მოგზაურობა რაჭაში
HTML-код
- Опубликовано: 8 фев 2025
- რაჭა, სოფელი თლუღი, 2021 წელი, ოქტომბერი.
მასპინძელი ლაშა სოფრომაძე.
თბილისიდან სამეგრელოში ჩავედით სოკოებზე სანადიროდ. სამწუხაროდ არასახრბიელო სიტუაცია დაგვხვდა, წინა დღეებში ბევრი იწვიმა და ტყე იყო ფაქტობრივად დატობორილი. იმერეთში წასვლას ვაპირებდით და ბედად, ლაშასთან ზარმა რაჭაში წასვლა გადაგვაწყვეტინა. "ტყე სავსე სოკოთი, იმდენია ფეხს ვერ დაადგამთ" - გვითხრა ლაშამ და, რა თქმა უნდა, ბევრი აღარ გვიფიქრია, პირდაპირ ავიღეთ გეზი რაჭისკენ. დანარჩენი შეგიძლიათ თავად ნახოთ ვიდეოში. სოკო მართლაც უამრავი იყო.
ძალიან საინტერესო გვერდია. მადლობა ინფორმაციისთვის👏👏👏
მიხარია, თუ მოგწონთ :)
კარგია სოკოზე სიარული,მახსოვს ბებოს დავყავდი ბავშვობაში სოკოზე ტყეში
ტყეში სიარული ჯანმრთელობაა და ამაზე ჯანმრთელი ჰობი იშვიათია :))
Супер !!!!👍👍👍👍👍
0:38 იქნებ აგვიხსნათ როგორ გავარჩიოთ?? არც მეგონა თუ ყავდა მატყუარა და ყველას ვიყვანდი და ყველა ჯერზე გადავრჩენილვარ მოწამვლას 😊
აბლაბუდიანი სოკოების ოჯახში არის 2000-მდე სახეობის სოკო. ყველას აქვს ერთი მთავარი ნიშანი. ქუდისა და ფეხის შემაკავშირებელ ადგილზე (საყელოს ადგილზე) ეტყობა აბლაბუდის კვალი. უმეტესად ეგ აბლაბუდა ყავისფერია, რადგანთბითონ აბლაბუდიან სოკოებს ყავისფერი სპორები აქვს და ამ ბოჭკოვან აბლაბუდის მსგავს სუბსტანციასაც ეყრება ბლომად და ყავისფერ შეფერილობას აძლევს. მოძებნეთ ინტერნეტში Cortinarius sp. და უამრავ მაგალითს ნახავთ :)
@@mushroomsofgeorgia დიდი მადლობა 🤝
ვინ თქვა რომ რაჭაში არაფერი არ მოდის კარტოფილის გარდაო ? 😁 მეც სოკოებმა გამიტაცა თან რაჭველი ვარ და . 😂❤
რაჭაში ძალიან ბევრი სოკოა, განსაკუთრებით შაორის მიმდებარე ტყეებში ფოთლოვანშიც და წიწვნარშიც
რაჭაში ყველაფერი მოდის ატამიც მოდის წარმოიდგინეე .ეგ კარტოფილი ღებზეა ნათქვამი მარტო კარტოფილი მოდისო! ვაშლიი იმხელები მოდის თან შეუწამლავი რო გორის ვაშლი არმინახია მაგხელაა .სოფელი მაქვს ურავშიი ამბროლაურის რაიონს ეკუთვნის მაგრამ ძაან მაღლაა ველური ბუნებაა და ცალკე ხეობაა განსაკუთრებული რაჭაში ლუხუნის ხეობას ეძახიან !
ვაუ ამდენი მჭადა სოკო არცერთ ბლოგერს არ მოუკრეფია ასე ერთ დღეს რუსი ბლოგერები რამდენიმე ცალს რომ ნახავენ ჭკუაზე არ არიან სიხარულით სამეფო უგემრიელესი სოკოაო ამბობენ ბარაქა თქვენს მარჯვენად
საქართველოში ძალიან ბევრი იზრდება მჭადა სოკო. რაჭაში სოჭის ტყეში იზრდება ორაგულისფერი მჭადა სოკო - Lactarius salmonicolor, რომელიც ძალიან გემრიელია და თანაც სავსე იყო ტყე ნამდვილად :)
აუ საღოლ ბიჭებიი დამპატიჟეთ მეც რა იქნება?
ზამთრისთვის როგორ შეიძლება ბანკებში დაბეჭვდა თუვინმემ იცის დამიწერეთ. ( რიჟიკა )
თქვენ ფეისბუკ გვერდიც გაქვთ ხომ თუ ვცდები 🤔
რომელი თვეა?
ოქტომბერი :)) აღწერაშიც წერია
Ai sad dakripet mchada
სოფელ თლუღის მიმდებარე ტყეებში რაჭაში :)