ნიკოლოზ ხახუტაშვილი - ისევ მაგვიანდება

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 18 сен 2024
  • ისევ მაგვიანდება
    ზორბა მთებში დაძრწიან ჩუმი შიშის ლანდები,
    შენი შორი ბგერების - დამყვებიან ჩრდილები;
    ვმწუხვარ, დროზე ვერ მოვალ, ისევ მაგვიანდება,
    ახლა ჩემთან რომ იყო, ალბათ გავიღიმებდი...
    ირგვლივ მთვარის ლანდია, ბინდ მოსილი ლამპარი
    და ღრუბლები დადიან ფეხაკრეფით, სიფრთხილით...
    ნალექსარი ფურცლები ფარ-ხმალივით დავყარე,
    ახლა ჩემთან რომ იყო, საფლავს არ გავითხრიდი!
    საფლავს არ გავითხრიდი, რომ მომეგნო ცხადში და
    ფიქრის ალიაქოთში არ მომედო ხანძარი!
    ახლა, ჩემო ძვირფასო, შენი ძებნა დამჭირდა
    და გულშიც რომ ვერ გპოვე, მე მხოლოდ ეს მაწამებს!
    მაწამებს, რომ ცრემლები, ფილტვბს ჟანგით ბერავენ,
    გამთენიის ჟამია და ცხედარი ცვრიანი...
    ახლა, ჩემო ძვირფასო, ვერ გაგიმხელს ვერავინ,
    რატომ აღარ მოვედი, რატომ დავაგვიანე.
    ნიკოლოზ ხახუტაშვილი
    აგვისტო.2014

Комментарии •