ლევან ბერძენიშვილი: ოდისევსი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 30 окт 2018
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს ჰომეროსის საყვარელ გმირზე, მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე უფრო უნივერსალურ პერსონაჟზე, ოდისევსზე. ოდისევსი გამორჩეული გმირია „ილიადაში“, მაგრამ ჰომეროსის მეორე პოემა მხოლოდ მასზეა ორიენტირებული და მის სახელს ატარებს. ოდისევსი (რომაელთა ულიქსესი ან ულისესი, ევროპელთათვის ულისე) ყველაზე მრავალმხრივი პერსონაჟია ანტიკურობაში, იგი ერთმანეთს უხამებს ვაჟკაცობას, ცბიერებას, გასაოცარ მჭევრმეტყველებას, გამძლეობასა და ღვთებრივ იუმორს. ამ პერსონაჟისადმი არც ერთი ღმერთი არ არის გულგრილი: ერთი, პოსეიდონი, ყველანაირად დევნის, ხოლო მეორე, ათენა, ყველაფერში მფარველობს. ოდისევსის მოგზაურობა იქცა ჩვენი ცხოვრების შემადგენელ ნაწილად და ყველას ჩვენ-ჩვენი ოდისეა გაგვიჩნდა. ამავე დროს, ეს პირველი პერსონაჟია, რომელიც ცოცხლად ეწვია საიქიოს (ქართველი ქალღმერთის, კირკეს, დახმარებით) და გზა გაუკვალა მიწისქვეშეთისკენ ვერგილიუსსა და დანტე ალიგიერის. რატომ თქვა ოდისევსმა უარი უკვდავებაზე, როგორ ჩაიფიქრა და განახორციელა საკუთარი მეუღლის გათავხედებულ სასიძოებზე შურისძიება, როგორ გამოსცადა ოცი წლის შემდეგ შინ მობრუნებული კაცი ერთგულმა მეუღლემ - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Комментарии • 19

  • @kristikristitsikotsiko5411
    @kristikristitsikotsiko5411 4 года назад +10

    დახუჭეთ თვალები და ძილის წინ უსმინეთ ბატონ ლევანს!!!!სიტყვებს ვერ ვპოულობ...ინტელექტი..განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებლი...განუმეორებელი გადმოცემის უნარი...დიდი მოაზროვნე...მსოფლიო ფენომენი😍😍😍😍😍

  • @asmatchubinidze5871
    @asmatchubinidze5871 5 лет назад +21

    არ ვიცი რა ვთქვა...
    ცოცხალი ენციკლობედიაა ბატონი ლევანი.
    ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო.

  • @eteridgvepadze9736
    @eteridgvepadze9736 4 месяца назад +1

    შესანიშნავი თხრობა, დიქცია,უსმენ დაგიპნოზებული, მინდა სულ უსმინო, ვინ ხართ ასეთი სასწაული,მადლობა ამ სიამოვნებისთვის

  • @lorenabarkaia1359
    @lorenabarkaia1359 2 года назад +3

    ყოველთვის დიდი სიამოვმებით გისმენთ. ძალიან დიდი მადლობა ❤

  • @user-gr2fp2im2c
    @user-gr2fp2im2c 5 месяцев назад

    თქვენ ხართ განმანათლებელი ბატონო ლევან.

  • @datob1489
    @datob1489 Год назад +4

    ოდისევსის მოხერხებულობაზე/ეშმაკობაზე მეტყველებს კიდევ ერთი ემბავი: როდესაც ბერძნების ხომალდები ტროას მიადგნენ, ნაპირზე ჩასვლას არავინ ჩქარობდა, იმიტომ რომ ორაკულს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა: "ვინც პირველი დაადგამს ფეხს ტროას მიწაზე, აუცილებდად დაიღუპება ბრძოლაშიო!" სიკვდილი რა თქმა უნდა არავის უნდოდა.
    მოკლედ დგანან გემები, ზედ დგანან ბერძენი ჯარისკაცები და არ ჩადიან მიწაზე. ცოტაც და ჩაიშლება მშვენიერი ელენას საბერძნეთში დაბრუნების ოპერაცია. აი ამ დროს იყვირა ოდისევსმა, მომყევითო! და გადახტა გემიდან ხმელეთზე. ბერძნებმა იფიქრეს, გვეშველა, ეს არის პირველიო და მიყვნენ უკან. მაგრამ ოდისევსი რისი ოდისევსი იყო ხერხი რომ არ ეხმადა და სანამ მიწაზე დახტებოდა, ძირს ფარი დააგდო და ზედ დახტა. ასე რომ, ვინც მის შემდეგ გადმოხტა გემიდან იმას არ გაუმართლა ;)

  • @xaaatiko
    @xaaatiko 3 года назад

  • @marinamagradze8028
    @marinamagradze8028 5 лет назад +4

    ბატონო ლევან, დიდი მადლობა საინტერესო ვიდეოებისთვის. „კეთილად ცბიერის“ შესატყივს ტერმინად შეგვიძლია ვიხმაროთ „მოხერხებული“? :)

    • @GiorgiCxadaze
      @GiorgiCxadaze 5 лет назад

      მოსაზრებული

    • @hausiusi1
      @hausiusi1 5 лет назад +1

      კვაჭი? 😂

    • @makoo921
      @makoo921 5 лет назад +1

      მახვილგონიერი

    • @user-mb1bj3ff5o
      @user-mb1bj3ff5o 4 года назад +1

      @@hausiusi1 🤣🤣

  • @Barasthyr
    @Barasthyr 5 лет назад

    არა მგონია, საქართველოში ვაკანტური იყოს სახელი, რომელიც "ნავსით" იწყება.

  • @giorgijgerenaia4226
    @giorgijgerenaia4226 5 лет назад +1

    დავით აღმაშენებელმაც ე. წ. კეთილი ცბიერებით არ დაამარცხა მომხდური ძალა დიდგორში?! ახლობელი უნდა იყოს ოდისევსის ზნე ჩვენთვისაც, თუმცა ენობრივ დონეზე არ დავაფიქსირეთ ბერძნების მსგავსად!

  • @ayasani8402
    @ayasani8402 2 года назад

    Olimpos mtis panteoni tavisi gmertebit da mati sakcelebit, kveknebtan xalxtan pirovnebebtan damokidebulebit, aris mashindeli NATOS bloki...wakezeba dasja shurisdzieba..gamorchenis mixedvit mxardachera da daxmareba..100%..

  • @misha3815
    @misha3815 5 лет назад +2

    ბატონო ლევან ლოგინი არა, საწოლი.

    • @kristikristitsikotsiko5411
      @kristikristitsikotsiko5411 4 года назад +1

      ნეტა რა გეშველებათ...😂...სარეცელი ჭკვიანო...ბერძენიშვილს ასწავლი რა უნდა თქვას?....

    • @vikamzhavanadze5787
      @vikamzhavanadze5787 4 года назад

      @@kristikristitsikotsiko5411 :)))) (y) აცალეთ, კაცო! ასწავლის!. 😂.😂.