ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის და გვირაბების მშენებლობა გრძელდება

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 19 июн 2024
  • ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზის და გვირაბების მშენებლობა გრძელდება.
    პროექტის ფარგლებში უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბი.
    9 კმ-იანი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.
    პროექტი 2 მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი და რეაბილიტირდება 1 ხიდი.
    სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს.
    ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე.
    უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც.
    ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათამდე სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისიდან გუდაურამდე გადაადგილების დრო 2 საათის ნაცვლად, 1 საათი და 30 წუთი გახდება.
    თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, 2 სათისა და 30 წუთის ნაცვლად, 1 საათი და 45 წუთი დასჭირდება.
    პროექტის დასრულება ეტაპობრივად 2024-2025 წლებში იგეგმება.
    ქვეშეთი-კობის გზის პროექტის აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს.

Комментарии • 3

  • @mamukakomakhidze4772
    @mamukakomakhidze4772 Месяц назад

    ამ დანადგარს მინიმუმ 3ი გვირაბი აქვს საქართველოში გასაკეთებელი 👍

  • @user-sn1zm8rt4i
    @user-sn1zm8rt4i Месяц назад

    ეს რომელი გვირაბია,როკის გვირაბის ალტერნატივა?

  • @Greg19796
    @Greg19796 Месяц назад

    რამდენი ქართველია დასაქმებული?