We hear! Tbilisi. Movie - ჩვენ გვესმის

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 3 дек 2023
  • უმშვენიერესი საქართველო! უბრალოდ დაფიქრდით რა უნიკალურია ეს ქვეყანა თავისი ბუნებითა და არქიტექტურით, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხით, უგემრიელესი ნაციონალური კერძებით. გესმით ეკლესიის ზარების რეკვა, ქუჩის ხმები, ხალხის სიცილი და ჭიქების მიჭახუნების ხმაც კი… ეს ხმები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა ასე არ ხდება ყველასათვის…
    სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის და ზრდასრულთათვის, რომლებმაც სმენა დაკარგეს მოგვიანებით იძულებულნი არიან სიჩუმეში უნდა იცხოვრონ მთელი ცხოვრება? საბედნიეროდ არა! უმეტეს შემთხვევაში კოხლეარული იმპლანტი აძლევს მათ საშუალებას გაიგონონ სამყაროს ხმები და დაამყარონ სრულფასოვანი კომუნიკაცია საზოგადობასთან, მიიღონ ცხოვრებისგან ყველანაირი სიამოვნება და აიხდინონ ოცნებები!
    ძალიან ემოციური და ინფორმაციული ფილმის ,,ჩვენ გვესმის. თბილისი” გმირები გიამბობენ თავიანთ გასაოცარ ისტორიებს, მათ დაუბრუნდათ სმენა და აქვთ არაჩვეულებრივი შედეგები! ორი თავდადებული დედა გაგიზიარებთ მათი შვილების შედეგებს და საკუთარ გამოცდილებას. შეხვდებით სპეციალისტებს, რომლებიც ეხმარებიან სმენადაქვეითებულ პირებს ოპერაციისა და რეაბილიტაციის პერიოდში! ეს ხალხი ნამდვილად გაგაოცებთ და მოგცემთ სტიმულს, რომ არასოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე და არასოდეს დანებდეთ!

Комментарии •