პერსონაჟი: ანა კარენინა - ლევან ბერძენიშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 5 май 2019
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პერსონაჟი“ გთავაზობთ საუბარს მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი უდიდესი რომანის, ლევ ტოლსტოის „ანა კარენინას“ მთავარ პერსონაჟზე. ანა კარენინა, რომლის როლი შეუსრულებიათ ისეთ მსახიობებს, როგორებიც იყვნენ: გრეტა გარბო, ვივიენ ლი, ჟაკლინ ბისე, სოფი მარსო, კირა ნაიტლი, ტატიანა სამოილოვა, ტატიანა დრუბიჩი და უამრავი სხვა, უნიკალური პერსონაჟა, რომელმაც განსაზღვრა ტოლსტოის რომანის გასაოცარი პოპულარობა, რომელიც ოცდამეერთე საუკუნეში კიდევ უფრო გაიზარდა. როგორ მოხდა, რომ რომანი, რომელიც, ერთი შეხედვით, უბრალო ადიულტერს, ცოლქმრულ ღალატს ეძღვნება, გახდა ასე მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსათვის. ამ კითხვაზე პასუხი, რა თქმა უნდა, თავად ანა კარენინას სახეშია. ეს სახე ლევ ტოლსტოი რამდენიმე პროტოტიპისგან შეუქმნია. ერთერთ გენერალთან სტუმრობისას მწერალს გაუცვნია ალექსანდრ პუშკინის ქალიშვილი, მარია ალექსანდროვნა გარტუნგი, რომლის გარეგნობა საფუძვლად დაედო ანა კარენნას პორტრეტს. ალექსანდრა ობოლენსკაიას პიროვნება გამხდარა ანას ხასიათის საშენი მასალა, ხოლო ვინმე ანა პიროგოვას ტრაგიკული ბედი (ქალი სატვირთო მატარებელს ჩაუხტა) - ანას აღსასრულის წინამორბედი. როგორ შექმნა ხუთი რეალური ქალის პორტრეტისგან ლევ ტოლსტოიმ ასე თლიანი მხატვრული სახე, როგორ მოხდა, რომ საზოგადოების თვალში დაცემული ქალი სინამდვილეში მაღალი ზნეობით დაჯილდოებული აღმოჩნდა, რატომაა ეს ძველი ისტორია ასე თანამესროვე? -
    - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Комментарии • 28

  • @user-wv8od1mb3n
    @user-wv8od1mb3n 2 месяца назад +1

    დიდი სიამოვნებაა თქვენი მოსმენა. მადლობა.

  • @sofioperanidze9402
    @sofioperanidze9402 4 года назад +10

    მე პირადად ლევინის პერსონაჟით აღფრთოვანებული დავრჩი. უძლიერესი პერსონაჟია თავისი ფიქრებითა და ანალიზით. ბოლო თავი ხომ მთელ ნაწარმოებს აიწონის. ის მომენტი როცა ღვთება რომ ღმერთი არსებობს და ადამიანის არსებობის აზრს ამოხსნის ამ ქვეყანაზე.💚💜💚💜💚

  • @vikamzhavanadze5787
    @vikamzhavanadze5787 5 лет назад +18

    ბატონო ლევან, შემიძლია ასე დღეობით დავჯდე და გისმინოთ გაუთავებლად!.. :)

  • @maiasekhniashvili8586
    @maiasekhniashvili8586 5 лет назад +10

    მე ბალახის თიბვის აღწერაც ძალიან მომწონს ამ ნაწარმოებში და მახსენდება გამსახურდიას სიტყვები, რომ "შრომაა უდიდესი სიქველე" ...

  • @ninogavasheli813
    @ninogavasheli813 5 лет назад +5

    მადლობა ბატონო ლევან!

  • @likazondler5075
    @likazondler5075 4 года назад +1

    მადლობა ბატონო ლევან

  • @gigirioniinoir4736
    @gigirioniinoir4736 Год назад

    ❤❤❤

  • @lalixazaradze2073
    @lalixazaradze2073 Год назад

    საათობით შემიძლია გისმინოთ,ბატონო ლევან.❤

  • @neligarishvili8069
    @neligarishvili8069 4 года назад +4

    სასწაულად განათლებული ადამიანი 😌

  • @natiakortievi8131
    @natiakortievi8131 Год назад +1

    ჩემთვის, ლევინი საუკეთესო პერსონაჟია მთელ ნაწარმოებში

  • @magdamagda30
    @magdamagda30 5 лет назад +5

    ამის შემდეგ,როგორ შეილება არ წაიკითო ეს წიგნი?!მადლობა

    • @marinamaina408
      @marinamaina408 4 года назад +1

      შეიძლება.
      წაიკითხეთ,სასიამოვნო წიგნია.

    • @levanisabiashvili3859
      @levanisabiashvili3859 2 года назад +1

      @@marinamaina408 კითხვის ნიშანთან ძახილის ნიშანი ვერ შეამჩნიე?

  • @sandro899
    @sandro899 2 года назад +1

    Автор сделал роман великим

  • @Magdflurry
    @Magdflurry 2 года назад

    ლიოვინზე მეტად რომ ანა ხიბლავს მსოფლიოს, მაგიტოა გაგიჟებული (23:00)

  • @WalkingRehabilitation
    @WalkingRehabilitation 5 лет назад +1

    gems mixedet, ra dros Kareninaa!

  • @maikomebonia6825
    @maikomebonia6825 5 лет назад +2

    იქნებ ანას პირველი გაღიმება, "გიცანი" კი არა, "მიყვარხარაა". მიყვარხარ როგორც სრულყოფილება, დედის მიერ 11 საათი დახატული და დანახული... და სხვა არაფერი არ სჭირდება, იქნებ, ადამიანს, როგორც უპირობო სიყვარული იმათგან, ვისაც ამის ვალდებულება არა აქვს. იქ იმ პირველივე მზერაში იყო განსხვავება დამოკიდებულებებში და დასასრულიც ამ განსხვავების შედეგია.

  • @marinamaina408
    @marinamaina408 4 года назад

    მეჯლისზე.

  • @khatiadadiani9406
    @khatiadadiani9406 2 года назад

    ვრინსკის თმა უთხელდება, ანუ მომატებული მამაკაცური ჰორმონი აქვს

  • @user-qi8wg9cj6h
    @user-qi8wg9cj6h 5 лет назад +1

    ნაგავში რატო ზის?

    • @ketikelenjeridze6779
      @ketikelenjeridze6779 5 лет назад +1

      აი მესმის გადაცემა გაიხარე ნიჭიერებავ

    • @makalatiagiorgi385
      @makalatiagiorgi385 4 года назад

      უკან ფონი სურათად აქვს მიდგმული ვიდეოს

    • @user-qi8wg9cj6h
      @user-qi8wg9cj6h 4 года назад

      @@makalatiagiorgi385 ანუ სურათი ფონად? მერე უკეთესი სურათი შეერჩიათ ?!

  • @izogogodze4599
    @izogogodze4599 Год назад

    არ არსებობს ქალისთვის ზეაღმატებული, პირადი მოცემულობა, რომელსაც შეუძლია შვილი გაწიროს. ორჯერ წაკითხვის შემდეგაც იგივე აზრზე დავრჩი. უმართავი გძნობების დედოფალს ვერ ვგულშემატკივრობ.