პეტრე ოცხელი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 17 июл 2012
  • 13 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა", რომელიც პეტრე ოცხელის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს ეძღვნება.
    ქართული მოდერნიზმის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, პეტრე ოცხელი (1907-1937), საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც თეატრის მხატვარი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ქართული სცენოგრაფიის განვითარებაში.
    მხატვრის შემოქმედებითი კარიერა უკავშირდება კოტე მარჯანიშვილთან (1927-1933) თანამშრომლობას, რომელმაც მხატვარს საშუალება მისცა ახალ პრინციპებზე დაფუძნებული სცენოგრაფია შეექმნა.
    ოცხელის სცენოგრაფია მოქმედებს, როგორც ემოციური კოდექსი, რომელიც ასახავს და გარკვეულ შემთხვევაში ქმნის პიესის განწყობასა და ატმოსფეროს. განსხვავებული ისტორიული ეპოქის ხედვისა და გათავისების განსაკუთრებული უნარი ოცხელს საშუალებას აძლევს სიღრმისეულად შეიცნოს სხვადასხვა კულტურის სული და თარგმნოს ის თეატრალურ ტერმინებად ისე, რომ არ დაარღვიოს არსი.
    მხატვრობა დრამატული პროცესის ნაწილი ხდება და პიესის მოქმედების განვითარებას უწყობს ხელს. შედეგი - ორგანული კავშირი სცენაზე მსახიობსა და მხატვრულ გაფორმებას შორის.
    ოცხელი მიეკუთვნება მოდერნისტი მხატვრების რიცხვს, რომლებიც უბრალოდ რეალობას კი არ გამოსახავდნენ, არამედ ქმნიდნენ მას. რეალობა განიხილებოდა როგორც პლასტიკური მასა, რომელიც ფორმირებას მოითხოვდა. მოდერნისტები თავს დემიურგებად, ახალი სამყაროს შემქმნელებად მოიაზრებდნენ, ბუნებრივია, ეს ექსტაზი ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა, „მშრომელთა ხელისუფლებას" არ სჭირდებოდა თავისუფალი, მეოცნებე ხელოვანები, მას დამჯერი შემსრულებლები სჭირდებოდა.
    1939 წელს ლონდონში გაიმართა თეატრის მხატვართა გამოფენა. ოცხელის ესკიზები ამ გამოფენაზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა, თუმცა, მხატვარი ამას ვერ მოესწრო - 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მას „მოსკოვში ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბების" ბრალდება წაუყენეს და სიკვდილით დასაჯეს.
    tbcartarea.ge/

Комментарии • 2

  • @Giotbilisi
    @Giotbilisi 12 лет назад +1

    dzalian magara!!!

  • @dilicairatio1827
    @dilicairatio1827 Месяц назад

    როგორ უხდება ეს მუსიკალური გაფორმება ოცხელის ნამუშევრებს😍. დაწერეთ ვინ არის მუსიკის ავტორი🙏