არტისტული ყვავილები - დასაწყისი და დასასრული | ლევან ბერძენიშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 2 окт 2024
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით exegi monumenum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის გენიალურ წიგნზე, პოეტური შედევრების კრებულზე, „არტისტულ ყვავილებზე“, რომელსაც წელს 100 წელი შეუსრულდა. საუბარია, კერძოდ, იმ ორ ლექსზე, რომელიც იწყებს და ამთავრებს ამ პოეტურ კრებულს; ეს ლექსებია: „შემოდგომა უმანკო ჩასახების მამათა სავანეში“ და „დომინო“. პირველი სიტყვა, რომელიც „არტისტულ ყვავილებს“ ხსნის, არის „შემოდგომა“. ეს ამ კრებულის კამერტონია. მაისი, ივნისი, ივნისი, ნოემბერი, თებერვალი - ეს პოეტური სიმბოლოებია. სიყვარული, რომელიც იბადება გაზაფხულზე და ზეობას აღწევს ზაფხულში, როგორც ყვავილი, ჭკნება შემოდgომისას და კვდება ზამთარში ანუ „სასახლი ჩაქრება ჭაღები“. სასახლე პოეზია და სიცოცხლეა. ლექსის ბოლოს კი ბავშვური ეშმაკობით (ტერმინ „გაზელის“ გამოყენებით) გალაკტიონი გამოგვიმჟღავნებს, რომ იგი პოეზიის მეფე და ღმერთია. რა ფუნქცია დააკისრა გალაკტიონმა თავის შედევრ „დომინოს“? რატომ იცვლება მასში ასე ხშირად რიტმი? რას გვეუბნება დაქტილების მოძალება პოეტური კრებულის პირველ და უკანასკნელ ლექსში? რას უნდა ნიშნავდეს სიტყვები „მესმის ამ გამძაფრების წამწამების კანკალი“? რას ნიშნავს ეს კრებული ქართული ლიტერატურისთვის? რითი ჰგავს გალაკტიონი გურამიშვილს? როგორ გაიმეორა თავისი საყვარელი „მწუხარე ყრმის“, ნიკოლოზ ბარათაშვილის მისია „რომანტიკოსების სკოლის პირველი კლასის მოსწავლე“ გალაკტიონმა? რატომ დომინირებს „არტისტული ყვავილების“ პირველ და უკანასკნელ ლექსში მაცხოვრის სახე? - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Комментарии • 18

  • @LadoPukhashvili
    @LadoPukhashvili 4 года назад +2

    ძალიან საინტერესო იყო

  • @ingakharebava9472
    @ingakharebava9472 4 года назад +5

    როგორ ველოდი მადლობა 🥰. ბატონ ლევანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 4 года назад

    დიდი მადლობა!

  • @ddddtttt5968
    @ddddtttt5968 4 года назад +9

    რაც მეტი გალაკტიონი მით უკეთესი ❤ ❤❤❤

  • @nucabebo
    @nucabebo Год назад

    4 რითმა რა არის ერთ ლექსში, შენ ბასტა რაიმზს უნდა მოისმინო :D

  • @tatiagocholeishvili713
    @tatiagocholeishvili713 4 года назад +1

    ბატონო ლევან, თხოვნა მაქვს თქვენთან. ჯონ კიტსზე გააკეთეთ გადაცემა ძალიან გთხოვთ. მიყვარხართ, გაფასებთ და ჩასაფრებულივით (კარგი გაგებით😀)გისმენთ.❤

  • @imnymph2522
    @imnymph2522 4 года назад +3

    ჩემი სიყვარული - გალაქტიონი და თქვენ ბატონო ლევან

    • @Tobainkurt
      @Tobainkurt 4 года назад

      არაა კაი ამბავი : ((

    • @imnymph2522
      @imnymph2522 4 года назад

      ეჭვიანი ბიჭი ვინ ალისო , ვინო ?

    • @ima-rik
      @ima-rik 2 месяца назад

      გალაქტიონი არა გალაკტიონი😊😊 თუმცა ქართულად გალაქტიონი უცრო სწორად ჟღერს.

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 4 года назад +7

    კარგი იქნება ნაკლებად ცნობილ დიდ პოეტებზეც გააკეთოთ ხოლმე გადაცემები, - ნიკო სამადაშვილზე, თამაზ ბაძაღუაზე, კარლო კაჭარავაზე.. გალაკტიონს სახელი და დიდება ისედაც არ აკლია, ამ პოეტების პოპულარიზაცია კი ძალიან დიდი საქმე იქნება ჩემი აზრით

  • @tatiagocholeishvili713
    @tatiagocholeishvili713 4 года назад +2

    მადლობა ბატონო ლევან❤❤❤

  • @ninougrechelidze1950
    @ninougrechelidze1950 4 года назад +3

    ჯანმრთელობა და ბედნიერება თქვენ,ბატონო ლევან,მადლობა ამ სიხარულისთვის,ილაპარაკეთ,ილაპარაკეთ, არასოდეს არ გაჩერდეთ!!!!:*:*

  • @sandro899
    @sandro899 Год назад

    დღესაც კი დაჰქრის უდაბნო ქარები, გენიოსია გალაკტიონი

  • @tsirakhaburdzania4948
    @tsirakhaburdzania4948 2 года назад

    საშინელი განსაცდელი - გალაკტიონი

  • @TatoGURIELI
    @TatoGURIELI Год назад

    ❤❤❤

  • @Salvator_Mundi
    @Salvator_Mundi 2 месяца назад