„სიმღერით დარჩნენ“ (გადაცემა ეძღვნება დები იშხნელების შემოქმედებას)

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 12 дек 2018
  • რაც ძალიან გვეძვირფასება - არაფერი იკარგება უკვალოდ!
    გადაცემა „სიმღერით დარჩნენ“ (ფრაგმენტები)
    ეძღვნება დები იშხნელების შემოქმედებას;
    ვიდეო - რედაქტორი - ვეფხია სამსონიძე.
    ------------------------------------------------------------------------------
    დები იშხნელები
    ვოკალური კვარტეტი დების: ნინო, თამარ, ზინაიდა, ალექსანდრა იშხნელების შემადგენლობით. 1955-დან ალექსანდრა იშხნელი შეცვალა მისმა დამ მარიამმა. ანსამბლი ოფიციალურად 1941 წელს ჩამოყალიბდა. იმავე წელს საქართველოს ფილარმონიამ ანსამბლი კონცერტებში მონაწილეობისათვის მიიწვია. დიდია იშხნელების როლი ქართული სამხმიანი ქალაქური სასიმღერო ფოლკლორის დახვეწის, რეპერტუარის გამდიდრებისა და პროპაგანდის საქმეში.
    ანსამბლს ხელმძღვანელობდა თამარ იშხნელი. იგი რამდენიმე სიმღერის მუსიკის ავტორია ("არც ჰოს ამბობ, არც არას", "შენ აყვავდი, ქართლო მეტად", "ახალი წელი", "არ დაიჯერებ"). მეორე მსოფლიო ომის წლებში იშხნელების კვარტეტი სამხედრო ნაწილებში მართავდა კონცერტებს. 1949 წელს მათ მიენიჭათ საქართველოს ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეთა წოდება, 1965 წ. მარიამ იშხნელს - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1976 წელს თამარ იშხნელს საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება. კვარტეტმა იარსება 1967 წლამდე. თამარ იშხნელი ასევე ცნობილია, როგორც ქართული და ძველი რუსული რომანსების უბადლო შემსრულებელი.
    ------------------------------------------------------------------------------
    ყველაზე ძველი ვიდეომასალა, რომელიც აქამდე
    აღმოვაჩინე და გამოვაქვეყნე, 31 წლის წინ გადაიცა
    საქართველოს ტელევიზიის პირველი არხით.
    ამ გადაცემამ მხოლოდ ფრაგმენტების სახით
    მოაღწია ჩემამდე ტიტრების გარეშე, ამიტომ
    ვერ დავადგინე რომელ წელს არის შექმნილი.
    ამის მიუხედავად, იგი აუცილებლად „ოქროს ფონდის“
    კატეგორიის მინიჭებას იმსახურებს!
    მაქვს იმედი ეს გადაცემა უფრო
    სრულყოფილი სახით მოაღწევს ჩემამდე!
    ფრაგმენტების მიუხედავად, მოხარული ვარ
    თუნდაც ამ სახით წარმოგიდგინოთ იგი
    ძვირფასო მეგობრებო!
    პატივისცემით ვეფხია სამსონიძე,
    თბილისი, 13 დეკემბერი, 2018 წელი.

Комментарии •