ლევან ბერძენიშვილი: რუსთველი და ისტორია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 июл 2018
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Dichtung und Wahrheit („პოეზია და სინამდვილე“) გთავაზობთ საუბარს ქართული ლიტერატურის მთავარი შედევრის, „ვეფხისტყაოსნისა“ და ისტორიის მიმართებაზე. საქართველოს ისტორია მრავალნაირად აისახა რუსთველის პოემაში, შეიძლება ითქვას, რომ „ვეფხისტყაოსანში“ მთელი მსოფლიო საქართველოა, არაბეთიდან დაწყებული, ინდოეთით გაგრძელებული და ხატაეთით დამთავრებული. შემთხვევით კი არ „წამოსცდა“ ავტორს ავთანდილზე საუბრისას „ყმა ტკბილი და ტკბილ-ქართული“. მსოფლიო კი არა, მთელი სამყარო საქართველოა („ცამცა გაიდარბაზესა…“). საქართველოა დახვეწილი და იდეალური არაბეთიც და ვნებებით მოცული ინდოეთიც, ისტორია აისახა ორივე ქვეყანაში. არც არაბ და არც ინდოელ მეფეს ვაჟი არ აჩუქა ღმერთმა, ისევე როგორც გიორგი მესამეს, თამარისა და რუსუდანის მამას. რუსთველმა საქართველოს ისტორია ორგვარად წარმართა: არაბეთში თინათინი გამეფდა (როგორც საქართველოში მოხდა, ოღონდ არაბეთში ეს მოხდა მეტისმეტად კულტურულად და ექსცესების გარეშე), ინდოეთში კი საბოლოოდ ტარიელი გამეფდა, როგორც ეს შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ არ მომხდარა საქართველოში, თუმცა ტრაგედიითა და ჭარბი სისხლისღვრით სწორედ „ინდოეთი“ დაგვემართა. რატომ გაჰყო საქართველოს ისტორია შოთამ, როგორ მიიღეს მისი პოემა სამეფო კარზე, ვინ არის ჩვენთვის რუსთველი - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Комментарии • 131

  • @tamarabadzoshvili9731
    @tamarabadzoshvili9731 2 года назад +11

    უღრმესი მადლობა, ყოველთვის უდიდიდესი სიამოვნებით გისმენთ, მაგრამ უცხიეთში ასეთ თემაზე, ასეთი სინტერსო საუბრის მოსმენამ დიდი ბედნიერება მომანიჭა... დიდხანს იცოცხლეთ ჩვენი ახალგაზრდებისთვის, მათ განსაკუთრებით ჭირდებით... მად ლობა....

  • @teimuraztabatadze8806
    @teimuraztabatadze8806 4 года назад +28

    მადლობა საინტერესო საუბრისთვის ბ-ნო ლევან. კარგი იქნებოდა საქართველოში ყოველწლიურად გვეზეიმა "ვეფხისტყაოსნის" დღე!

    • @IaragisGanxilva
      @IaragisGanxilva 3 года назад

      ruclips.net/video/it-21xJajUE/видео.html

    • @zurakervalishvili9810
      @zurakervalishvili9810 11 месяцев назад

      სამწუხაროა,რომ არ აღინიშნება და არ ვზეიმობთ ყოველ წელს რუსთველის დღეს და ახალგაზრდები ივიწყებენ ამ განძს.

  • @vikaj6247
    @vikaj6247 4 года назад +14

    ვეფხისტყაოსნის გაკვეთილებს მსოფლიო ერთ მშვენიერ დღეს ჩაიბარებს! მადლობა ბ-ნო ლევან❤

    • @iliamukhulishvili3783
      @iliamukhulishvili3783 3 года назад

    • @lianahoffmann2115
      @lianahoffmann2115 5 месяцев назад

      Alph Luckau RUclips gwaszawlis szorad lozwas iszawlet sachareba Rom ar motkuwdet, CHALCHO gaigwidzet gadaartshinet ojachebi, qajetis ziche da kwaw-kornebtan brdzola ESHMAKis zgaprebi chom Ar Aris, sarzmunoeba- martlmadidebloba sad Aris am dros, qartvelebo sacharebas miubrundit GMERTIs samsjavrose marto chart GMERTIs zinashe , wer gishvelit wepchis tkaosani. Ilozet sie Rom zanzarebdes mteli samkaro: GMERTma inebos Mepeni. Zutisoplisa gvemsachurebodnen tshven da mepeta sagandzuri ikos tshveni.

  • @user-kw5kj3lf4c
    @user-kw5kj3lf4c 5 лет назад +29

    რუსთაველი ღვთის საჩუქარია 💙💜🧡

  • @georgiabelarus2176
    @georgiabelarus2176 4 года назад +8

    ლევან ბერძენიშვილს მართლაც შესანიშნავი თხრობის მანერა აქვს. საინტერესოდ ჰყვება, არ არის დამღლელი, კარგი ფილმის ყურებასავითაა, როცა გრძნობ უახლოვდები ფინალს და გინდა არ დამთავრდეს. ეს უთუოდ დიდი ნიჭია. ამას დამატებული განათლებულობა.....
    მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მის მოსაზრებას არ ვეთანხმები, ძირითადად მაინც კარგად დაასრულა ეს ლექცია. ანუ გადაცემის ბოლო ნაწილი ბრწყინვალე იყო.
    მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა რუსთველოლოგიაზე, რომელიც დღეისათვის ღრმა კრიზისშია. არ ვიცით ვინ იყო შოთა რუსთველი ( სწორედაც რუსთველი და არა რუსთაველი), მის ბიოგრაფიაზე ურთიერთგამომრიცხავი კვლევებია.
    საკმაოდ დამაჯერებლად, არგუმენტებით გაჯერებული ჰიპოთეზა მისი ვინაობის შესახებ მიმაჩნია პროკოფი რატიანის ნაშრომი.
    აქ კომენტარებში დასმულია შეკითხვები და ამ შეკითხვებს ბრწყინვალე პასუხებს სცემს რატიანის გამოკვლევა, რომელიც არ გაიზიარეს "ბობოლა" რუსთველოლოგებმა და ლანძღეს და თათხეს იგი, თუმცა რატიანმა ესენი ყველა მოსვა კულტურულად და მეცნიერულად და წარმოაჩინა მათი ვიწრო ეგოიზმი და უცოდინარობა.
    საკმაოდ კარგი და ძლიერი ნაშრომია. პროკოფი რატიანი - ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობისათვის.
    მიიღებთ უზარმაზარ ცოდანს და სიამოვნებას, ზღვა ინფორმაციას.

    • @cyclorame4724
      @cyclorame4724 2 года назад

      აქ პრობლემა რუსთველის ვინაობის უცოდინრობაში არ მდგომარეობს, ბერძენიშვილმა ისეთი ისტორიულად ღრმა და დელიკატური ინტერპრეტაცია უბოძა ვეფხისტყაოსნის, ქართველ ახალგაზრდებს, რომ თქვენს მიერ იმის აღნიშვნა, რომ ძირითადად მაინც კარგად დაასრულა სასაცილოა. აქ კრიტიკული მნიშვნელობისაა წარსულის ახლებური გააზრება და ობიექტური აღქმა, რაც ეროვნული ფსიქიკის სტიმულია

  • @eleneshonia4935
    @eleneshonia4935 2 года назад +6

    მადლობა უფალს 🙏თქვენნაირი ადამიანი რომ გვარგუნა ბატონო ლევან ღმერთმა❤️❤️❤️❤️ქედს ვიხრი თქვენს წინაშე 🥰🥰🥰

  • @zazukatsagareishvili309
    @zazukatsagareishvili309 5 лет назад +30

    Es adamiani geniosia
    Gmertma gacocxlos👍👍

  • @ekaeka9296
    @ekaeka9296 9 месяцев назад +1

    💕მადლობა,ბატონო ლევან, საოცარი ლექციისთვის, ერთი სიამოვნებაა თქვენი მოსმენა💕მიყვარს რუსთაველი💕

  • @zurakervalishvili9810
    @zurakervalishvili9810 11 месяцев назад +1

    როგორ მიყვარს ბატონი ლევანი🙏"არ შეამოკლოს ქართული,არა ქმნას სიტყვა მცირობა".❤

  • @nanakirvalidze5101
    @nanakirvalidze5101 5 лет назад +15

    ზოგადად ძალიან მომწონს როგორ საუბრობს ბატონი ლევანი სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი რაღაც ვერ გავიგე სამეფო კარმა უბრძანა შოთა რუსთველს რომ პოემა დაეწერა?? მე როგორც ვიცი თამარის სიყვარულით დაწერა და სკოლაშიც ასე გვასწავლეს. სკოლაში მსჯელობისას ასევე განვიხილავდით ვარიანტს რომ თავად ავტორი შეიძლებოდა ტოფილიყო ტარიელის პროტოტიპი და მან პოემის ერთი ნაწილი წარმართა ისე, როგორც თავად სურდა

    • @georgeshogiradze2141
      @georgeshogiradze2141 5 лет назад +9

      მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა...

    • @nanakirvalidze5101
      @nanakirvalidze5101 5 лет назад +2

      ვფიქრობ, გენიალური ნაწარმოებები არ იბადება ბრძანებითა და შეკვეთით. შესაძლოა, მართლაც დაავალეს, მაგრამ რომ არა მისი სიყვარული თამარისადმი ასეთი უნიკალური არ იქნებოდა ეს პოემა.
      ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია;
      ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია!
      იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია;
      მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია.

    • @skycollar2836
      @skycollar2836 2 года назад +2

      @@nanakirvalidze5101 ისტორიულად ბევრი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შექმნილა შეკვეთით, არა მხოლოდ ლიტერატურაში, არამედ მხატვრობასა და მუსიკაშიც. ზოგადად, ხელოვნებაში. თუნდაც ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, რენესანსამდელი ნიმუშები, უმეტესობა შეკვეთით შეიქმნა. ეს იყო ნორმა და სირცხვილად სულაც არ მიიჩნეოდა, როგორც ახლა შეიძლება ჩავთვალოთ. პირიქით - დიდი პატივიც იყო სახელმწიფოს მაღალი ფენისგან შეკვეთის მიღება. თუმცა, იმაში კი გეთანხმებით, რომ თამარისადმი დიდი სიყვარული რომ არა, პოემა მნიშვნელოვან ნაწილს დაკარგავდა.

    • @MrJEANGABEN
      @MrJEANGABEN 11 месяцев назад

      სულელი,რომანტიკი,და ბრმა უნდა იყო,რომ ვერ მიხვდე,ამხელა ნაწარმოები,ათასი შემოწმების,რედაქტირების,კრიტიკის გარეშე რომ ვერ შეიქმნებოდა!!!რა თქმა უნდა,ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსით და დაკვეთით შეიძლება!!!

    • @Nika_Ji
      @Nika_Ji 4 месяца назад

      სკოლაში ლენინზეც გვეუბნოდნენ რო "ღმერთი " იყო😂😂

  • @earx-tacy6840
    @earx-tacy6840 3 года назад +5

    როგორ მინდა დაწვრილებით განიხილოს, რატომ უნდა მიშას დაბრუნება, ლოგიკას ვერ დაუწუნებს კაცი, მაგრამ სიამოვნებით მოვისმენდი მის ნააზრევს.

  • @Nika_Ji
    @Nika_Ji 4 месяца назад

    როგორი აღფრთოვანებულია როცა ვეფხისტყაოსნზე საუბრობს❤ ,სასწაული კაცი გვყავს ბატონი ლევანის სახით, ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს

  • @mananagurgenidze8504
    @mananagurgenidze8504 5 лет назад +13

    მადლობა, ბატონო ლევან!

  • @kingdomofgeorgia1751
    @kingdomofgeorgia1751 6 лет назад +4

    საიდან მოდის ეს წყაროები? რატომ არ შეიძლება გადაიღოთ და გამოაქვეყნოთ.

  • @nikolasnikolas618
    @nikolasnikolas618 5 лет назад +8

    ლევან იცოცხლე დიდხანს!

    • @IaragisGanxilva
      @IaragisGanxilva 3 года назад

      ruclips.net/video/it-21xJajUE/видео.html

  • @giorgimm6828
    @giorgimm6828 Год назад +1

    უფრო ისეთ ენაზე დაწერა რომ ყველა ეპოქაში გაგვეგო ქართველებს.

  • @ingagogilashvili9542
    @ingagogilashvili9542 4 года назад +9

    არასდროს დავიღლები თქვენი მოსმენით ბატონო ლევან!

  • @badriazikuri7343
    @badriazikuri7343 Год назад +1

    👍❤

  • @noco274
    @noco274 3 года назад +2

    დიდი მადლობა ბატონო ლევან საინტერესო საუბრებისთვის!!!

  • @21saukune21
    @21saukune21 4 года назад +2

    👍✌️💖🇬🇪

  • @ketavanegnatashvl2229
    @ketavanegnatashvl2229 4 года назад +4

    Didhans sicochle batono levan❤

  • @user-pl8lb5po9k
    @user-pl8lb5po9k 3 года назад +6

    დიდხანს იცოცხლედ მხნეთ , საინტერესო და ნაყოფიერი ლექციებისთვის

  • @user-dl1ih8wi6b
    @user-dl1ih8wi6b 4 года назад +4

    მადლობა ბატონო ლევან💖

  • @giorgimm6828
    @giorgimm6828 Год назад +2

    როგორი ჭკვიანი ადამიანია ლევანი და ამ კაცს აგინებენ

  • @dark_sparkles777
    @dark_sparkles777 2 года назад +1

    შესანიშნავი თხრობაა.🤩

  • @user-pt3cy8pl9x
    @user-pt3cy8pl9x Год назад +1

    ❤❤❤❤🧡

  • @giorgibandzeladze1528
    @giorgibandzeladze1528 4 года назад +3

    👽თვითონ რუსთაველი ჰგავს უცხო პლანეტელს 👍

  • @temuribjalava6240
    @temuribjalava6240 Год назад

    👍

  • @nino1402
    @nino1402 4 года назад +3

    ბ-ნო ლევან, უღრმესი მადლობა!

  • @anzordumbadze1671
    @anzordumbadze1671 2 года назад +2

    ლევან მე თითქმის ყველა ლექციაში რაღაც კრიტიკულს გეუბნები აქ კი 100%-ით გეთანხმები.

  • @gigatedozashvili5300
    @gigatedozashvili5300 2 года назад +1

    სპორტიც ბატონო ლევან სპორტშიც კარგები ვართ

  • @merigaprindashvili2592
    @merigaprindashvili2592 Год назад

    Დღეს ბევრი ბერძენიშვილია საჭირო რომ განათლდე ,თუმც პრობლემა ისაა , გაუნათლებლობით მისი მოსმენა ბევრს არ შეუძლია ... რომ მოუსმინო ,უნდა გესმოდეს ,რას ამბობს ,ამიტომაა ძნელი იყო მისი ,მსგავს განსწავლულთა ყურისმგდებელი ......

  • @teimurazrashoyan1591
    @teimurazrashoyan1591 6 лет назад +2

    🌞🤔👍🏼

  • @kakhaberchkhaidze6305
    @kakhaberchkhaidze6305 Год назад

    კადრმა ჩამაფიქრა. რა ლამაზი და ღირებულია არქიტექტურული ფონი, ხელოვნების ნიმუში და როგორი ჩაოხრებული, გავერანებული...

  • @izaberdzenadze92
    @izaberdzenadze92 4 года назад +1

  • @vikamzhavanadze5787
    @vikamzhavanadze5787 4 года назад +3

    ბატონო ლევან, უსიტყვოდ!.. ხოლო თუ რა სახით გიყურებდით და გისმენდით, ამას ჩემთვის დავიტოვებ!.. საოცრად ძვირფასია ჩემთვის და იმიტომ. იხარეთ და იდღეგრძელეთ!

  • @anakirtadze460
    @anakirtadze460 4 года назад +3

    ძალიან კარგი გადაცემაა

  • @ingagamsaxurdishvili8214
    @ingagamsaxurdishvili8214 3 года назад +2

    უჰ, ვისიამოვნე!

  • @marinamaina408
    @marinamaina408 4 года назад +5

    კარგია ასეთი ლექციები.იქნებ მათ მაინც უსმინონ, ვისაც წიგნის წაკითხვა ეზარება, თორემ დღევანდელი ახალგაზრდების 60%-ის IQ ძალიან დაბალია

  • @dqdq7900
    @dqdq7900 Год назад +1

    ამ კაცს რომ მოღალატაეობას დააბრალებენ..

  • @gochamelkadze4301
    @gochamelkadze4301 Год назад

    რათქმა უნდა, რუსთველი არის მსოფლიოს გენიოსთა სამეულში: ლეონარდო და ვინჩი, ნიკოლო ტესლა და შოთა რუსთველი

  • @irinatkeshelashvili4172
    @irinatkeshelashvili4172 4 года назад +3

    მეგობრებო, აი ნახეთ მოხსენიებული გვერდი -www.ranker.com/list/best-poets/ranker-books არიან ჩვენი პოეტები - ანა კალანდაძე, ვაჟა ფშაველა, ნიკოლოზ ბარათაშვილი და დიდებული შოთა რუსთაველი. უღრმესი მადლობა რადიო თავისუფლებას და ბატონ ლევან ბერძენიშვილს. პატივისცემითა და საუკეთესო სურვილებით

  • @AkulaPiterski
    @AkulaPiterski Год назад

    ბოდიში და რატომ იყო ბრიტანეთის იმპერია "შესანიშნავი"? ანუ ზოგი იმპერია შეიძლება იყო კარგი და ზოგიც ცუდი?

    • @Nika_Ji
      @Nika_Ji 4 месяца назад

      დაისვენე ჯობია 😂😂😂

  • @jw-vn6oy
    @jw-vn6oy 2 года назад

    შექსპირს არა აქვს დასრულებული სახეები?

  • @davidp.7725
    @davidp.7725 6 лет назад +8

    ეკლესია რატომ ებრძოდა ვეფხისტყაოსანს,უფრო კონკრეტულად მოვისმენდი მაგ საკითხთან დაკავშირებით აზრს.

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 6 лет назад +18

      ეკლსიას რომ ებრძოლა "ვეფხისტყაოსნის"წინააღმდეგ, ეს პოემა დღეს აღარ იარსებებდა, სულ რომ არაფერი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საუნეების განმავლობაში წერა-კითხვა მხოლოდ დიდგვაროვნებმა და სასულიერო პირებმა იცოდნენ, შესაბამისად ტექსტის გადაწერა მონასტრებში ხდებოდა, როგორც ვეფხისტყაოსნის ისე სხვა ტექსტების(დიდგვაროვნები ამისთვის თავს არ იწუხებდნენ). ის რომ ერთ ხელზე ჩამოსათვლელი სასულიერო პირები იყვნენ, ვისაც არ მოწონდა ეს პოემა, იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესია ებრძოდა. ისე კი ეკლესია ბრძოლიდან ყოველთვის გამარჯვებული გამოდის ხოლმე, 2000 წლოვანი ისტორიაა ამის დასტური(მართლმადიდებელ ეკლესიას ვგულისხმობ)

    • @davidp.7725
      @davidp.7725 6 лет назад +2

      Magnum Opus არადა ბატონი ლევანი გარკვევით ამბობს გადამწერები ყოველთვის საერო პირები იყვნენ და ეკლესიას არასდროს არ გადაუწერიაო,მაგრამ მე შენ დაგიჯერებ მაინც )))ისე დამაჯერებლად წერ.

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 6 лет назад +6

      ვისაც გინდა დაუჯერე, მაგრამ მე მახსოვს რომ "ბატონი ლევანისნაირი" ულტრალიბერალიც კი ვერ უარყოფს იმ ფაქტს, რაც მე დავწერე, ვეცდები მოვნახო ის მონაკვეთი ლექციიდან და დაგილინკებ

    • @magnumopus7502
      @magnumopus7502 6 лет назад +2

      ruclips.net/video/VI0ISIdnCn0/видео.htmlh7m6s.

    • @davidp.7725
      @davidp.7725 6 лет назад +3

      Magnum Opus ნუ რათქმაუნდა ეკლესიას თუ ამხელ ლიბერალი ხარ. მონაზე კარგად კი ჟღერს ლიბერალი

  • @Kakhaberi1
    @Kakhaberi1 3 года назад +2

    მინეტი კაცი ბრძანდდბით ბატონო ლევან

  • @anzorichkadua7204
    @anzorichkadua7204 2 года назад

    რატომაა ქართველები არ ჰგვანან რუსთაველის გმირებს.

  • @ninoxodjava3456
    @ninoxodjava3456 3 года назад +3

    ქრისტიანობას და ეკლესიას რომ არ ებრძოდე და უფრო გონივრული იყო,შენთვისაც უკეთესი იქნებოდა, ბატონო ლევან.

  • @user-hh7fx7cw7l
    @user-hh7fx7cw7l 3 года назад +2

    Gaixare kargo da uchkvianeso adamiano

  • @gochamelkadze4301
    @gochamelkadze4301 Год назад

    ბატონო ჩემო, კადნიერებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მცირეოდენ შენიშვნას გავაკეთებდი ისტორიული წიაღსვლისას: დემნას არა, თავის თავს გულისხმობს ტარიელში. მას, როგორც სარიდან-გრიგოლ ჰერეთის ერისთავის ვაჟს ფარსადან-გიორგი მესამის სიძეობა დიახაც ეკუთვნოდა და თუ ხვარაზმელი სასიძო მოკლა, ნესტან-თამარის ბრძანების გარდა, თავის ნება გამოხატა.

  • @giorgiaptsiauri8815
    @giorgiaptsiauri8815 6 лет назад +1

    დღედაღამ ძრავის წუწუნი სულ არ გახლავთ შესაშური....))))

  • @user-je2wc1wf1z
    @user-je2wc1wf1z 2 года назад +1

    ეკლესიაზე დიდი მტერი არ ჰყოლია ამ ერს. ეხლა არ დამიწყოთ რატომ და ეგრე არააო. ეს ჩემი პირადი შეხედულებაა და არ მაინტერესებს სხვისი შეხედულებები, ამ საკითხთან დაკავშირებით.

  • @evaa365
    @evaa365 5 лет назад +4

    გენია

  • @gigagigaa9696
    @gigagigaa9696 5 лет назад +4

    უზურპატორების დდშ

  • @user-vo3dn3lt9r
    @user-vo3dn3lt9r 10 месяцев назад

    სინამდვილეში რა გვარია შოთა რუსთველი,

  • @natomiqeladze4072
    @natomiqeladze4072 3 года назад

    მათემატიკა

  • @paatakohreidze8488
    @paatakohreidze8488 Год назад

    და ეს კაცი ყვარელში არ შეუშვეს

  • @teadavitaia7873
    @teadavitaia7873 3 года назад +3

    გული მტკივა ამ საუბარს რომ ვუსმენ.ბევრი ფაქტის ციდნა არ ნიშნავს რომ გაქვთ უფლება ისაუბროთ რუსთაველზე და თამარზე და საქართველოს ისტორიაზე ასე ცინიკურად.შორს ხართ სოკრატისეული ცინიზმისგან.ფაქტების ცოდნით აბნევთ ახალგაზრდებს,რომლებსაც ანალიტიკური აზროვნება არ აქვთ,აი რომ ჰქონდეთ თქვენ ნამდვილად არ მოგისმენდნენ.თქვენი გასარჩევი ეს ნაწარმოები ნამდვილად არ არის.

    • @giorgitatarashvili3875
      @giorgitatarashvili3875 2 года назад

      ქალბატონო თეა დისიდენტისგან რა უნდა გაგიკვირდეთ

    • @mariamdvali7350
      @mariamdvali7350 Год назад +1

      ერეკლე პაპას “სასტავიდან” ხართ?😂

  • @beqagurieli2829
    @beqagurieli2829 6 лет назад +3

    რა სისულეებს ლაპარაკობს ეს კაცი :D წადი წადი მეზღაპრევ

    • @DavidNamdvili
      @DavidNamdvili 6 лет назад +24

      beqa gurieli, მაგალითად რომელი მოსაზრება თქვა სულელური?

    • @sulkhandevadze9304
      @sulkhandevadze9304 5 лет назад +3

      @@DavidNamdvili ლამის თავიდან ბოლომდე))))))
      ჩემპიონია ამ პოემის უკუღმა გაგებაში, სამწუხაროდ.

    • @user-qq4xg9ln2f
      @user-qq4xg9ln2f 5 лет назад +21

      ყველაზე საღად სწორედ ლევანი აანალიზებს ვეფხისტყაოსანს
      რაც არ უნდა იჭიჭყინოთ ლევანის სიდიადეს ვერასდროს შესწვდებით და ვერც მასზე უკეთესად გაანალიზებთ ვეფხისტყაოსანს

  • @katekate7499
    @katekate7499 4 года назад +1

  • @makatedoradze69
    @makatedoradze69 4 года назад +1

    ❤️