ბარათაშვილი: ჩემი ლოცვა | ლევან ბერძენიშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • რადიო თავისუფლების პოდკასტი „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ წარმოგიდგენთ ნიკოლოზ ბარათაშვილის შედევრის, „ჩჩემი ლოცვის“ მიმოხილვას. ლექსი იხსნება ძე შეცდომილის შეგონებით და იმის შეხსენებით, რომ მამას შვილი უყვარს უანგაროდ, დამსახურების არეშე. აქვე ბარათშვილი ხმარობს სიტყვას „ნუთუ“, რომელსაც მთელ ტექსტში სკეფსისი შემოაქვს. ანტიკური ღმერთები ჩვენგან საკურთხს, მსხვერპლშეწირვას ელოდნენ, ჩვენი ღმერთი კი მეათერთმეტე ჟამიუს მუშაკისთვისაც მზადაა, ღია დატოვოს სასუფევლის კარი. ლექსი იხსენებს ადამს, რომელმაც პირველი ცოდვით სამოთხე დაკარგა, მაგრამ სასუფეველი მაინც დაიმკვიდრა. შემდეგ ბარათშვილს შემოაქვს უკიდეგანო ზღვისა და მცირე ნავის გრანდიოზული მეტაფორა, რომელიც ბიბლიისა და ძლისპირების „საზღვაო“ თემებს ეხმაურება. გვახსენდება სავარაუდოდ გრიგოლ ხანძთელის მიერ თარგმნილი „სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს, საშინლად დამთქამს მე“. და ითხოვს, ითხოვს პოეტი მშვიდ ნავსაყუდელს, რომელიც არათუ სიცოცხლეში, უკვდავებაშიც კი არ ეღირსება…

Комментарии • 9