♡ ცინუკი დადიანი ♡ მაგნოლია ♡ (1916 - † 1992) Tsinuki Dadiani

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 3 окт 2024
  • ცინუკი დადიანი (1916 - † 1992) Tsinuki Dadiani (1916 - † 1992) Cinuki Dadiani (1916 - † 1992) Magnnolia მაგნოლია Нина Дадиани (1916 - † 1992)
    მაგნოლია. ტექსტი ანა კალანდაძის
    ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე,
    ქარებს აჰყოლია
    და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან,
    მიწას დაჰკონვია,
    ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა
    უტყვი გამგონეა...
    არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ,
    ჩემო მაგნოლია!
    ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა
    ტრფობა გაგვყოლია...
    მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა,
    რაღაც არ მგონია...
    მაგრამ... გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა
    უტყვი გამგონეა...
    მე არ ვიცი რატომ... არც შენ იცი, რათა,
    ჩემო მაგნოლია?
    ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი,
    შენც ხომ არ გქონია?
    დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ,
    შენც ხომ არ გგონია?
    მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
    ტრფობა გაგვყოლია...
    როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
    ჩემო მაგნოლია!
    1953

Комментарии • 189

  • @giorgimilorava4995
    @giorgimilorava4995 Год назад +11

    პრწყინვალე ქალბატონო არაჩვეულებრივად მღერის❤მაგნოლიას❤

  • @zazaichkitidze656
    @zazaichkitidze656 Год назад +13

    ესეთი შესრულება არ მომისმენია.ბრწყინვალეა

  • @მარგალიტაგოცირიძე

    ეს არის კლასიკა უმაღლესი შეფასებით❤

  • @annamonaco4338
    @annamonaco4338 3 года назад +7

    დახვეწილი მანერები,ძლიერი ტემბრი,თავაზიანობა სიმღერის მიმართ.. და უბრალოდ საოცრება .. ის გრძნობს რასაც ასრულებს.. ანა კალანდაძის ამ არაჩვეულებრივ ლექსს,აი ეს შესრულება ამშვენებს და არა ანა მალაზონიას გაფანდურებული და მონაგავებული მაგნოლია.. ბრავო ქალბატონო ცინუკი✅✅✅❤️❤️❤️❤️ გყვარობთ

  • @dodokakhidze1372
    @dodokakhidze1372 3 месяца назад +1

    უნიჭიერესი მომღერალი ბრძანდებოდა.ნათელი მის სულს.როგორ კულტურულად და სათუთად მღეროდა ხოლმე.💔❤👍

  • @SerTsotne
    @SerTsotne 7 лет назад +93

    სადაა სამართალი. ამას 96770 ნახვა უნდა ჰქონდეს და მალაზონიას ჩონგურის ჟღრიალს 7 900 000. :(
    ჭკუა რომ გვაქვს ქართველებს დაკარგული ეს დიდი ხანია ვიცით, გემოვნებაც დავკარგეთ, განათლებაც და საერთოდ ზედმეტად დავჩლუნგდით.
    გენიალური სიმღერაა და გენიალური შესრულება

    • @zairachokheli5757
      @zairachokheli5757 7 лет назад

      martali khart 100%

    • @vakhtanginikoleishvili117
      @vakhtanginikoleishvili117 5 лет назад +3

      გეთანხმებით. დავკარგეთ რეალურობისა და გემოვნების აღქმა. ცუდის მანიშნებელია... ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ სევდიან მელოდიას არ უხდება ის სტილი!

    • @zuradugladze3626
      @zuradugladze3626 5 лет назад

      მიყვარხარ და ვერანაირად ვერ გეთანხმები!! ჩემი ბვაშობა ვერაზე რახან იყო, ეს არ ნინავს გურჯაანელობისგან ჩამოწერას?!? ანუ პირიქითაც და კიდე უფრო ბევრი, მთვავრია სამშობლოს სუნი გვიყარდეს! და დიახ სუნი, ანუ გემოვნება !!

    • @jimsherabashidze4065
      @jimsherabashidze4065 3 года назад +1

      მე გაცილებით მირჩევნია ეს შესრულება მალაზონიასას, თუმცა გემოვნების გამო ვინმეს გაკიცხვა არ შეიძლება

    • @geowolf1803
      @geowolf1803 2 года назад

      მალაზონიამ გააცოცხლა ეს სიმღერა, მას რომ არ ემღერა ცინუკი დადიანს საერთოდ ექნებოდა ნახვები?
      შესრულება კი, აქ ნამდვილად სვეწკია, მაგრამ როგორც იტყვიან
      "ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული - ძველია".
      ინოლა გურგულიასაც არ ჰქონდა ნახვები, სანამ იმ მატრაკვეცა გოგომ - ანი სუბელიანმა არ იმღერა სადღაც კლუბში. (აი და რა რიგ გიხდება...)

  • @katekimeridze5527
    @katekimeridze5527 10 лет назад +66

    მე მაინც ვფიქრობ, კლასიკის უგემოვნოდ გადამღერება სხვა არაფერია, თუ არა დანაშაული..

  • @OnceUponaTimeinOpaLocka
    @OnceUponaTimeinOpaLocka 10 лет назад +11

    ბავშვობა გამახსენდა უძლიერესი სიმღერაა

  • @konstantineshavishvili5574
    @konstantineshavishvili5574 7 лет назад +18

    მაგნოლია....
    მაგნოლია,იმან უნდა იმღეროს ვინც მთლიანად განიცდის და განგაცდევინებს,ანას ამ დიდებულ ლექსში გამოხატულ სევდასა და დარდს,საკუთარ თავთან ჰარმონიასაც და დისჰარმონიასაც,გამყოფებს სულის გარსის ტყვეობაში.ბევრჯერ მომისმენია ეს სიმღერა,ქალბატონ ცინუკის-თბილისის,საქართველოს ინტელექტუალური არისტოკრატიის
    ბრწყინვალე წარმომადგენლის შესრულებით,მის სახლში,როიალთან.
    დადიანების ჯილაგის ეს მომხიბლველი და შემართული ქალბატონი, რომელიც დიდი სიყვარულის სისხლხორცეული სტიგმით იყო გაბურღული,ადამიანებს ეფერებოდა,ეხმარებოდა,შველიდა!
    ''როგორ მინდა შენთან,როგორ მინდა შენთან,ჩემო მაგნოლია''!

  • @nanamakaridze7814
    @nanamakaridze7814 3 года назад +10

    ვერ ვითვლი,რამდენჯერ მოვუსმინე...შეუდარებელია,უზადო და ისეთი გულწრფელი! ემოცია არ მეცვლება,ყოველ ჯერზე ჟრუანტელს ვგრძნობ და დიდ სევდას,რომელიც მოაქვს ამ საოცარ ხმას,ტექსტს და მელოდიას ერთად...👏👏👏👏👏👏👏👏💛💛💛💛💛💛💛💛

  • @tinachelidze9035
    @tinachelidze9035 3 года назад +7

    ერთადერთი ,განუმეირებელი შეუდარებელი ,საიცარი და კარგი ადამიანი .ნათელი არ მოაკლდეს❤

  • @beqabucureishvili1502
    @beqabucureishvili1502 2 года назад +2

    უძლიერესი შესრულებაა ბრავო

  • @giorgichanadiri4289
    @giorgichanadiri4289 8 лет назад +47

    თვალზე ცრემლი, ყელში რაღაც მებჯინება, ტანზე ბუსუსები და სინანულის შეგრძნება მზათყოფნა თავგანწირვისთვის

  • @meridokadze7886
    @meridokadze7886 11 лет назад +6

    დიდი მადლობა .კლასიკური ქართული რომანსია

    • @medeachkhaidze8326
      @medeachkhaidze8326 Год назад

      მარᲗლაც კლასიკა
      დადიანის ქალბატონი

  • @vaskamerabishvili8961
    @vaskamerabishvili8961 8 лет назад +48

    ის ერთი ანლაიქი ეტყობა მალაზონიამ მისცა :)))

  • @80211Lia
    @80211Lia 11 лет назад +21

    Бесподобный голос!!!!Спасибо за уникальное видео!!

    • @geowolf1803
      @geowolf1803 2 года назад +1

      Легенды,
      Нинуки Дадиани,
      И живая легенда Нани Брегвадзе,
      Дай Бог ей долгих лет жизни. ❤️

  • @iraklisigua6508
    @iraklisigua6508 Год назад +5

    რა შესრულებააა!!!❤️

  • @IagoKeburia
    @IagoKeburia 4 года назад +7

    ნინო (ცინუკი) დადიანი, გენიალური ქართველი, გენიალური მომღერალი... გემოვნებიანი სიმღერის გემოვნებიანი შესრულებუს მეტრად, ეს გამოდგება... მალაზონიამ კი ეს სიმღერა გააუპატიურა....

  • @mananakhurtsilava9946
    @mananakhurtsilava9946 6 лет назад +6

    საოცარი ხმა და შესრულებაა. გმადლობთ, რომ ეს ვიდეო განათავსეთ და შეგვახსენეთ. მე მახსოვს ქალბატონი ცინუკის შესრულებული სიმღერები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ და სასუფეველი ქალბატონ ცინუკის.

  • @შმუტი
    @შმუტი 10 лет назад +68

    დღესდღეობით კლასიკის "გადიმპიტაურება" მოდაში შემოვიდა სამწუხაროდ...

  • @mananaqiria54
    @mananaqiria54 8 лет назад +66

    გაოგნებული ვარ, ისე მომეწონა.. ჩემდა სამარცხვინოდ. პირველად მოვისმინე ცინუკი დადიანის შესრულებით, ეს სულ სხვა რამაა. ეს კლასიკაა

    • @natiageorgia2753
      @natiageorgia2753 2 года назад

      მეც ჩემდა სამარცხვინოდ 😔

  • @myralester09
    @myralester09 9 лет назад +6

    მაგრამ ცინუკის მაგნოლია უფრო მიყვარს!

  • @ninokhimshi
    @ninokhimshi 7 лет назад +4

    თურმე რა ყოფილა რომანსი

  • @SINIORITALALITA
    @SINIORITALALITA 9 лет назад +29

    მართლაც დიდებულია, მითუმეტეს რომ მე ცოცხლად მაქვს ეს მოსმენილი. იგი, რამდენადაც ვიცი, პროფესიით იყო ექიმი, მღეროდა არაჩვეულებრივად. მაგრამ , მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდებმა ეს სიმღერა არ იმღერონ. უბრალოდ, ვიღაცამ ეს უნდა გააკეთოს დელიკატურად და მოვიხსენიოთ წინა შემსრულებლები

    • @demurdavladze5353
      @demurdavladze5353 7 лет назад +5

      დიახ, პატივცემულო ქალბატონო ლალი. არის ისეთი სიმღერები, რომელთა ცუდად შესრულება სახალხოდ, არ შეიძლება. ეს უბრალოდ უტაქტობაა, მეტი რომ არ ვთქვათ და ჩრდილს აყენებს მის პირველშემსრულებლებს.

    • @mobdesch2599
      @mobdesch2599 3 года назад +1

      Chemi pativiscema qalbaton cinukis .....am simgeris axali versia movismine Natia toduas shesrulebit......isic shedevria 🙏🙏🙏

  • @razmua1991
    @razmua1991 10 лет назад +28

    ყოჩაღ ვინც ატვირთა ორიგინალი . ძალიან მაგარია

  • @humptydumpty9406
    @humptydumpty9406 Год назад

    შეუდარებელია უბრალოდ

  • @gibeinc.6060
    @gibeinc.6060 8 лет назад +22

    ღვთაებრივი სიმღერა,ღვთაებრივი შესრულებით ღვთაებრივი ქალბატონისაგან ,ღმერთო გაანათლე იმ ქვეყნად ,ამოციის გარეშე ვერ ვუსმენ ,ცრემლი მდის...

  • @temo1945
    @temo1945 11 лет назад +24

    ამ სიმღერას როგორც "ყვავილების ქვეყანა"-ს გრძნობების გარეშე ვერ იმღერებ და აქედან გამომდინარე ყველა შესრულება უნიკალურია :) .... აქ უბრალოდ გრძნობების გადაჭარბებაა ... და გასკდა გული !

  • @datorexviashvili5781
    @datorexviashvili5781 11 месяцев назад +4

    გენიალური ხმა და შესრულება-! ჩვენი უძვირფასესი ცინუკი. ნათელი და სანთელი მის ხსოვნას......❤👍👍👍

  • @tamarzakalashvili389
    @tamarzakalashvili389 5 лет назад +6

    11 მილიონი ნახვა აქვს ანა მალაზონიას და ამ გენიალურს და არ ვიცი სიყყვები არ მყოფნის 1 კიარა ნახევარ მილიონზეც კი არაა. ჩვენთვის ცალკე სამოთხეა? მიყვაარს💜✨

  • @rolandkhojanashvili2090
    @rolandkhojanashvili2090 10 лет назад +20

    ნამდვილი ანას ლექსის შესაფერი ,,მაგნოლიაა". სხვა ,,მაგნოლიებს" არ ვაღიარებ ჯერ!

  • @toliebi
    @toliebi 8 лет назад +37

    ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სიმღერა, ან უბადლო შესრულება. მარტო გრძნობებია, სუფთა გრძნობები... ნეტავ მეტი ჩანაწერი იყოს მისი შესრულებით.

    • @zairachokheli5757
      @zairachokheli5757 7 лет назад +1

      lela iosava arsebobs bevri chanatseri modzebnaa sachiro🎶👍🎹👍🎶

  • @sofikomacharashvili4376
    @sofikomacharashvili4376 Год назад +4

    მგონი დანაშაული იყო ამ საოცარი სიმღერის ისე ფანოღად გადაკეთება!! ჩემდა სამარცხვინოდ პირველად მოვუსმინე ამ სიმღერის კლასიკურ შესრულებას და გაოცებული დავრჩი მართლა.

  • @marchelomm7242
    @marchelomm7242 8 лет назад +17

    ღმერთო ეს რა იყო? ძალიან, ძალიან მაგარია

  • @davititsereteli3038
    @davititsereteli3038 8 лет назад +15

    აბა რა?!....ეს, ც ი ნ უ კ ი ა და თანაც დ ა დ ი ა ნ ი!!!...

  • @marianamurvanidze8811
    @marianamurvanidze8811 Год назад +4

    გენიალურია…
    რამხელა სინატიფით და გრძნობითაა შესრულებული. მელოდიაც და კალანდაძის ლექსიც როგორ უხდება ერთმანეთს❤

  • @iliamirinashvili
    @iliamirinashvili 2 года назад +4

    ვით ფოთოლი შენი, მზეზე მოციმციმე, ქარებს აჰყოლია და წასულა შენგან, გაფრენილა შენგან, მიწას დაჰკონვია, ისე გული ჩემი სხვათა, სხვათა, სხვათა უტყვი გამგონეა… არ ვახსოვარ ალბათ, არ ვახსოვარ ალბათ, ჩემო მაგნოლია! ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგვყოლია… მიგვატოვონ მარად მათ, სამხრეთის ქართა, რაღაც არ მგონია… მაგრამ… გული მისი სხვათა, სხვათა, სხვათა უტყვი გამგონეა… მე არ ვიცი რატომ… არც შენ იცი, რათა, ჩემო მაგნოლია? ო, ასეთი წუთი, დაუბრუნებელი, შენც ხომ არ გქონია? დაბრუნდება ისევ, დაბრუნდება ისევ, შენც ხომ არ გგონია? მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების ტრფობა გაგვყოლია… როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია!

  • @tamazmelkadze9061
    @tamazmelkadze9061 Год назад +4

    ვისმენ , მიკვირს როგორი საოცრება მომღერლები გვყავდა. ეს მწვერვალია. ამასვინ გაიმეორებს,?!

  • @toliebi
    @toliebi 10 лет назад +27

    რა დახვეწილობა,მანერა და გრძნობის სიმაღლეა.

  • @esmeralda1363
    @esmeralda1363 10 лет назад +17


    მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების ტრფობა გაგვყოლია...

  • @iliatsiklauri3868
    @iliatsiklauri3868 11 лет назад +12

    ნაღდი არისტოკრატული შესრულება

  • @ErekleKereselidze
    @ErekleKereselidze 7 лет назад +8

    რა გინდათ ბიძიკო ამ მალაზონიასთან ???
    მაგ გოგოს რომ არ ემღერა, უმეტესობას, სულ არ გაგახსენდებოდათ, რომ ანა კალანაძემ ნახევარი საუკუნის წინ შესანიშნავი მაგნოლია დაწერა და ცინუკი დადიანმაც შენიშნავად იმღერა.
    ეს ერთი, მეორეც ანას ნამღერზე რომ იძახით გააფუჭა სიმღერაო, როგორ კი მაგრამ, რომელი კრიტერიუმებით აფასებთ.
    მესამეც , რაც არ უნდა იყოს, მალაზონიას ნამღერი ნამდვილად არაა ისეთი ცუდი ( თუმცა მე მიმაჩნია რომ ძალიან კარგია), რომ ის შრომა რაც ამ გოგონამ მაგნოლიის, როგორც სიმღერად შექმნაში ჩადო, მის უსინდისობას მიაწეროთ.

  • @maiagogoladze6333
    @maiagogoladze6333 10 лет назад +15

    სამარადისო ხსოვნა ქალბატონ ცინუკის. არაჩვეულებრივიად შესრულებული სიმღერაა

  • @xalibixalibi6163
    @xalibixalibi6163 9 лет назад +57

    ეს ბრწყინვალე სიმღერა რა დღეში ჩაუგდია მალაზონიას

    • @ninniin291
      @ninniin291 9 лет назад +4

      Xalibi Xalibi სწორედ მაგას ვფიქრობდი ახლა

    • @ninniin291
      @ninniin291 9 лет назад +3

      ცუდად არ მღერის მალაზონიაც თვისებურად, მაგრამ სულ სხვადასხვა რამეა

    • @ninniin291
      @ninniin291 8 лет назад +4

      პროფესიონალი არ ვარ. უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ. ვფიქრობ, ეს სიმღერა შეუდარებლად უფრო ღრმაა

    • @archiltophuria1940
      @archiltophuria1940 7 лет назад +5

      ეს სიმღერაა გრძნობების გადმოცემა, და არა ფანდურზე ერთ რითმში სამღერი

    • @marchelomm7242
      @marchelomm7242 7 лет назад +1

      არ ვიცი უკვე მერამდენედ ვუსმენ ამ სიმღერის ამ ვარიანტს. ძალიან, ძალიან და ძალიან მაგარია, შედევრია. თუმცა არ მესმის რატომაა მალაზონიას შესრულება დასაძრახი?

  • @pauzaful
    @pauzaful 11 лет назад +6

    დადიანის ქალიო რომ იტყვიან ასეა... ძველი არისტოკრატია, თავდაჭერილობა, თავაზიანობა, დახვეწილობა მანერებში, ყოფით კულტურაში...

  • @rusikomachutadze135
    @rusikomachutadze135 10 лет назад +20

    Cinuki chemi mamida da amaki var amit... Magnolia. Chemi bavshvobaa da chemi jishis tsarsuli

    • @Galatea991
      @Galatea991 9 лет назад +3

      rusiko machutadze ცინუკი, როგორც ვიცი, მარტოხელათა სახლში გარდაიცვალა. არა?

    • @SuperNenenenene
      @SuperNenenenene 8 лет назад +3

      +gala tea სამწუხაროდ ასეა,ჩვენდა სამარცხვინოდ...

    • @iako0098
      @iako0098 Год назад

      @@SuperNenenenene ნამდვილად თქვენდა სამარცხვინიდ!

    • @iako0098
      @iako0098 Год назад

      @@Galatea991 არა და ამაყია...ეს ერის სირცხვილიცაა

  • @teonaasatiani1147
    @teonaasatiani1147 7 лет назад +11

    საიდან ამოდენა სევდა,ასეთი ტკივილი ხმაში.გენიალურია

  • @tinatindadiani4179
    @tinatindadiani4179 9 лет назад +13

    მოვკვდი ტირილით:(((
    ღმერთო, რა სილამაზეა...

  • @ek.popiashvili5350
    @ek.popiashvili5350 6 лет назад +6

    არაჩვეულებრივი... არ მომბეზრდება მოსმენა...

  • @მაცაცოგიორგიჩხარტიშვილი

    როგორ ვწუხვარ რომ არ მომისმენია აქამდე ცინუკის შემოქმედებას გენიალურია

  • @alexandrinio3098
    @alexandrinio3098 2 года назад +2

    ამ საოცარი სიმღრის გადიმპიტაურების უფლება იმ გოგოს ვინ მისცა ან როგორ შეიძლებოდა

  • @anzorichkadua3319
    @anzorichkadua3319 Год назад +2

    ჯიში ბევრს ნიშნავს
    მთელი ცხოვრება უჯიშოებს გვასმენინებდნენ

  • @maiagogoladze6333
    @maiagogoladze6333 10 лет назад +18

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი სული

  • @gigachubinidze7382
    @gigachubinidze7382 9 лет назад +8

    sagol sagool es ukve shedevriaa gavocdiii dges qartuli simgera chakvda ponogramaze tyipineben da ega simgera ai shedevriii

  • @MrEqimi
    @MrEqimi 11 лет назад +4

    ეს არის ნამდვილი "მაგნოლია" და არა მთიულურ მოტივებზე გადაწყობილი, ახლა რომ ფრიად პოპულარული გახდა...ერთგან წავიკითხე, ფიქრია დაიაურის მუსიკააო, დავიჯერო იმ ქალბატონს ცინუკი დადიანის ნამღერი რომანსი მოსმენილი არა აქვს?

  • @anzorichkadua3319
    @anzorichkadua3319 Год назад +2

    სუფთა სისხლის დიდი თავადი პრინცესა დადია

  • @temo1945
    @temo1945 11 лет назад +8

    მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების
    ტრფობა გაგვყოლია...
    როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან,
    ჩემო მაგნოლია!

  • @medeachkhaidze8326
    @medeachkhaidze8326 Год назад +1

    რაᲦაცატომ Ჩემ ფიქრᲨი მოვიდა ქალბატონი ცინუკი და დაიდო ვიდეო
    ვუსმენდი დიდი სიყვარულიᲗ
    Თუ არ ვცდები პროფესიიᲗ ექიმი იყო გაანაᲗლო მისი სული უფალმა

  • @ninosaneblidze2497
    @ninosaneblidze2497 4 года назад +3

    ასე ვეღარ მღერიან

  • @lolaqobalia6679
    @lolaqobalia6679 10 лет назад +2

    arachveulebrivi romasia da brwyinvale shemsrulebeli... dzalian didi shtabechdileba moaxdina chemze...upalma daumkvidros cata sasupevelshi...

  • @maia3410
    @maia3410 11 лет назад +6

    ასე მღეროდნენ თავადები

  • @maia3410
    @maia3410 11 лет назад +13

    ქალბატონი ცინუკი, შთამომავალი თავადთა...ნათლში იყოს მისი სული!

    • @tamaraabzianidze
      @tamaraabzianidze Год назад +1

      MSVENIERI BANOVANI DIDEBYLI TAVADIC KALI MSHVENIERI XMIT..NATELSHI IKOC TKVENI CYLI..

  • @MyComunication
    @MyComunication 11 лет назад +8

    უძლიერესია, დიდი მადლობა ამ სიამოვნებისთვის...

  • @tinatinatina2904
    @tinatinatina2904 7 лет назад +5

    შეუდარებელი სიმღერა, შეუდარებელი შესრულებით!
    ...შენ დაიფარე, ღმერთო ძლიერო,
    საკუთარ ფესვებს მომწყდარი კაცი (ოთარ ჭილაძე).

  • @MrEqimi
    @MrEqimi 11 лет назад

    დაძრახვა რა მოსატანია, ქართველები ვიტყვით, ზოგს მღვდელი მოსწონს, ზოგს მღვდლის ცოლიო(მკრეხელობაში არ ჩამომართვათ ამ მარხვაში))))))). უბრალოდ, ჩვენთან ბოლო ათწლეულებში ძალიან მომრავლდა ძველი სიმღერის გადამღერება და მერე თავის თავზე ავტორობის დაბრალება (ელემენტარული პლაგიატი), ხშირად არცაა ნახსენები ჭეშმარიტი პირველწყარო. ალბათ ავტორებს ჩვენი გულმავიწყობის, ან სხვა თვისებების იმედი აქვთ))))) ხანდახან ეს ელემენტარული სიზარმაცის ბრალია, უბრალოდ სხვა რამის გაფიქრებაც კი არ მინდა......

  • @NargizaLabartkava
    @NargizaLabartkava 10 лет назад +8

    წარსულში დამაბრუნმა ქალბატონმა ცინუკიმ! ნათელში იყოს

  • @leoqvaraia5802
    @leoqvaraia5802 11 лет назад +7

    აუ როგორ მიყვარს ეს სიმღერაა :'(

  • @kakhaberigabelashvili1252
    @kakhaberigabelashvili1252 10 лет назад +12

    უბადლო შესრულება

    • @малахарі
      @малахарі 4 года назад

      როგორ მინდა შენთან
      როგ

  • @dodokakhidze1372
    @dodokakhidze1372 3 месяца назад +1

    ღმერთოო რა ძვირფასი მომღერალი და ადამიანი იყო ქალბატონი ცინუკი.💔მთელი ახალგაზრდობა მესმოდა მისი ლამაზი ხმა.დასანანია ასეთი მომღერლები რომ აღარ არიან.😢

  • @levanbaliauri4344
    @levanbaliauri4344 7 лет назад +6

    ai es aris romansi

  • @zairachokheli5757
    @zairachokheli5757 7 лет назад +6

    Genialuria,ganumeorebelia, sheudarebelia!!!
    ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

  • @marinainadze3011
    @marinainadze3011 7 лет назад +8

    საოცრად ასრულებს,თავადური გენი სხვაა

    • @beka236
      @beka236 7 лет назад +1

      ყველა ადამიანი ღმერთის გაჩენილია. რა შუაშია სიმღერასთან თავადი ან საერთოდ ნიჭთან

  • @servace2093
    @servace2093 Год назад +1

    როგორი ღრმა სევდაა ცინუკის ხმაში, ნათელი მის სულს

  • @beqagiuna3841
    @beqagiuna3841 7 лет назад +2

    მშვენიერი რომანსია და შესაბამისად სალონური სიმღერაა, ამიტომ ყველას შეიძლება არ მოწონდეს. მალაზონიას სიმღერა კი ხალხურია, ვგულისხმობ ხალხის გულიდან წამოსული და იმ ტკივილზეა რაც ბუნებრივია ქალბატონი ცინუკის დროს არ იყო.
    ვერც ანა კალანდაძეს ეცოდინებოდა რომ ასე მოხდებიდა. რაც შეეხება იმას რომ დადიანი მღერის ეს რა შუაშია ბრეგვაძეც თავადია ? ააა მაგასაც დედა ყავდა მგონი თავადი თუ ბებია? შეიძლება მაგის ბრალია რომ ყველა "თავადი" ცივად , გაპრანჭულად მღერის მიუხედავად ზოგიერთის უდიდესი ტალანტისა. ხალხს კი არ მოსწონს ის რაც არ არის გულიანად ნამღერი.
    და კიდევ ! ვისაც გგონიათ რომ თქვენ, თავადები ჩვენზე, გლეხებზე რაიმეთი უკეთესები ხართ წაბრძანდით ერმიტაჟში იქ თქვენ იმპერატორებს ერთი ოთახი ჰქონდათ ცალკე საფხანად, მას მერე მემგონი დიდი ხანი არ გასულა?. . და კიდევ რამდენ თქვენგანს დათხარა მეფემ თვალები ხალხის ტყვეებად გაყიდვისათვის?. გლეხობის ვალი ქვეყნის რჩენა იყო და მგონი მოვედით ამ დრომდე და თქვენი კი ქვეყნის დაცვა აგე თქვენი დაცული.
    მალაზონიას შეეშვით და ნუ იბოღმებით

  • @iliatsiklauri3868
    @iliatsiklauri3868 5 лет назад +5

    18 ადამიანი, ყრუა ან ძალიან უგემოვნო.

  • @zairachokheli5757
    @zairachokheli5757 9 лет назад +7

    ganumeorebelia

  • @shorenashorena1714
    @shorenashorena1714 3 года назад +4

    საოცრება

  • @ninochikashua3409
    @ninochikashua3409 3 года назад +4

    განუმეორებელი ცინუკი.

  • @ZeinabGamkhitashvili
    @ZeinabGamkhitashvili Месяц назад +1

    უზომოდ შემიძლია ვუსმინო. საოცრებაა.❤

  • @mataziketli
    @mataziketli 9 лет назад +5

    magaria

  • @ninagulordava4047
    @ninagulordava4047 Год назад +1

    არაჩვეულებრივი შესრულება ქალბატონი ცინუკი დადიანის მიერ,ამ ლირიკას საიდუმლო მინიშნება აქვს რომელსაც ქართველი თავადაზნაურები წლობით სათუთად მალავდნენ. ❤

  • @nikanakashidze5646
    @nikanakashidze5646 11 лет назад +5

    ძალიან დიდი მადლობა ჩემგანაც

  • @levanabrzeni
    @levanabrzeni 6 месяцев назад +1

    საიდან სად დავეშვით \

  • @teklakenteladze9015
    @teklakenteladze9015 5 лет назад +5

    საოცრება

  • @enhorabuena4099
    @enhorabuena4099 2 года назад +2

    Какой с душой поёт девица Колхидская.

  • @harryhaller1986
    @harryhaller1986 12 лет назад +4

    საოცრება... მე კვლავაც ვტირი

  • @mananaoziashvili4962
    @mananaoziashvili4962 9 лет назад +2

    es simgera qalbatoni cinuyisa da vata mosizis shesrulebit maqvs mosmenili. arachveulebrivi iyo. batoni vaxtangic eqimi iyo, mecnieri tvinis ganyofilebis xelmzgvaneli da mere fiziologiis institutis direqtori. arachveulebrivi adamiani iyo. gmerto ra xalxi wavida

  • @mariamkartvelishvili376
    @mariamkartvelishvili376 Год назад

    ❣️

  • @TheEldrine
    @TheEldrine 6 лет назад +1

    cinuki dadiani eg udidesi margalitia qveynis da udidesi danatovari! amas rom mousmen yvelaperi maviwydeba , rogori erudirebuli,inteleqtualuri,inteligenturi shemsrulebelia, msgavsi xmaa albat meorejer ar daibadeba :(((

  • @tamrikogelashvili2850
    @tamrikogelashvili2850 Год назад +2

    შესანიშნავია🌷გაგაჟრიალებს

  • @gigagriga1
    @gigagriga1 11 лет назад +2

    au ra kaia

  • @gigamodebadze6117
    @gigamodebadze6117 8 лет назад +2

    saukunovani sevdaa emigrantebis cxovrebis amsaxveli..

  • @beqagurgenadze2774
    @beqagurgenadze2774 Год назад +1

    კლასიკაა... ყველამ უნდა უსმინოს ასეთ ქართულ მუსიკას

  • @pavleokujava3824
    @pavleokujava3824 8 лет назад +4

  • @georgia-1974
    @georgia-1974 5 лет назад +2

    ცრემლი მომერია......

  • @kasokasoila9460
    @kasokasoila9460 7 лет назад +1

    tamamad shemidzlia shevagino ana malazonias xoar gewyinebat peoplee... :-P? aii amis meree

  • @kakhaberakakhabera8336
    @kakhaberakakhabera8336 8 лет назад +4

    გენიალური

  • @GulaMachutadze
    @GulaMachutadze 3 месяца назад

    ნამდვილად ბრწყინვალე შესრულება ასე დახვეწილად ვერავინ შეასრულებს. მართალია პროფესით ექიმი იყო მერი შერვაშიძის ახლო ნათესავი ნათელში მათი სულები

  • @Lealaila
    @Lealaila 4 года назад +3

    ძალიან ლამაზია! ანას მაგნოლიაც ლამაზია. ორივე ვერსიას აქვს თავისი სილამაზე!

  • @dalakishvili4480
    @dalakishvili4480 7 лет назад +3

    აფსუს რა დრო იყო 💔💔💔💔