Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

გელა დაიაური - მგელი და ძაღლი / Gela Daiauri - Wolf and Dog

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 19 янв 2024
  • ბოლოს და ბოლოს შევხვდით ერთმანეთს,
    სალამი ძაღლო სხვათა მსახურო
    აბა შენ როგორ უნდა გაიგო?
    ჩემი დარდი და ჩემი საყმუვლო.
    სხვა იქნებოდი თავისუფალი
    ჩემებრ სიზმარი რომ დაგასიზმრა
    მე მომხვედრია ტყვია მრავალი
    მაგრამ არასდროს წიხლი კაცისა.
    ბევრჯერ მიჭერდა ყელში ხაფანგი
    მაგრამ არასდროს ტყავის საბელი,
    შენ სხვათ ჭუჭყიან ძონძებზე წევხარ
    თეთრი თოვლია ჩემი საფენი.
    ღვიძლ ძმებს დასდევ და უნგრევ ბუნაგებს
    რომ ხვალ ცალი ყბით გითხრან მადლობა
    გახუნძვლის ფასად არის ნაყიდი
    ეგ ერთგულება და ვაჟკაცობა.
    შიშობ დაუფრთხო ძილი პატრონებს
    რა საცოდავად კნავი მურია,
    ვერ გიტირია ერთხელ გემოზე,
    ერთხელ გემოზე ვერ გიყმუვლია.
    სხვა კი რა არის ჩვენი სიცოცხლე,
    როცა ძარღვებში სისხლი იშხუვლებს
    როცა გტანჯავს და გაწამებს ბოღმა
    და ბოღმას რომ ვერ ამოიშხუვლებ.
    მშვიდობით ძაღლო, ჩემს ნაკბილარებს
    როცა დახედავ ისიც გახსოვდეს
    კიდევ მომხვდება ტყვია მრავალჯერ
    წიხლი კაცისა კი არასოდეს.
    Follow me:
    / @paatavar
    / www.paata.ge
    / paata.ge
    / paata.ge

Комментарии • 6