ანტი-გენდერული ნარატივები პოპულიზმის, კაპიტალის და ავტორიტარული მმართველობის სამსახურში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • ბოლო ათეული წლებია გლობალურად, მსფოლიოში სულ უფრო მძლავრდება ანტი-დემოკრატიული, ილიბერალური და ანტი-გენდერული იდეოლოგიური მოძრაობების და ახლა უკვე, მმართველობების დომინაცია (ე.წ. ანტი-გენდერული შემობრუნება). აღნიშნული ტალღა, სხვადასხვა ქვეყნების კონტექსტში სხვადასხვა სიმძლავრით იკიდებს ფეხს, თუმცა მათთვის საერთოა რიტორიკა, რომლის ცენტრშიც გენდერის, სექსუალობისა ან/და მიგრაციის პოლიტიკის საკითხები თავსდება და ეგზისტენციალური მნიშვნელობებად ითარგმნება. თუმცა, თუ გლობალურად ამგავრი განვითარებები ახერხებს „დემოკრატიულ მმართველობასთან“ შეზრდას ან მასთან, რთულად მაგრამ მაინც თანაარსებობას, პოსტ-საბჭოთა სივრცეში ის მმართველობის საფუძველია დემოკრატიის შეზღუდვის ანტი-იმპერიალისტური, სუვერენულობისა და დეკოლონიური არგუმენტების ხარჯზე.
    ფემინისტური ფორუმის პირველ პანელ-დისკუსიაში, მომხსენებლები ყურადღებას გაამახვილებენ ამ ანტი-გენდერული ბრუნის გლობალურ სახეზე, მის ფორმებსა და პოლიტტექნოლოგიურ რიტორიკებზე, ისევე როგორც, მისთვის ნიადაგის შემქმელ შესაძლო ფაქტორებზე, რესურსების არათანაბარ გადანაწილებაზე, გლობალურ/ლოკალურ უსამართლობებსა და კეთილდღეობის პირობების მოშლაზე, რამაც ამგვარი ანტი-დემოკრატიული აღმასვლები შესაძლებელი, და გარდაუვალიც კი გახადა.
    მოდერატორი: ლიკა ჯალაღანია
    მომხსენებლები: ნარგიზა არჯევანიძე, თამარ ცხადაძე, თამთა მიქელაძე
    2024 წლის ფემინისტური ფორუმის ვიდეო ჩანაწერები თავმოყრილია ბმულზე:
    • Feminist Forum 2024 | ...

Комментарии • 1