ორეოს ჩიზქეიქი | შეფი ლუკა ნაჭყებია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 20 окт 2024
  • აზრზე არ ვართ, ასეთი სიუჟეტი რატომ უნდა წარმოიდგინოთ, მაგრამ ჩვენმა ქოფირაითერმა ასე დაგვიწერა და. 🤷‍♂️
    ხოდა წარმოიდგინეთ, ჩიზქეიქი გინდათ, მაგრამ ინგრედიენტები არ გაქვთ, მხოლოდ ბევრი ორეოა სახლში..
    არაა პრობლემა, ‘მე ამისგან გავაკეთებ...’ უფრო სწორად, ლუკას დავუძახებთ ახლავე და ის ორეოსგან გააკეთებს ჩიზქეიქს! 👨‍🍳
    ისე, RUclips-ზეც თუ გამოგვყვებით, არც ეგ იქნება პრობლემა. 🤗
    გამოგვყევი:
    instagram: / ​​
    facebook: / chef.cave​​
    tiktok: www.tiktok.com...
    ​​ #დესერტი #ტკბილი​​ #ორეო​​​​​ ​​​​ ​​​#ჩიზქეიქი​​​​ #შეფქეივი
    --------------------------------------------------------------
    პირველ რიგში, ორეოები განვაცალკევოთ: ორცხობილა და თეთრი შოკოლადი ცალ-ცალკე.
    დაგვჭირდება 150 გრამი გულსართი და 300 გრამი ორცხობილა.
    შემდეგ, ორცხობილები დავამტვრიოთ და 150 გრამი კარაქი გავალღვოთ.
    ქვასანაყში ჩავჭყლიტოთ: ნახევარი დარიჩინი და 35 გრამი შაქარი. გავაერთგვაროვნოთ და ჩავცრათ ორცხობილის მასაში.
    ორეოს გულსართიან მასას დავამატოთ მასკარპონეს კრემი(200 გრამი) და კარგად ამოვურიოთ, შემდეგ - 300 გრამი ორგანული კრემყველი და ამასაც ამოვურიოთ. დავუმატოთ 20-30 გრამი შავი შოკოლადი.
    შემდეგ, 400 გრამი ნაღები ამოვიყვანოთ ბლენდერით. ამოყვანილი ნაღები კი, კრემის მასასთან ნელნელა გადავურიოთ.
    ამასობაში, წყალში 7.5 გრამი ჟელატინი დავალბოთ, გავალღვოთ ნელ ცეცხლზე და დავუმატოთ კრემს...
    შენდეგ, გამღვალი კარაქი მოვასხათ ორცხობილას და ამოვურიოთ.
    გადავიდეთ ჩიზქეიქის აწყობაზე:
    სპეციალურ ფორმაში, ძირზე დავაყაროთ ორცხობილის მასა და დავპრესოთ...
    კრემი გადმოვიტანოთ მასაში და გადავანაწილოთ და დეკორაციისთვის მოვაყაროთ ზემოდან ორცხობილები.
    ორთქლზე გავალღვოთ თეთრი შოკოლადი და ჩიზქეიქს ზემოდან მოვასხათ.
    ჩიზქეიქს გადავაკრათ პლასტიკი და 3 საათით მაცივარში დავასვენოთ.
    სულ ესაა! გაგვიზიარეთ თქვენი შედეგები!

Комментарии • 69