ორად გაყოფილი ასპინძა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 9 окт 2017
  • მკაცრი შემოწმების გავლა და მობილური ტელეფონების გამორთვა ასპინძაში, ყველა იმ მოქალაქეს მოუწია, ვინც პარტიულ შეხვედრაზე იყო დაბარებული.
    თუმცა ზურაბ ნარიმანიძე იყო ერთადერთი მათ შორის, ვინც მედიასთან შეხვედრის დეტალები გააჟღერა.
    მისგან განსხვავებით შეხვედრის დანარჩენი მონაწილეები კამერასთან არ საუბრობენ.
    7 ოქტომბერს ასპინძაში, ქართული ოცნების რაიონულ ოფისში, გამგეობისა და მასზე დაქვემდებარებული ააიპ-ებისა და შპს-ების სამსახურის თანამშრომლები დაიბარეს.
    შეხვედრას ხელმძღანელობდა "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" რეგიონალური სამსახურის უფროსი.
    ზურაბ ნარიმანიძე ამბობს, რომ დიტო სამხარაძე შეხვედრის მონაწილეებს დაემუქრა.
    შეხვედრიდან გამოსული გამგებლის რწმუნებული აცხადებს, რომ დაბარების მიზეზი მხოლოდ ერთია - მათ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატის მხარდასაჭერად უნდა იმუშაონ.
    ბრალდებას უარყოფს მმართველი პარტიის რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელი.
    დიტო სამხარაძე აღნიშნულ შეხვედრას პარტიულს უწოდებს და ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და აქტივისტებს ხშირად ხვდება.
    დიტო სამხარაძის მსგავსად ასპინძაში ზეწოლის ფაქტებს უარყოფს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი.
    როსტომ მაგრაქველიძე ირწმუნება, რომ პარტიული შეხვედრები ხშირად იმართება და არც მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს აქვს ადგილი მუნიციპალიტეტში.
    ასპინძის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი და ამავე დროს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატი 7 ოქტომბერს გამართულ პარტიულ შეხვედრას ამომრჩევლების მისამართით განხორციელებულ ზეწოლად და დაშინებად აფასებს.
    ლევან ცაბაძის ინფორმაციით, ასპინძაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ვიზიტი იგეგმებოდა, სადაც ზურაბ ალავიძესა და მოქმედ გამგებელს განსახორციელებელ პროექტებზე უნდა ესაუბრათ.
    რეგიონული სამსახურის უფროსმა თვითმმართველობის თანამშრომლებთან და პარტიულ აქტივისტებთან შეხვედრები ცალცალკე გამართა.

Комментарии • 2

  • @elirga4614
    @elirga4614 6 лет назад

    გაფარჩაკდნენ ქართველები.ვაი თქვენ სად არის თქვენკ სიამაყე .

  • @darejantsikoradze7567
    @darejantsikoradze7567 6 лет назад

    Vinc aci ocnebas mxars dauhers imatnairi hatlaxebi da sulit bozebi ikneba