ლევან ბერძენიშვილი: შეყვარებული ჰემინგუეი
HTML-код
- Опубликовано: 17 окт 2024
- ლიტერატურული გადაცემა "წახნაგები" რუბრიკით Omnia vincit amor ("ყველაფერს ამარცხებს სიყვარული") გთავაზობთ საუბარს დიდი ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატი რომანისტისა და ნოველის ჟანრის ვირტუოზის, ერნესტ მილერ ჰემინგუეის მრავალრიცხოვანი სატრფიალო თავგადასავლების შესახებ. ვინ აზიარა შედარებით მოკრძალებული გამოცდილების ყმაწვილი სექსის საიდუმლოებებს, რა როლი შეასრულა მწერლის ამ მხრივ ჩამოყალიბებაში გერტრუდა სტაინმა, როგორი სიყვარულით შეხვდა მწერალი მარადიული დღესასწაულის დედაქალაქს, პარიზს, რა ხდებოდა აფრიკაში, ვინ იყვნენ რომანისტის მუზები, რატომ მოიყვანა ჰემინგუეიმ ამდენი ცოლი და რამ უბიძგა საბედისწერო ნაბიჯისკენ -- ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.
დიდი მადლობა ბატონო ლევან ესეთი საინტერესო გადაცემებისთვის, ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები თქვენ მომდევნო გადაცემას.
თქვენი მუდმივი მსმენელი დიდი პატივისცემით, მე მაგონდება ჩემი ქართულის მასწავლებელი, აცხონოს უფალმა, თქვენ მისი წლოვანება შეგემატოთ, მე მიმართლებს
ძალიან საინტერესო გადაცემა იყო. ჰემინგუეი მიყვარს ძალიან და ბევრი რამეც გავიგე ამ გადაცემიდან
მადლობა ბ- ნო ლევან!
უღრმესი მადლობა! ❤️
🫶🏼👏
სასიამოვნო მოსასმენი იყო, საყურებელი ფონი ნამდვილად არა!)))))
ნაბოკოვისთვის ყველა ერთი იყო. ლოლიტას ბოლოთქმაში ის წერს:,,ვის აფასებენ ჩემს სამშობლოში? ალბათ ჰემინგუეის,უბადრუკ ფოლკნერსა და სარტრს,ბურჟუათა ამ ნებიერთ,,
ruclips.net/video/uVVW1PI8Vwk/видео.html