ასპინძაში დაშავებული მეორე მოზარდიც თბილისში გადაიყვანეს

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 24 дек 2019
  • tv9news.ge - ასპინძაში მომხდარი ავარიის შედეგად მოპედზე მსხდომი ორი მეშვიდეკლასელი მძიმედ დაშავდა. მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ავარიისას დაშავებულ ერთ-ერთ მოზარდი, თამაზ ნემსაძე კატასტროფის მანქანამ ჯერ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანა. ექიმ რევაზ კუჭუხიძის თქმით, მისი მდგომარეობა კრიტიკულია. მოზარდს სხეულის მძიმე დაზიანებები აქვს მიღებული. მეორე მოზარდი - ლუკა მაგრაქველიძე მაშინვე თბილისში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ასპინძაში, 25 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მოპედი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Комментарии •