მაია ბარქაია - ცოდნების მრავალხმოვანება, როგორც ანტიკოლონიური ფემინისტური პრაქტიკა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • უთანასწორობით დაღდასმული სამყარო ძალაუფლების უხილავი ქსელითაა მოქსოვილი. ანტიკოლონიური ფემინისტური პრაქტიკა ძალაუფლების იმ შრეებს ააშკარავებს, რომლებსაც სტატისტიკით ვერ მოვიხელთებთ და ამხელს ძალაუფლების მიერ საგულდაგულოდ გაბუნდოვანებულ კავშირებს - ჩაგრულთა ბედის კავშირს დედამიწის ბედთან; კავშირს კოლონიალიზმს, კაპიტალიზმს, მოდერნულ პატრიარქატსა და ბუნების უკუქცევად განადგურებას შორის. ყოველდღიურობაში განსხეულებულ უსამართლობას წინ უსწრებს ცოდნისა და გონების კოლონიზაცია, რომლის მიზანი ადამიანთა მოდგმისთვის ისტორიული ამნეზიის საშუალებით დომინაციის ლოგიკის თავსმოხვევაა.ანტიკოლონიური ფემინისტური პრაქტიკის ამოცანა კი ამ ამნეზიური სინდრომის დაძლევა და მეხსიერების გაცოცხლებაა, რათა გავიხსენოთ ადამიანისა და პლანეტის ურთიერთგადაჯაჭვულობა და დავუპირისპირდეთ დომინაციაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს.
    ანტიკოლონიური ფემინიზმი წამოჭრის მწვავე კითხვებს: რამდენად შეიძლება ცოდნაში ჩაქსოვილი ძალაუფლების ქსელიდან გათავისუფლება? ვისი თვალთახედვით და ვისთვის იქმნება ცოდნა? ვისი გამოცდილებაა გარიყული? როგორ ვაქციოთ განაპირა (marginal) გამოცდილებები ცენტრალურად? როგორ გავხადოთ შესაძლებელი ეპისტემოლოგიური მრავალხმოვანება? როგორ წარმოგვიდგენია ქვიარ დეკოლონიური წინააღმდეგობა? რა ადგილი აქვს ხელოვნებას ანტიკოლონიურ პრაქტიკაში? ვინაიდან აზროვნების დეკოლონიზაცია წინ უსწრებს განსხვავებულად მოქმედების სურვილს, ფორუმზე ვიმსჯელებთ, როგორც ცოდნების შექმნის, ისე აქტივიზმისა და ქმედების ალტერნატიულ გზებზე
    მომხსენებელი: მაია ბარქაია
    ფემინისტური ფორუმის სხვა ვიდეოჩანაწერები იხილეთ ბმულზე:
    • Feminist Forum 2023 | ...

Комментарии •