საოცარი სიტყვებია ყველა სიტყვა ცალკე ემოციაა, ყველა ფრაზა ცალკე ხასიათია 💞 ამ საოცარი ლექსის წაკითხვაც სხვა სიამოვნებაა.ყველას არ ძალუძს მისი ლექსის ასე გრძნობით წაკითხვა,ესეც ცალკე ნიჭია. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს,ქედს ვიხრი თქვენ წინაშე💞
ადამიანში გაცივდა გული გაცივდა მზე და გაცივდა დედა, ადამიანმა ვერ მიერთგულა და ჩემს სენაკში შემოსვლას ბედავს. ადამიანი ღვთის ხატის მსგავსი დროის წისქვილში სიცოცხლეს ლეწავს, მთელი ცხოვრება ათოვს და აწვიმს და წარსულს სველი თიხისგან ძერწავს. ადამიანი ტყუილს და ტკივილს კბილში გაჩრილი კევივით ღეჭავს და ტელეფონის გადაწვარ ყურმილს ცოტაც და ალბათ ბოლომდე შეჭამს. ადამიანში გაცივდა ფილტვი, გაცივდა ღვიძლი დამუნჯდა ენა, ადამიანი ზეცისკენ ილტვის და მიტომ უწევს მიწაზე ღრენა. ადამიანმა დაკარგა თმენა, დაკარგა შვილი, დაკარგა ცოლი ადამიანში სადღაა ღმერთი, როდესაც ღმერთთან ყველანი სცოდავ. ადამიანი ამაყი,ხარბი, დღეს უსირცხვილოდ ყველაფერს ბედავს, ვეღარ დავადგი უღელი ხარებს ვერ ავუქსიე მთებისკენ ქედანს ადამიანმა დაკარგა სული დაკარგა ძმა და ის ნათესავი, ვერ შევაჩერებ დამშეულ სურვილს სიკეთის მარცვალს კვლავ გულში ვთესავ. ადამიანი ჰგავს იმ ამინდებს, რომელთაც არ სურთ გამოდარება ვიცი ბუნებაც აღარ დაინდობს და უმოწყალოდ მოედავება. ადამიანი დაეცა სულით, დაეხეტება ტყუილით მთვრალი, იპოვის სადმე სიმართლეს ცრუად, რომ გაუსწოროს თვით ღმერთსაც თვალი. და ხალხი ზოგჯერ წააგავს ნახირს და იმ ნახირთან რჩება და წვება. ბავშვის პერანგის ვიზოგავ ნახევს კარადაში რომ შემორჩა წლებად ახლა შევყურებ უამინდობას ვით ჩემს ბავშვობას ერთ დროს ნაცელქარს. კარდაკარ ვეძებ თავისუფლებას როგორც გაგდებულ კარში ნაცემ ქალს ადამიანმა დაკარგა გრძნობა დაკარგა ფორმა, სახე და თვალი, კარგად ისწავლა ზურგიდან ძვრომა და არავისი არ შერჩა ვალი. ადამიანში გაცივდა გული გაცივდა მზე და თვით ღვთის განგებაც, ღმერთო ასეთი რა ჰქონდათ ბრალი ადამიანებს, რომ იქცნენ მგლებად. ადამიანი ყოველი ცრუა, შავმა ღრუბელმა გადაიარა, იქნება არც კი ეწერა მოსვლა მაინც მოვიდა ა დ ა მ ი ა ნ ა დ!
საოცარი სიტყვებია ყველა სიტყვა ცალკე ემოციაა, ყველა ფრაზა ცალკე ხასიათია 💞 ამ საოცარი ლექსის წაკითხვაც სხვა სიამოვნებაა.ყველას არ ძალუძს მისი ლექსის ასე გრძნობით წაკითხვა,ესეც ცალკე ნიჭია. ჩემი დიდი პატივისცემა ავტორს,ქედს ვიხრი თქვენ წინაშე💞
ადამიანში გაცივდა გული
გაცივდა მზე და გაცივდა დედა,
ადამიანმა ვერ მიერთგულა და
ჩემს სენაკში შემოსვლას ბედავს.
ადამიანი ღვთის ხატის მსგავსი
დროის წისქვილში სიცოცხლეს ლეწავს,
მთელი ცხოვრება ათოვს და აწვიმს და
წარსულს სველი თიხისგან ძერწავს.
ადამიანი ტყუილს და ტკივილს კბილში
გაჩრილი კევივით ღეჭავს და ტელეფონის
გადაწვარ ყურმილს ცოტაც და
ალბათ ბოლომდე შეჭამს.
ადამიანში გაცივდა ფილტვი, გაცივდა ღვიძლი
დამუნჯდა ენა, ადამიანი ზეცისკენ ილტვის
და მიტომ უწევს მიწაზე ღრენა.
ადამიანმა დაკარგა თმენა,
დაკარგა შვილი, დაკარგა ცოლი
ადამიანში სადღაა ღმერთი,
როდესაც ღმერთთან ყველანი სცოდავ.
ადამიანი ამაყი,ხარბი,
დღეს უსირცხვილოდ ყველაფერს ბედავს,
ვეღარ დავადგი უღელი ხარებს
ვერ ავუქსიე მთებისკენ ქედანს
ადამიანმა დაკარგა სული
დაკარგა ძმა და ის ნათესავი,
ვერ შევაჩერებ დამშეულ სურვილს
სიკეთის მარცვალს კვლავ გულში ვთესავ.
ადამიანი ჰგავს იმ ამინდებს,
რომელთაც არ სურთ გამოდარება
ვიცი ბუნებაც აღარ დაინდობს და
უმოწყალოდ მოედავება.
ადამიანი დაეცა სულით,
დაეხეტება ტყუილით მთვრალი,
იპოვის სადმე სიმართლეს ცრუად,
რომ გაუსწოროს თვით ღმერთსაც თვალი.
და ხალხი ზოგჯერ წააგავს ნახირს
და იმ ნახირთან რჩება და წვება.
ბავშვის პერანგის ვიზოგავ ნახევს
კარადაში რომ შემორჩა წლებად
ახლა შევყურებ უამინდობას
ვით ჩემს ბავშვობას ერთ დროს ნაცელქარს.
კარდაკარ ვეძებ თავისუფლებას
როგორც გაგდებულ კარში ნაცემ ქალს
ადამიანმა დაკარგა გრძნობა
დაკარგა ფორმა, სახე და თვალი,
კარგად ისწავლა ზურგიდან ძვრომა
და არავისი არ შერჩა ვალი.
ადამიანში გაცივდა გული
გაცივდა მზე და თვით ღვთის განგებაც,
ღმერთო ასეთი რა ჰქონდათ ბრალი ადამიანებს,
რომ იქცნენ მგლებად.
ადამიანი ყოველი ცრუა, შავმა ღრუბელმა გადაიარა,
იქნება არც კი ეწერა მოსვლა
მაინც მოვიდა ა დ ა მ ი ა ნ ა დ!
შეგიძლიათ მიტხრათ სად მოვნახო ამ ლექსის ტექსტი
teqsti sadsheizleba movipovo