SyntaX(BeeRoo) - Se7en (prod. by dextah)

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 2 фев 2025

Комментарии • 6

  • @beqavefxvadze
    @beqavefxvadze Год назад +1

    ✍️✍️არ გაჩერდე ძამაა

  • @gegikevlishvili8629
    @gegikevlishvili8629 9 месяцев назад

    პატივისცემააა კარგიააა ✊🏽❤️❤️

  • @zviadbero5759
    @zviadbero5759 Год назад

    კარგი ნამუშევარია 👍

  • @gameschannel9619
    @gameschannel9619 Год назад

    Dzan kaiaa

  • @mafioza7433
    @mafioza7433 Год назад

    საღოლ ძმაო შემოგევლე გულში ხარ ❤

  • @syntttaaXx
    @syntttaaXx  Год назад +3

    მორიგი ღამე მორიგი შიზოალტერნატივა
    ვერავინ ვერაფერს გაიგებს თუ შეხედავენ მარტივად
    აღარ ვიცი უკვე რაუნდა მიმაჩნდეს ნორმატივად
    განვმარტავ ჩემი ეგოსთვისაც გაუხსნელი კარტი ვარ
    უკვე წარმოვიდგინე სიბერე
    აკრძალულ ნოტებზე კიდეც დავუკარი და ვიმღერე
    გავლიე მრავალი წელი ბოლოს მშვიდად განვისვენე
    მაინც ყოველ ბედობას სიწესიერე დავიბედე
    მომაკვდინებელი ცოდვები სამყაროს თავს ესხმიან
    უკანასკნელი უბიწოები სიძვით კავდებიან
    სანამ ყველა ატვეჩაია და ყველა თავდებშია
    მეორე უმთავრესი პრობლემა კი უქნარებშია
    მესამეა ნაყროვანება
    სანამ იქნები ღორი გაუმაძღარი და თავნება
    შენსას რომ მორჩი და სხვისას იტენი დაუმთავრებლად
    გავნებს შენივე თავი და შექმნილი ვითარება
    შვიდიდან მეოთხე არუნდა იყო მრისხანე
    ბრაზით გასვრილი ხელები მოთმინებით დავიბანე
    ვიარე მორევში სარეველაც არ გავიკარე
    გაავდრდა და ვიდარდე სანამ მთლად არ დავიღალე
    შე ბანკირო
    მევახშე
    გამცვლელო
    ივახშმე ტკბილად
    შენთვის ვახშამი უანგაროდ მოვხარშე
    შენკენ სიტყვები უანგაროდ მოვმართე
    შენთვის საფანტიც უანგაროდ გავფანტე
    ამპარტავნებაა ეშმაკის მეექვსე თვალი
    და პარადოქსია თუ ვინმეს ხელი მაქეთ კარი
    ყველა გზა არის ჩახერგილი და გამოსავალი
    თითქმის არ არსებობს შენ თუ ხარ ამპარტავანი
    სანამ ცოდვების მორევის შურის
    გვირგვინს დავადგამდე
    მინდა გავსხივოსნდე და ედემის ვაშლებს ვრგავდე
    და ვჩანდე
    დავკავდე
    და წინ მიძღვოდეს ბიბლია
    თავს ვანდო
    და მწამდეს
    რომ ბევრი გამომივლია
    შურით სავსე გულებით ახლოსაც ვერ ჩამივლიან
    არსაიდან ხმამ მითხრას სამოთხის კარს მიმიგნია
    ეს გზაა ჩემი და გზა რაც გამომივლია
    ასეთია განაჩენი ცოდვები თავს მოიყრიან
    ეს უბრალოდ მითია ზოგი აფარებს ამას ხელს
    მაგრამ ამაოდ გიგსონა შვიდჯერ აგორებს კამათელს
    განვმარტე და დავმარცვლე მგონი ჭეშმარიტება
    და ვერაფერი დაგვაკლონ ამ ცოდვილმა ტერმიტებმა
    Hook
    ასე ავუყვები ცხოვრების აღმართს
    შენ მითხარი რას აგროვებ
    შეხედე სიბოროტემ რა დაგმართა
    რა დაგმართა და შენი სულის ჰოკრუქსებს ვაგროვებ
    და ისევ შევაგროვებ ამ დაკარგულ ნაწილებს
    მიწილადებს მოყვარე საგზალს და წყალს გამინაწილებს
    ვარბილებ და შევამკობ
    აწმყოს უღმერთო ადგილებს
    წინაპრები პატივს ცემდნენ მტრის დაფანტულ დაჭრილებს
    ამით იმის თქმა მინდა რომ გამოგვზარდეს გმირებმა
    ვერ შეძლეს და ვერ შეძლებენ ძლიერთა გადაბირებას
    დინება ისეთი არის რომ დამრჩენია გინება
    და ცდილობს ჩვენი თაობა რომ მოახდინოს ცვლილება
    წავუღივართ გარყვნილებას
    ვერ ვახდენთ შთაბეჭდილებას
    20 წელია ვებრძვით ლურჯ-წითელ ბოზების დილემას
    არა დამორჩილებას
    შევეცი დაბორკილებას
    მაგრამ უკვე შევეჩვიეთ სიმწარეს გაწბილებას
    ხოდა ასე გავაპირდაპირე სათქმელი
    ალბათ ამიტომ დავკარგე ყველა სადავე
    ხვდები პროლოგი შვიდ ნაწილად რომ გავჭერი?
    იმიტომ რომ ეს შვიდი ცოდვაა სათავე
    ყველა სიბოროტესი
    და მე შვიდივე ვატარე
    თუ არგსურს რეალობა კულისებიდან გაგაპარებ
    დავაპურებ არ ვაკარებ ძმებს და ოჯახს ვახარებ
    და ვახურებ ჩემს კერიას
    და რიტუალს ჩავატარებ
    სანამ აზროვნება თქვენი კერპებშია
    დავხურე ეს თემა და როგორ არ შემემჩნია
    მინდოდა შელოცვა ლათინურიდან შემერჩია
    მაგრამ სიტყვა-სიტყვით დედააზრი შემდეგშია:
    Hook
    ასე ავუყვები ცხოვრების აღმართს
    შენ მითხარი რას აგროვებ
    შეხედე სიბოროტემ რა დაგმართა
    რა დაგმართა და შენი სულის ჰოკრუქსებს ვაგროვებ