- Видео 30
- Просмотров 178 629
საქართველოს სოკოები - Mushrooms of Georgia
Грузия
Добавлен 7 сен 2020
სალამი. მე ვარ მიხეილ სამხარაძე და ეს არის ჩემი იუთუბ არხი საქართველოს სოკოების შესახებ. არხი არის უმეტესად შემეცნებითი. ვიდეოებში განხილულია სხვადასხვა სახეობის სოკო, რომელიც საქართველოს რეგიონებშია ნაპოვნი.
Hello. I am Mikheil Samkharadze and this is my RUclips channel about the Mushrooms of Georgia. This channel is mostly educational. There are different types of mushrooms discussed in the videos and all of them are found in the different parts of Georgia (Country).
Hello. I am Mikheil Samkharadze and this is my RUclips channel about the Mushrooms of Georgia. This channel is mostly educational. There are different types of mushrooms discussed in the videos and all of them are found in the different parts of Georgia (Country).
ნადირობა ძაბრა სოკოზე - Foraging Black Trumpet Mushrooms
ვიდეო გადაღებულია 2024 წლის ოქტომბერში, კახეთში.
ვნადირობთ ძაბრა სოკოზე - Craterellus cornucopioides არის მისი ლათინური სახელწოდება.
ვნადირობთ ძაბრა სოკოზე - Craterellus cornucopioides არის მისი ლათინური სახელწოდება.
Просмотров: 222
Видео
სოკოებზე ნადირობა დიდგორი-წალკა, 2024
Просмотров 7 тыс.3 месяца назад
8 ოქტომბერს ვიყავით დიდგორი, მანგლისი, წალკისკენ. ძალიან მაგარი გასვლა გამოვიდა და, რაც მთავარია, უამრავი სოკოც ვნახეთ.
თიანეთის სოკოები 2024
Просмотров 1,8 тыс.3 месяца назад
თიანეთი, ოქტომბერი, 2024 სოკოებზე გასვლა. შეგვხვდა ბევრი წერეწო და იისფერა.
"ადამიანი"
Просмотров 808Год назад
ტელევიზია პალიტრას გადაცემაში "ადამიანი" ვსაუბრობ ჩემზე, სოკოებზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ამ კუთხით, განათლებაზე, კულინარიასა და სხვა საინტერესო რაღაცებზე.
მოგზაურობა რაჭაში - ივლისი 2023
Просмотров 3 тыс.Год назад
2023 წლის ივლისში ნიკა ჩაჩხიანი, ლევან თამასიძე და მე ვიყავით რაჭაში. ეს კონკრეტული ვიდეო არის ჩაწერილი ნიკორწმინდაში ფოთლოვან ტყეში.
ხახვილო - Russula virescens
Просмотров 2,1 тыс.Год назад
ამ ვიდეოში ვსაუბრობთ ხრაშუნა სოკოების ერთ-ერთ საუკეთესო წარმომადგენელზე - ხახვილო. მისი ლათინური სახელწოდებაა Russula virescens. იზრდება ფოთლოვან ტყეებში ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე. ჩემი აზრით ხახვილო ხრაშუნა სოკოებში ცალსახად ყველაზე გემრიელი სოკოა და ზოგადად სხვა სოკოებთან მიმართებაშიც ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე. დანარჩენს მოისმენთ ვიდეოში.
მოგზაურობა რაჭაში 2023
Просмотров 3,3 тыс.Год назад
ამ ვიდეოსი ნახავთ ჩვენს მოგზაურობას რაჭაში და ნადირობას ხარისფაშვებზე ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე.
მაისის სოკო - Calocybe gambosa
Просмотров 1,3 тыс.Год назад
დღევანდელ ვიდეოში ვსაუბრობთ მაისის სოკოზე. მისი ლათინური სახელწოდებაა Calocybe gambosa. გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში. სოკოს სახელიდან გამომდინარე ალბათ ადვილი მისახვედრია, თუ რომელ პერიოდშიც გვხვდება ეს სოკო - გაზაფხულზე, ყველაზე ხშირად კი მაისის თვეში. იზრდება უმეტესად მინდვრებში, ტყისპირა მდელოებზე და იშვიათად ტყეებშიც. აქვს სახამებლის, კაკლის წენგოს სუნი. იზრდება ჯგუფებად, წრეებზ...
ჯიმლა / წკრიალა სოკო - Marasmius oreades
Просмотров 2,7 тыс.Год назад
ამ ვიდეოში ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ და დელიკატეს სოკოზე - ჯიმლაზე, იგივე წკრიალაზე. ლათინური დასახელება - Marasmius oreades. არის ძალიან არომატული და მძაფრი გემოს მქონე უგემრიელესი სოკო, რომელიც აქტიურად გამოიყენება სოკოს კერძებში სოკოს გემოს გასაძლიერებლად. იზრდება მინდვრებში დიდ ჯგუფებად, წრეებზე. გაზაფხულიდან გვიანი შემოდგომის ჩათვლით. გავრცელებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე
ლურჯფეხა - Lepista personata
Просмотров 4,8 тыс.Год назад
2023 წლის სოკოების სეზონი გაიხსნა ლურჯფეხა სოკოთი. ამ სოკოს ლათინური სახელწოდებაა Lepista personata. ის უმეტესად გვხვდება მინდვრებში, სადაც უხვადაა დაბალი ბუჩქნარი ან პატარა ხეები. თოვლის დადნობიდან და ყინვების დასრულებიდან მალევე იწყებს ამოსვლას. როგორც სხვადასხვა წყარო ამბობს, 17-18 გრადუსზე მაღლა როცა ადის ტემპერატურა, ლურჯფეხა წყვეტს ნაყოფის წარმოქმნას გაზაფხულზე. შემოდგომაზე, როგოირც კი ტე...
გადაცემაში "ახალი დღე" ვსაუბრობთ სოკოებზე
Просмотров 2,5 тыс.2 года назад
2022 წლის ზაფხულში სოკოებისა და ჩვენი საქმიანობის შესახებ სიუჟეტი გადაიღო გადაცემამ "ახალი დღე". ძალიან საინტერესო გასვლა გამოვიდა. ოპერატორის ნამუშევარი ძალიან კარგია. ვფიქრობ, თქვენც მოგეწონებათ.
ნადირობა სოკოებზე ბაღდათში 2021 წელი
Просмотров 4,2 тыс.2 года назад
სარშან 2021 წელს ბარდათის რაიონის რამდენიმე ტყეში ვინადირეთ სოკოებზე. ღვიძლა სოკოს შესახებ ვიდეო ცალკეც დევს არხზე. ამჯერად გთავაზობთ სრულ ჩანაწერს. იმედია, მოგეწონებათ.
სოკოებზე ვსაუბრობთ გადაცემაში "დილის პალიტრა"
Просмотров 3822 года назад
მე და ნიკა ჩაჩხიანი მიგვიწვიეს პირდაპირ ეთერში გადაცემაში "დილის პალიტრა". ვფიქრობთ, რომ საინტერესო საუბარი შედგა. ყველანი ვთანხმდებით იმ ფაქტზე, რომ აუცილებელია სოკოების შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში. ვისაუბრეთ შხამიან და მომწამვლელ სოკოებზე, ცოდნის აუცილებლობაზე, ლიტერატურის სამომავლო გამოცემის გეგმებზე და სხვ.
მჭადა სოკოები - Lactarius species
Просмотров 5 тыс.2 года назад
ამ ვიდეოში მიმოვიხილავთ მჭადა სოკოების სხვადასხვა სახეობას. მათ უმეტესობას ლათინური სახელწოდებებისგან განსხვავებით ქართული თარგმანები არ აქვთ და ყველა მათგანს მჭადას ვუწოდებთ, თუმცა, ვეცდები მათი სახელები გითარგმნოთ. Lactarius deliciosus - მჭადა გემრიელი (ყველაზე გავრცელებული) Lactarius salmonicolor - ორაგულისფერი მჭადა (რაჭის ვიდეოეში ჩანს) Lactarius sanguifluus - სისხლმდინარი მჭადა Lactarius ...
გაზაფხულის სოკოები - Spring Mushrooms
Просмотров 9 тыс.2 года назад
გაზაფხულის სოკოები - Spring Mushrooms
ძაბრა სოკო - Craterellus cornucopioides
Просмотров 1,6 тыс.2 года назад
ძაბრა სოკო - Craterellus cornucopioides
უამრავი წერეწო სოკოა ტყეში. ასეთი რამ არასოდეს გვინახავს.
Просмотров 17 тыс.3 года назад
უამრავი წერეწო სოკოა ტყეში. ასეთი რამ არასოდეს გვინახავს.
კოვზა სოკო, რეიში - Ganoderma Reishi in Georgia (Europe)
Просмотров 3,6 тыс.3 года назад
კოვზა სოკო, რეიში - Ganoderma Reishi in Georgia (Europe)
ძაან გაგვახარა ვიდეომ
აი რას ნიშნავს ცნობა რომ იცი.არადა მასეთ საეჭვო შავ სოკოებს ზედაც არ ვუყურებხოლმე,ყველა შხამიანი მგონია 😀 მანჭკვალა რატომ არ დაკრიფეთ,არ გევასებათ?
ბარაქა,ბარაქა ruclips.net/video/rPsuWiv4U7Q/видео.html
< სოკოობა ძაბრაზე, ნიყვაზე, მელისკუდაზე )))
გაიხარეთ ბევრი სახეობის სიკოები ვიცი მარწყვიო არ ვიცოდი❤❤❤❤.
ტრუფელი?
@@Huzenッ ტრიუფელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობით მივიპოვებთ და ვიბარებთ კიდეც. როდესმე მაგის ამსახველ ვიდეოსაც დავდებთ :))
შხამიანი მატყუარები არა აქვს?
ამ შემოდგომას ერთი დიდი ტომარა პლასტ. ბოთლი მოვინადირე დიდგორში😂
სიამოვნებით გამოვიდოდი თქვენთან ერთად სანადიროთ. კარგ მცოდნესთან ერთად ძალიან მაგარია ლაშქრობა. ყოჩაღ ბიჭებო.. მადლობა ასეთი კარგი გადაცემისთვის.
რაჭაში “ფიჭვი-სოკო“ს ვეძახით, ხოლო “მჭადო“ს სხვა სოკოს ვეძახით , არყა სოკოსთან ერთად მოდის, ნუ ერთ დროს, სეზონზე.
ვივი ძალიან მიყვარს და ერთი კარგი მოსავონარი დამიტოვა ამ უგემრიელეს სოკომ ხაშურში ვმუშაობდი სა მინდორში ქამასოკოებს ვკრეფდი და წავაწყდი წჯრიალა სოკოს. სტუმარი გვყავდა კახეთიდან და ვკითხე კახეთში ბევრია წკრიალა სოკო ცნობა თუ იცი მეთქი.. კიო ძალიან მიყვარს დავკრიფოთ სად არისო. კსლათი სად გვექნებოდა დიდი ვედრო წავიღეთ დავკრიფეთ და სამსახურის წინ ვარჩევთ ამ სოკოს. გამოიარეს ხაშურლებმა და რი დაგვინახეს გადაყარეთ ეგ შხამა სოკოა გველის სოკოსაც ეძახიაანო. არა რას ამბობთ ძალიან გემრიელი კარგი სოკოაო უთხარით. მეორე დღეს სამსახურში მიგვაკითხეს როგორ ხართ ცოცხლები ხარათო. ჩვენ ზედაც არ უყურებდითი .წავიდნენ დაკრიფეს ხო ეს სოკოაო გვკითხეს დავამშვიდეთ ხოო. ალბათ ჭამეს მერე აღარ გვინახიან.
დუმა სოკო თუ გაგიგიათ? ნოემბრის პირველ ყინვებს მოსდევს მთაში, სოჭნარ ნაძვნარის შერეულ ტყეში მოდის მხოლოდ. სამწუხაროდ ფოტო არმაქვს თორემ დავდებდი.
ლაგოდეხში თურმე მაიმუნის სარკეს ეძახიან
იმდენი ნაგავი ვნახე,ფიზიკურად შეუძლებელი იყო შეგროვება.ნაგავსაყრელი აქვთ მოწყობილი.😢.
@@eterimzhavia7456 კი ეგრეა, მაგრამ ცოტ-ცოტაც რომ წამოვიღოთ, გავწმენდთ ბუნებას
მიქლიოს არ აქვს ცრუ ხომ?
@@malo_ALNO ძნელია მიქლიო რამეში შეგეშალოს ადამიანს
რა კარგია რო ასეთი არხი შემატა ქართუ იუთუბს წარმატებები❤
@@malo_ALNO მადლობა
კრგი იქნება ვიდეო რო ამოტრიალებული იყოს შეგიძლია პირდაპირ ამოტრიალებული გადაიღოა ან ქაფ ქათში ამოატრიალო
@@malo_ALNO ეს ერთ-ერთი პირველი ვიდეო იყო, სანამ რაღაცებს დავამუღამებდი :))
@ კი მეც ვნახე ეს არხი რო აღმოვაჩინე თავიდან დავიწყე ვიდეოების ყურება
რომელ სოფელთან ხართ, ჟებოტა?
@@AvtandilSisauri კი ეს ვიდეო ჟებოტასთან ახლოსაა გადაღებული
ცადამყვანა ანუ მუხამორი ამანიტა არ არის საქართველოში?
არის, თითქმის მთელს საქართველოშია გავრცელებული.
ძირიანად რატომ იღებ ძმობილო, დანა ხომ გაქვს და მოჭერი.
არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მოჭრით თუ ამოთხრით სოკოს. მილიონი სამეცნიერო კვლევაა ამ თემაზე ჩატარებული და დამტკიცებულია ეს. სოკო არ არის მცენარე, რომ განაჭრელზე ახალი ნაზარდები ამოიყაროს. ამის შესახებ მიდევს ცალკე ვიდეო და შეგიძლიათ ნახოთ.
წერეწოებში შხამიანიც ხომ არის და როგორ არჩევთ
წერეწოებში არანაირი შხამიანი სოკო არაა. წერეწო 4 სხვადასხვა სახეობის გვხვდება საქართველოში და ოთხივეს უნდა ცნობდეთ. ზოგადადაც სოკოების კრეფა არაა რეკომენდებული, თუ პირადად არ ცნობთ.
@@mushroomsofgeorgia ყავს ორეულები, თანაც ძალიან შხამიანი, საქართველოში რამდენად არის გავრცელებული არ ვიცი
@@GiorgiGiorgadze-j2j საქართველოში არაა გავრცელებული.
მაინტერესებს დაკრეფილი ქამის შენახვა თუ შეიძლება, რამდენი ხნით და როგორ? მანგლისი წალკისკენ თუ აპირებთ ხოლმე მჭადაზე ნადირობას, გასწავლით მჭადა სადაც მოდის კარგად.
სოკო მალე ფუჭდება, იმდღესვე უნდა მომზადდეს. მაცივარში 2 დღე ინახება, მაქსიმუმ 3, თუ კარგი მაცივარია.
მანგლისი წალკისკენ ხშირად დავდივართ, ახალი ადგილების ნახვა ნამდვილად გაგვიხარდებოდა. რაც შეეხება სოკოს შენახვას. გააჩნია მაცივარს და გააჩნია სოკოს. ცხვარიო 5-6 დღე ჩვეულებრივად ინახება მაცივარში. ძაბრა სოკო კვირა ან ათი დღეც გაგვიჩერებია. მიქლიო კვირაზე დიდხანს. თუ სოკო მკვრივია, არაა დაჭიანებული და მაცივარში სტაბილურად დაბალი ტემპერატურაა, მაშინ ასეთი პერიოდებით გაჩერდება.
ვაუ რა ლამაზი სოკოებია მაგრები ხართ ხალხო იქნებ ნაგვის დამყრელმაც ნახოს ეს ვიდეო და შერცხვეს ან სხვამ ვინც ნახავს აღარ დაყაროს პლასტმასა ძალიან საზიანოა მართლა თქვენია ეგ ქვეყანა და ნუ დაანაგვიანებთ ადამიანებო
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი ნახავს და აგვყვება. ყველას შეგვიძლია მინიმუმ ერთი პატარა ცელოფნის პარკი წავიღოთ ხოლმე თან და გზად შეხვედრილი ნაგავი გამოვიყოლოთ ტყეებიდან და მინდვრებიდან.
ძაბრა სოკოს მომზადების ვიდეო დაგვიდეთ ❤
წერეწო ჩემპიონია!
კარგია ! წარმატებები! ბევრი ესეთი ვიდეო კიდევ 😊
მაგრები ხართ წარმატებები
bavshoba gamaxsenet shegargot
მაგრები ხართ,მე ეხლა ბავშვობა გამახსენდა,მამაჩემს რომ დავყავდი სოკოზე, ქამაზე და მელანოზე,ასევე ნაძვნარში წიწვების ქვეშაც ვკრეფდით მგონი ხის სოკო ქვია,რომელსაც ჭია საერთოდ არ აქვს. წარმატებები ბიჭებო დამაბრუნეთ ბავშვობაში.😘
გამარჯობა, ძალიან დამაინტერესა სოკოზე ნადირობამ და ლამაზმა ხედბმა.. მეუღლესთან ერთად მინდა რომ 1 დღე წავიდე და ხომ ვერ მირჩევთ ადგილებს თბილისიდან სად შეიძლება წასვლა შორი-ახლოს.. მადლობა
სამწუხაროდ წლევანდელი სეზონი უკვე მილეულია. ისე, ყველაზე მარტივია საბადურის ტყეში ასვლა და გასეირნება, თბილისთან მაგაზე ახლოს არაფერია :)
იისფერას ორეული არყავს ხო?
იისფერას ჰგავს აბლაბუდიანი სოკოები. თუ იცით აბლაბუდიანი სოკოების აგებულება, ვერ შეგეშლებათ იისფერაში.
აი მაგ ლამაზ ბუნებას რო მასე დაანაგვიანებ, მე შევაგინებ მაგის გაზრდა გახარება მოვტყან ვინც მასე ანაგვიანებს ბუნებას, ქვეყანა ურნებია და ნაგავსაყრელები მანდ რო არ დაყარონ.
ბარაქა ბარაქა, შეგარგოთ, მაგარი პროცესია რა, 3 დღის წინ მელნისფეხა და წერეწო ვკრიფე თბილისი ჰილსზე.
Gamarjobat sad aris eg adgili? Madloba
ვიდეოს დასაწყისში ვართ დიდგორის ბრძოლის მონუმენტის სიახლოვეს. შემდეგ წალკაში
მომზადების პროცესიც გადაიღეთ თუ შესაძლებელია.
გადავიღებთ მომავალში მსგავს ვიდეოებსაც აუცილებლად
ruclips.net/video/SZSpkPskaTg/видео.html
ruclips.net/video/rPsuWiv4U7Q/видео.html
დალოცვილი ბუნება გვაქვს...ვისიამოვნე ვიდეოთი..წარმატებენი
ერთიბთხივნა მაქ იქნებ გადაუღოთ მარინადის რეცეპტი როგორ ამზადებთ ვიდეო
ვეცდებით გადავიღოთ, არ ვიცი, რამდენად მოვახერხებთ 😊
დაიდო დაიდო ბრავოოო
dzabra sokos matyuara oreuli tu yavs da rogor gavarchiot?
ძაბრა სოკო იმდენად უნიკალურია, რომ შეუძლებელია სხვა რამეში აგერიოთ.
ძალიან კარგი და ინფორმატიული ვიდეოებია და იმედია უფრო მეტი იქნება და გაგვაცნობ ნელ ნელა ყველა სოკოს, ერთი თხივნა მექნება თუ გიათვალისწინებ ვიდეობეს თარიღი რომ დაურთო ხოლმე რომ ვიცოდეთ რა პერიოდშია ხდება კონკრტული სოკოს შეგროვება , წარმატებები :)
გამარჯობა. ყველა ვიდეოს დასაწყისში ვამბობ თარიღს და ადგილმდებარეობას :)
იისფერა და აბლაბუდიანის რომელიც ვიზუალურად გავს კარგი იქნება ვიდეო რა გამასხვავებელი ნიშნები აქვს
აბლაბუდიანი იმიტომ ჰქვია იმ სოკოს, რომ აბლაბუდის მსგავსი ბოჭკოები აქვს ქუდიდან ფეხზე. როცა ქუდი იშლება ფეხზე რჩება ღინღლივით აბლაბუდა.
1 წელია ამ მომენტს ველოდებოდი რა კარგია რომ დაბრუნდით იუთუბზე ❤
ცოტა რთულია ვიდეოების გადაღება, მოტაჟი, ატვირთვა, ყველაფერი მოითხოვს დროს, რომელიც ხშირად არ არის :)) ვეცდები, შემდეგი სეზონიდან უფრო ხშირად დავდო ვიდეობი
❤❤❤❤❤როგორ მინდა ვიცოდე ცნობა, თქვენ გაიხარეთ, ძალიან ვისიამოვნე ❤❤❤❤❤
მინდვრის ქამა ზემოდან ზუსტად მასეთი თეთრია და პატარებს ოდნავ უყვითლდებათ გახაზვისას. რავი 3 წელია ვაგროვებ და ვჭამ და ჯერ ცოცხალი ვარ 😁
ოდნავ გაყვითლებასა და მკვეთრ სიყვითლეს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. და ქამა სოკო არსებობს 400 სახეობის, ნაწილი აქედან მომწამვლელია. არასერიოზული დამოკიდებულება სოკოებთან მიმართებაში არ არის სწორი.
თითეული სოკოს განხილვა რომ გააკეთოთ კარგი იქნება .. მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ცნობა არ იცის.. საუნტერესო განხილვები იქნებოდა
@@Mo2Eli მიდევს ეგეთი ვიდეოებიც
ხშირად ჩაწერეთ ,საინტერესო და საჭირო ინფორმაციაა❤
@@maiamirianashvili3625 ბევრი სხვა ვიდეოც დევს ამ არხზე, შეგიძლიათ ნახოთ 😊
კარგი იქნება თუ უფრო ხშირად ჩაწერთ ვიდეოებს ულამაზესი სოკოები გქონდათ მაგრამ შავი მიქლიო თუ იყო არ მეგონა მხოლოდ რუს ბლოგერებს უდევთ მაგ სოკოზე ვიდეოები
@@laligelashvili1128 შავი მიქლიო და ძაბრა ხშირად გვხვდება, თითქმის მთელს საქართველოშია გავრცელებული. რუსეთშია რ მოიძებნება სოკო, რომელიც აქ არ მოიპოვება :))
@@laligelashvili1128 ვიდეობის ხშირად ჩაწერა მეც მინდა, მაგრამ საკმაოდ რთულია. დროს მოითხოვს დიდს. გადაღება არაა პრობლემა, მონტაჟი მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს 😊 მაგრამ ვეცდები
დათვის სოკოს და წერეწოს ყავთ შხამიანი ორეულები?
@@beastmode4204 თუ სოკოების ცნობა არ იცით, ყოველთვის შეგიძლიათ ერთმანეთში აგერიოთ რაღაც სოკოები. ჩემთვის ეს სოკოები არაფერს არ ჰგავს.