ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 7 сен 2024
  • თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლადო ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. ქართველმა მოჭიდავემ ფინალში იაპონელი რეი ჰიგუჩი, ანგარიშით 4:3 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
    25 წლის ქართველი სპორტსმენი უკვე ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატების და ოლიმპიადის გამარჯვებულია. 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე ხინჩეგაშვილმა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, გასულ წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისთვის რიოს ოლიმპიადაზე ეს მეექვსე მედალია.
    ოქროს მედლები ლაშა ტალახაძემ და ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედალი ვარლამ ლიპარტელიანმა. ბრინჯაოს მედლები აქვთ - ლაშა შავდათუაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს და ირაკლი თურმანიძეს.

Комментарии • 2