● დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 25 июл 2024
  • ერთი სული მაქვს, დავწერო რამე,
    მაგრამ ხტუნაობს რითმა ვით კვიცი
    რამდენჯერ შევცდი, რამდენი ვჭამე,
    მაინც გიყვარვარ, ნამდვილად ვიცი.
    ცისფერ თვალების არ მქონდა რწმენა,
    მე თვითონ ცისფერს ვატარებ თვალებს,
    სალაპარაკოც ერთი გვაქვს ენა,
    - ეს არის ენა, მე რომ მაწვალებს...
    შენ ის ხარ, ვისაც ველოდი წლობით
    - აუღწერელი სიტყვით და კალმით
    არ დავიღლები შენს გვერდზე წოლით,
    არ მომბეზრდება არც ერთი წამით.
    რაც უფრო ბევრი გაივლის წელი,
    მით უფრო მეტად შემიყვარდები
    როგორც ბავშვს, მინდა, მოგხვიო ხელი
    - ჩამოგახიო სულის ჩადრები.
    შენთან როცა ვარ, ვარ როგორც რკინა,
    რკინა, რომელსაც ვერ შეჭამს ჟანგი
    თუმცა წარსულმა გული მატკინა,
    მეხმიანება მგოსნების ჰანგი.
    დღეს მე ისეთი ვარ ბედნიერი
    - ვერ დაიკვეხნის ბევრი ხნიერი,
    მაგრამ მგონიხარ ცრუ და ცბიერი,
    ისე მიგიგავს ქალღმერთს იერი.
    ნიკო გომელაური
    • 🎭 ✍ გომელაური ✍ 🎭

Комментарии • 12

  • @leilaarifulinalina777
    @leilaarifulinalina777 3 года назад +3

    ნათელში იყოს მისი სული

  • @RelaxingMusicPR
    @RelaxingMusicPR 4 года назад +2

    შედევრი ❤❤❤

  • @user-qz1ou7lz1n
    @user-qz1ou7lz1n 4 года назад +6

    ნაადრევათ დაკარგული შედევრი.უფალმა ნათელი დაგიმკვიდროს კარგო ადამიანო.

  • @tamarlominadze1923
    @tamarlominadze1923 4 года назад +1

    👏👏👏სასწაული

  • @kaxabatkuashvili8931
    @kaxabatkuashvili8931 3 года назад +1

    ისეთი ლექსები გაქვს რომ ყველაფრის სწავლა მიდა და ვიყო შენსავით ნიჭიერი

  • @mariammeskhidze2628
    @mariammeskhidze2628 5 лет назад +1

    ბრაავოოო

  • @ninikhmia4932
    @ninikhmia4932 9 лет назад +9

  • @tornikejavakhadze4051
    @tornikejavakhadze4051 2 года назад +1

    ❤️❤️❤️❤️❤️

  • @nanukabediana3372
    @nanukabediana3372 8 лет назад +3

    😍😍😍😍

  • @maikobluashvili6722
    @maikobluashvili6722 7 лет назад +1

    😍😍😍

  • @tikovako1
    @tikovako1 6 лет назад +2

    ❤❤❤