, განვითარების ლოგიკა და ისტორიული გარემოებები ყველა კონტექსტში სპეციფიკურია.
    მომხსენებელი: თამარ ცხადაძე
    2023 წლის ფემინისტური ფორუმის სხვა ვიდეოჩანაწერები იხილეთ ბმულზე:
    • Feminist Forum 2023 | ...

Комментарии •