მასწავლებლების სახელფასო არითმეტიკა: ბევრი ვითვალეთ თუ ცოტა, დავითვალეთ

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 24 июн 2024
  • 52 000-ზე მეტი პედაგოგი საქართველოში ახალი, განათლების სამინისტროს დაპირებული, “გაზრდილი” ხელფასის გამოთვლის პროცესშია - 13 ივნისს განათლების მინისტრმა განაცხადა, რომ 1 ივლისიდან მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. მაგრამ, როგორც ირკვევა, ხელფასი მოიმატებს საათების ხარჯზე და არა პედაგოგთა დაგროვილი ცოდნის, ხარისხისა და შრომის მიხედვით.
    21-ე საჯარო სკოლის გერმანულის პედაგოგი ნინო ქევხიშვილთან ვიდეოინტერვიუში ვცადეთ, გამოგვეთვალა მისი ხელფასი, ვილაპარაკეთ ცვლილების არსზე და იმ მოსალოდნელ პრობლემებზე, რასაც ეს ახალი ფორმულა პედაგოგებს მოუტანს. და არა მხოლოდ მათ, უკვე მშობლებიც ღელავენ, რომ მოტივაცია დაკარგული მასწავლებლები პროფესიული განვითარებისთვის თავს აღარ შეიწუხებენ.
    🔗დეტალებზე წაიკითხეთ აქ 👉 is.gd/Cl47c6
    --
    🔸 მეტი ახალი ამბავი, ანალიზი, ინტერვიუები და ბევრი სხვა ნახე ჩვენს საიტზე 👉🏻 www.radiotavisupleba.ge
    გამოგვყევი 👇🏻
    RUclips-ზე 👉🏻 tinyurl.com/5ek3z4e3
    Facebook-ზე 👉🏻 tinyurl.com/yc84b2x3
    Instagram-ზე 👉🏻 tinyurl.com/2cb8w3wp
    TikTok-ზე 👉🏻 tinyurl.com/3skhv3ws
    Threads-ზე 👉🏻 tinyurl.com/bddphfyp

Комментарии • 11

  • @irmaginturi2339
    @irmaginturi2339 2 дня назад +3

    ნინო, ძალიან მკაფიოდ და მარტივად თქვი ყველა ჩვენგანის სათქმელი, მადლობა ❤

  • @teanadiradze8644
    @teanadiradze8644 2 дня назад +1

    სამარცხვინოა მასწავლებლის როლის ამგვარი შეფასება, ყველანაირად დაკნინებული და დაჩაგრული

  • @tamarapakidze-kasradze3007
    @tamarapakidze-kasradze3007 4 дня назад +3

    ძველი სახელფასოთი მაგისტრის დანამატი ხელფასიდან აითვლებოდა და 1.1 კოეფიციენტზე მრავლდებოდა ახლა მხოლოდ 40 ლარია🤷‍♀️ სტატუსის დანამატების ჩამორთმევაც როგორ შეიძლებოდა? საათის ფასი უნდა გაზრდილიყო მაგრამ სტატუსის და მაგისტრის დანამატის ხარჯზე კი არა🤷‍♀️ მე ახალი დაანგარიშებით 25 ლარი მაკლდება კიდეც, მაგრამ მთავარია რომ კარიერული წინსვლა აბუჩად აიგდეს😮

  • @dianatsurtsumia9671
    @dianatsurtsumia9671 2 дня назад

    ვარ მენტორი მასწავლებელი და ჩემი საათობრივი დატვირთვა არის 15 საათი, რადგან რეალურად მეტის შესაძლებლობა არ არის ...დამაკლდა 2 ლარი და 32 თეთრი ....200 ლარიანი კომპენსაცია 2 წლის განმავლობაში არის სამარცხვინო...ჩვენ ხელფასის მატება გვინდოდა და არა მოწყალება...

  • @laligarsevanishvili6037
    @laligarsevanishvili6037 3 дня назад

    ყოჩაღ ნინო ზუსტად გადმოეცი განწყობა

  • @NinoJoglidze-do1sk
    @NinoJoglidze-do1sk 2 дня назад

    არასწორია, როცა ამბობენ, რომ არ იცოდნენ რომ დანამატები გარკვეულ ვალდებულებებს შეიცავდა და თუ სიტყვა ,,ვალდებულება" შეიცვალა ,,ფუნქციით", ეს არ ნიშნავს რომ რაღაც ახალი მოხდა...თუ ვინმე ჩახედავს ,,პროფესიული განვითარების სქემის" კანონმდებლობას, მასში თავიდანვე იყო ჩადებული ის დამატებითი ვალდებულებები, რომელიც სტატუსიან მასწავლებელს უნდა შეესრულებინა (დაახლოებით 7 ვალდებულება, რომელთაგან 4 მაინც უნდა შეესრულებინა) და ეს აუცილებლად უნდა ჩადებულიყო მასწავლებელთან დადებულ ხელშეკრულებაში და ეჭვი მეპარება , რომ ასეც მოხდა...თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მასწავლებელთა დიდ ნაწილს გააზრებული არ აქვს ,რას ნიშნავს მასწავლებლის პროფესიული ვალდებულება, ან რას გულისხმობს სამუშაო საათების ხანგრძლივობა (რომელიც არის 18 საგაკვეთილოს + იმდენივე არასაგაკვეთილო) , რაც მკაფიოდ არის განსაზღვრული ,,მასწავლებლის შრომის ანაზღაურების კანონში", და ქალბატონი როცა ბრძანებს, რომ ის დამატებით მოიპოვებს შემოსავალს, სავარაუდოდ იყენებს იმ სამუშაო დროს, რომელიც მან სკოლას და ბავშვს უნდა მოანდომოს...სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას, თუ დამიძახებთ, ანალოგიური თემის განხილვაში...

  • @ima-rik
    @ima-rik 4 дня назад +1

    თქვენ წარმოიდგინეთ ხალხი ოტხას ლარზე ოცდაოთხი საათი მუშაობს. საქართველოში არ არის მაგაზე მაღალი ხელფასი. პარლამენტშია მარტო

  • @ninokevkhishvili4668
    @ninokevkhishvili4668 4 дня назад +2

    მე-13 და მე-17 წუთზე ვგულისხმობ, ცხადია, მენტორს და არა მაგისტრს. ვაი 🤦‍♀️

  • @etergorjeladze6011
    @etergorjeladze6011 2 дня назад

    46წელი სკოლაში ვიმუშავე და ხელფსი არასდროს დახარჯული შრომის ეკვივალენტი არ ყოფილა.პენსიაც იმდენი მაქვს ვისაც არასოდეს უმუშავია.315 ლარი!ვერასოდეს იცხოვრებდი გვერდითი შემოსავლის გარეშე!ახლაც ფუჭი სიტყვების რახარუხია!

  • @lazaree_
    @lazaree_ 3 дня назад

    მოიცა მაგისტრანტი მასწავლებლის დანამატი 1000+ ლარი იყო და ეხლა 40-45 ლარიაა?

    • @tamarapakidze-kasradze3007
      @tamarapakidze-kasradze3007 14 часов назад +1

      არა, 450 ლარი თუ იყო ის იღებდა 450×1.1 ამიტომ გამოდიოდა 45 ლარი. თუ საბაზო ხელფასი გაიზარდებოდა ეგ დანამატიც აიწევდა ე.ი. ვთქვათ 1200 ლარი საბაზო ხელფასი გამრავლდებოდა 1.1 კოეფიციენტზე და იქნებოდა 120ლარი მაგისტრის დანამატი(ეგეც დიდი არაფერია, მაგრამ ნუ რაც იყო იმ კოეფიციენტით) და არა მოჭრილად 45 მხოლოდ, რაც ეხლა დევს🤷‍♀️