შენ მახველ

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • ანსამბლი ,,ალილო,, შეიქმნა ცნობილი ქართველი მომღერლის, ”ქართული ხმების” სოლისტის, გურამ თამაზაშვილის მიერ ქ.თბილისში, 2003 წელს. (მანამდე ცნობილი იყო როგორც ”ზარები”). ”ალილო”-ს ჩატარებული აქვს სოლო კონცერტები როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. გამოცემული აქვს სიმღერების ერთი კრებული.
    ნახატი - ელენე ახვლედიანი.
    ტექსტი:
    შენ მახველ მზეც ამავიდა
    მეც აქ მავშავდი ქოლვილი,
    შენ წახველ მზეცა წავალის
    ვარდი დაჭკნება ყოილი.
    საიდან მოხველ შენ ქალო
    ამამავალი მზე ხარო,
    ნეტა იმ ვაჟის დედასა
    ვის სახლშიც შენა ჰყევხარო.
    წარბები გადაგხატვია
    გიმშვენებს ორთავ თოლებსა,
    ტანი ალვის ხეს მიგიგავს
    პირი გაბადრულ მთვარესა.
    აიმ მთაზედა ყორნები
    ბუდობენ, არ იშლიანო,
    არ შამაგხედავ ქალაუ
    თოლნი არ დაიშლიანო.

Комментарии • 4