Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

ნიგვზიანი ბადრიჯანი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 3 июл 2022
  • ნიგვზიანი ბადრიჯანი
    გთავაზობთ ჩემებურ ვარიანტს ნიგვზიანი ბადრიჯნის. გამოდის ძალიან გემრიელი.
    🍆5 ც მოზრდილი ბადრიჯანი
    🍆150 გ ნიგოზი
    🍆1 ჩ.კ ყვითელი ყვავილი
    🍆წიწაკა გემოვნებით
    🍆1/2 ჩ.კ ქინძი ხმელი
    🍆1/2 ჩ.კ ხმელი სუნელი
    🍆1/2 ჩ.კ მარილი
    🍆4 ს.კ წყალი
    🍆1,5 ს.კ ძმარი (მე მაქვს ვაშლის)
    🍆3 კბილი ნიორი
    🍆ნედლი ქინძი
    🍆 ბროწეულის მარცვლები გემოვნებით
    ბადრიჯანი დავჭრათ 0,5 სმ სისქის, დავაყაროთ მარილი და დავასვენოთ 30 წუთი, სანამ გამოუშვებს თავის სიმწარეს
    ამასობაში მოვამზადოთ შიგთავსი, ბლენდერის თასში ვამატებთ: ნიგოზს, ყვითელ ყვავილს, ქინძს, ხმელ სუნელს, ნიორს, წიწაკას, მარილს, ძმარს და წყალს... ვაბლენდერებ და ვუმატებ ნედლ ქინძის.
    ბადრიჯანი, როდესაც დარბილდება და გამოუშვებს მუქ სითხეს მაშინ უნდა გავრეცხოთ, გავწუროთ და შევწვათ ორივე მხრიდან ზეთში. გაციებულ ბადრიჯანს წავუსვათ შიგთავსი, გავაფორმოთ ისე როგორც გვიყვარს მე ავირჩიე სტანდარტული მეთოდი, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ვარიაცია სცადოთ, და ასე მიიტანოთ სუფრაზე.
    ნიგვზიანი ბადრიჯანი მზად არის, გემრიელად მიირთვით

Комментарии • 3

  • @omarikochauri5537
    @omarikochauri5537 Год назад +2

    დიდი მადლობა შესანიშნავი რეცეპტისათვის ასევე შესანიშნავი დეტალური გადმოცემა ყველა ნიუანსისა ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია და მადლიერები ვართ

  • @sopopapiashvili5605
    @sopopapiashvili5605 2 года назад

    😘

  • @omarikochauri5537
    @omarikochauri5537 Год назад

    ჩვენი ბავშვებისათვის გთხოვდით ზეფირის გაკეთებას თქვენი რეცეპტით ეს საინტერესო იქნებოდა რადგან გადმოცემის არაჩვეულებრივი უნარი გაგაჩნიათ გმადლობთ ყველაფრისათვის ქალბატონო ეკატერინე