ბიზნესის განწყობები გაუარესდა - როგორია ეკონომიკური მოლოდინები?

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 20 янв 2025
  • უწყვეტი პროტესტის 54-ე დღესაც კი ქართული ოცნება ჯიუტად აცხადებს, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა საქართველოში მოქმედი ბიზნესმენების ნაწილი რთულ წელს პროგნოზირებს. 600-მდე ბიზნესმენი, რომელიც ფრიბიზნეს პლატფორმაზე დარეგისტრირდა, პარასკევს საამი საათის განმავლობაში შერატონში მსჯელობდა, რა ელოდება ქვეყანას იზოლაციის შემთხვევაში. მცირე, საშუალო თუ მსხვილი ზომის კომპანიების წარმომადგენლები ერთხმად ამბობენ, რომ პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურში გადასვლას უკვე იწყებს. იმისთვის, რომ კრიზისი არ გაღრმავდეს, ბიზნესი დეესკალაციას ითხოვს. ეს კი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით და ახალი არჩევნებით მიიღწევა. თუ ქვეყანაში ცვლილებები არ იქნება, ყოფილი პრემიერი, ნიკა გილაური ეკონომიკურ ვარდნას, ლარის გაუფასურებას და გაზრდილ ინფლაციას ელის. სად ვართ დღეს და რა გველოდება?
    სტუმარი: გოგა მელიქიძე - საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის წარმომადგენელი;

Комментарии •