ბედიანის დედათა მონასტერი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2024
  • სოფელი ბედიანი მდებარეობს ქვემო ქართლში, მდინარე ხრამის ხეობაში. აღნიშნული დასახლება ახალი გაშენებულია, იგი ხრამჰესის აშენების შემდეგ გაშენდა, თავდაპირველად მას ხრამჰესი 2 ერქვა, ხოლო მოგვიანებით დაერქვა ბედიანი. ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია წყაროებში როგორც ”მონასტერი” ასე მოიხსენიება. ეკლესია მდებარეობს მდ. ხრამის მარცხენა ნაპირზე, ისტორიულ "ვარდის ჭალაში".
    სტილისტურად ”მონასტერი” სამნავიანი ბაზილიკაა, შუა გამორჩეული, შედარებით მაღალი და დანარჩენ ორთან განიერი ნავით. სამხრეთით და ჩრდილოეთით არსებული ნავები დამოუკიდებელია, ტაძრის საერთო შიდა სივრცე ერთმანეთს, მხოლოდ კარებებით უკავშირდება. ეკლესიას შესასვლელი მხოლოდ სამხრეთის მხრიდან აქვს. ცენტრალური ნავი აფსიდიანია, ხოლო დანარჩენი ორი უაფსიდო. დასავლეთის მხრიდან არ აქვს ტრადიციული ნავებში გასასვლელი დერეფანი. ცენტრალური ნავის გადახურვა ორფერდაა, ხოლო გვერდითი ნავების ერთფერდა, თავდაპირველად ქვის ლორფინით იყო გადახურული ტაძარი, შემდგომ რესტავრაციის შემდეგ თუნუქით გადაიხურა. ეკლესია ნაგებია ალგეთის თლილი ქვით. რაც შეეხება ინტერიერს, იგი სავარაუდოდ მთლიანად შელესილი იქნებოდა, მხატვრობის კვალი არ ჩანს. კამარები ყველგან აგურისაა, თუმცა საყრდენი თაღები და ბოძები ტრადიციულად ქვისაა. რაც შეეხება ეკლესიის აგების თარიღს ერთი შეხედვით იგი შეიძლება დათარიღდეს XIV-XV საუკუნეებით.
    სამხრეთის მინაშენში ექვთიმე თაყაიშვილს უნახავს წარწერიანი ქვა, რომელიც სავარაუდოდ კარიბჭის ბალავრის ქვა უნდა ყოფილიყო. წარწერა სავარაუდოდ ბერძნული უნდა იყოს. მისი შინაარსის დადგენა შეუძლებელია.
    ეკლესიის ეზო ნაწილობრივ ძველი გალავნით, ნაწილობრივ კი რკინის მესერითაა შემოსაზღვრული. ძველ გალავანზე შიგნიდან მიდგმულია სხვადასვა ნაგებობანი. გალავანი ნაწილობრივ დაზიანებილია, ნაგებობანი კი დანგრეული.
    რამდენიმე ათეული წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით აქ ბედიანის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი დაარსდა. ეს არის მკაცრად ორგანიზებული სულიერი სავანე, სადაც ქართული სამონაზვნო ცხოვრების საუკუნოვანი ტრადიციბი გრძელდება. მონასტრული ცხოვრების აღორძინება მხოლოდ ორმა მონაზონმა დაიწყო და შემედეგ გამრავლდა კრებულის წევრთა რაოდენობა.
    ყოველი დღე მონასტერში ცისკრის ლოცვით იწყება. ღამის 4 საათიდან მონაზვნები სამლოცველო ოთახში იკრიბებიან. როგორც ყოველთვის დღე ლოცვით იწყება. დედები გამთენიისას დაახლოებით სამ საათს ლოცულობენ. ცისკრის ლოცვების შემდეგ დედებს კელიის კანონები აქვთ შესასრულებებლი. ამ დროს სენაკებში ფსკვნილისა და იესოს ლოცვებს, ღვთისმშობლისა და იესო ტკბილის დაუჯდომელს, ძველ აღთქმას სახარებას, სამოციქულოს ან მფარველი წმინდანის პარაკლისს კითხულობენ. გააჩნია ვის რა კანონი აქვს შესასრულებელი.
    მონასტერში მოღვაწე მონაზვნები განსაზღვრული ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობენ და საკმაოდ ბევრს შრომობენ. ტიპიკონი განსაზღვრავს მონასტრი მონაზონთა უფლება-მოვალეობებს, მათ შორის გონებრივ და ფიზიკურ შრომას მორჩილების სხვადასხვა უბანზე. მონასტრის კრებულის თითოეულ წევრს მორჩილებას უნიშნავს წინამძღვარი მათი ძალისა და უნარის გათვალისწინებით. მონასტრის წევრები ლოცვასთან ერთად სხვადასხვა მორჩილებას აღასრულებენ - ტაძარში, სატრაპეზოში. მათი საქმიანობა ხელსაქმეს - ქარგვას, კერვასა და ქსოვას, ასევე სამონასტრო ბაღების მოვლა-პატრონობასაც მოიცავს. ბედიანის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში ლოცვა და შრომა ერთმანეთშია შეზავებული.
    ვისაც ერთხელ მაინც მოულოცავს ბედიანის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერი, მას კიდევ მრავალჯერ უჩნდება სურვილი, მიეახლოს და თაყვანი სცეს ამ მადლმოსილ სავანეს... მონასტრის კარიბჭის იქით, უკვე სხვა სამყაროში გრძნობ თავს, სულსა და გულში სიმშვიდე ისადგურებს... რო¬გორც კი მო¬ნას¬ტ¬რის კა¬რიბ¬ჭეს შეაღებთ, მა¬შინ¬ვე თვალ¬ში მოგ-ხ¬ვ¬დე¬ბათ ლა¬მა¬ზად მოწყო¬ბი¬ლი კარ-მი¬და¬მო. ამ გა¬რე¬მოს შექ¬მ¬ნა¬ში მო¬ნას¬ტ¬რის წევ¬რე¬ბის დიდი შრო¬მა იგ¬რ¬ძ¬ნო¬ბა. აქ მოღვაწე მონაზვნების სულიერი და ფიზიკური მზრუნველობა ყველაფერზე აისახება.

Комментарии • 5

  • @ramazrokhvadze4922
    @ramazrokhvadze4922 Год назад

    ჩემი უსაყვარლესი ადგილი!!!🙏🙏🙏❤💚💙

  • @SA808-jkh
    @SA808-jkh Год назад

    💫❤️

  • @etopalavandishvili9142
    @etopalavandishvili9142 10 месяцев назад

    საოცარია ადგილია 😇 აქაური თაფლი ვისაც დაუგემოვნებია არის უგემრიელესი, დიდი სურვილი მაქვს რომ შევიძინო.

  • @natokhutsishvili5545
    @natokhutsishvili5545 Год назад

    Gmertma dalocos saqartvelo..

  • @ramazrokhvadze4922
    @ramazrokhvadze4922 Год назад

    მონასტერში რომ შარვლით არ მისულიყავით უკეთესი იქნებოდა!!!🤷