არწივს რად ქვია არწივი - რუზველტ მარცვალაშვილი || Arwivs Rad Qvia Arwivi - Ruzvelt Marcvalashvili
HTML-код
- Опубликовано: 14 фев 2021
- ფშავი, მიხა ხელაშვილის საფლავი / 25.01.2021
ვიდეოს ავტორი : ადამ ბექაური
მუსიკა : ლევანი ბანცაძე
არწივს რად ქვია არწივი - რუზველტ მარცვალაშვილი
Fshavi, Mixa Xelashvilis Saflavi / 25.01.2021
Videos Avtori : Adam Beqauri
Musika : Levani Bancadze
Arwivs Rad Qvia Arwivi - Ruzvelt Marcvalashvili Видеоклипы
შემოგევლე მაგ ჯიგრიან გამონათქვამში.ღმერთმა დაგლოცოს და დიდხანს სიცოცხლე შენ და შენს მოდგმას.არწივივით მდგარიყავ მედგრად ჩემო საყვარელო ქართველო.ჩაგეხუტე
❤️
გაუმარჯოს საქართველოს, მის Მთას და ბარს თავისი სიცოცხლის მოყვარე ხალხით ❤
👍👍👍
გენაცვალე!
სულის გამოძახილია
👍💥👍💥👍💥👍💥👍
cremli momadga dzmao gaixaret :(
Აუ აკორდები ან ვიდეო რა გთხოვთ
მელოდიისს სახელი ხოარ იცით ?
ტექსტი დაწერეთ რა ან ვინაა ავტორი.
არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის ,
ჭიუხთა ზედამხედველი, ფრთალეგაი და ფრთა-ცივი.
კლანჭებს დეზები უმშვენებს - ძმადნაფიც ჯიხვის ყანწივით,
სიმაღლეს შეეჭიდება, არ ეშინია - ქარ-ცივის.
თუ ნახავ დატყვევებულსა - გიმზერს ვაჟკაცი კაცივით,
არწივს რად ჰქვია არწივი ?! სულ მუდამ ყივის არ წივის !
ღმერთო არა ჰქნა არ ვნახო - ფრთამოტეხილი არწივი,
ის ჩემი ლექსის მუზაა, ჩემი ცხოვრების ნაწილი,
ტიალი წუთისოფელი - არა ყოფილა ადვილი ,
ვგონებ არწივის სიცოცხლე - სიცოცხლე არის ნამდვილი !
კლდისთავს ჩამოთვლემს წამიერ, რაის დაღლა და რის ძილი ,
არწივის თვალმა გაზომოს - ჩემი სიცოცხლის მანძილი !
სიკვდილ სიცოცხლის საზღვარზე - ღვთით ნაბოძები ძალები,
სიკვდილის ფერი ფრთები აქვს, სიცოცხლის ფერი თვალები.
ჩამოუქროლე ჭიუხებს - ფრთალეგაო და ფრთაცივო !
სანამდის სცოცხლობ იყივლე და არ იწივლო არწივო !
ავტორი : რუზველტ მარცვალაშვილი