ბარათაშვილის მერანი - ლევან ბერძენიშვილი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 27 янв 2019
  • ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Exegi monumentum („ძეგლი ავაგე“) გთავაზობთ საუბარს ქართული და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ უდიდეს შედევრზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანზე“. თავის დროზე ბარათაშვილმა ეს ლექსი ერთ-ერთი წერილში ჩადო და გაუგზავნა თავის სახელგანთქმულ ბიძას, პოეტსა და გენერალს, გრიგოლ ორბელიანს. გარდა ამისა, პოეტმა თავისი ულამაზესი კალიგრაფიით ამ ლექსის რამდენიმე ასლი დაამზადა და მეგობრებს დაურიგა. და არსაიდან ხმა, არსაიდან არანაირი პასუხი. თითქოს ეს ლექსი არ ყოფილა. „მერანი“ ვერავინ ვერ დაინახა. მხოლოდ წლების შემდეგ, როდესაც პეტერბურგში, ცარსკოე სელოში ილია ჭავჭავაძე ეკატერინე ჭავჭავაძემ მიიწვია და თავისი ქალიშვილის, სალომე მიურატის დახმარებით გააცნო ბარათაშვილის პოეზია, კერძოდ კი „მერანი“ და „ბედი ქართლისა“, მოხდა აფეთქება: ილიამ იმავე ღამით ორი ლექსი მიუძღვნა ბარათაშვილს და ისტორიული სიტყვა თქვა, რომ ბარათაშვილის სიკვდილმა დააობლა ქართველი ერი. არსებობს მითქმა-მოთქმა ბაათაშვილის „მერანისა“ და დიდი პოლონელი რომანტიკოსი პოეტის, ადამ მიცკევიჩის „ფარისის“ პოეტური ნათესაობის შესახებ, რაც ზოგიერთების თვალში „მერანის“ მნიშვნელობას თითქოსდა აკნინებს. რატომ ვერ დაინახეს თანამედროვეებმა „მერანი“, რა არის ამ შედევრში ისეთი, რაც მას მკვეთრად განასხვავებს მიცკევიჩის ვრცელი ლექსისგან, რა უნიკალურ იდეას ატარებს „მერანი“? - ყველაფერ ამაზე იქნება საუბარი გადაცემაში.

Комментарии • 34

  • @elenepalavandishvili4019
    @elenepalavandishvili4019 5 лет назад +17

    მადლობა ბატონო,ლევან თქვენი ლექციებისთვის!

  • @etergorjeladze6011
    @etergorjeladze6011 2 года назад +3

    შეუდარებლად ღრმა იყო ,ბატონო ლევან თქვენეული ,,მერანი''.მეამაყებით ჩემო უგანათლებულესო ბათუმელო!❤

  • @vikamzhavanadze5787
    @vikamzhavanadze5787 5 лет назад +22

    შეუდარებელი იყო...

  • @v2v2v
    @v2v2v 2 года назад +4

    და მოკვდა...😥😥 რამდენი რამეა ამ დროს გულში 😥😥😥მე ცრემლები მომადგა....
    ბ-ნ ლევანს მადლობა!

  • @aniejibia5948
    @aniejibia5948 Год назад +2

    ყველა ლექციის მოსმენისას ვგრძნობ რამდენად უყვარს თვითონ ლევანს ის რასაც აკეთებს და სიამოვნებას იღებს პროცესით. ამიტომ ხდება განსაკუთრებულად სამახსოვრო ყველა ლექცია!

  • @xatunaloladze1303
    @xatunaloladze1303 3 года назад +6

    ცუდად ხომ მაინც არჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება და გზა უვალი ჩემგან თელილი მერანო ჩემო მაინც დარჩება .ეს იყო მისი იმედი კაცობრიობის გზის გასაკვალად.❤❤😁🥂

  • @khatiahoshgiori2929
    @khatiahoshgiori2929 3 месяца назад

    მადლობა ბატონო ლევან🙏❤

  • @leksozaalishvili1162
    @leksozaalishvili1162 5 лет назад +3

    მაგარი ლექსია მართლა ღრმაა და ძალიან კარგი..

  • @mariamskhirtladze3123
    @mariamskhirtladze3123 5 лет назад +14

    ბარათაშვილი არის ადამიანის პოეტი და არა ხალხის. ამით იმას ვგულისხმობ,რომ პიროვნება წამოსწია წინ და თქვა რომ ადამიანი ყველაზე მნიშვნელოვანია. მგონია ,რომ პოეტის დანიშნულებაც სწორედ ისაა,რომ ადამიანს საკუთარი თავი გააცნოს ,რადგან ეს ერთადერთია რასაც ვფლობთ. ალბათ ეს განსხვავებაა საზოგადო მოღვაწესა და პოეტს შორის.

  • @maiakhulordava8822
    @maiakhulordava8822 19 дней назад

  • @iabagdavadze8674
    @iabagdavadze8674 Год назад

    ძალიან კარგი იყო

  • @madonaakhalkatsi3843
    @madonaakhalkatsi3843 4 года назад +2

    Genialuri leqciebi gaqvt batono levan.

  • @xatunaloladze1303
    @xatunaloladze1303 3 года назад +2

    💐💐💐🌷🌷🌷🌻🌻🌻

  • @lasha2222
    @lasha2222 Год назад +1

    სუპერ

  • @Spike-zz2bi
    @Spike-zz2bi Год назад +4

    ვერ ვხდები როგორ უნდა დაზომბდე რო ამ კაცს აუმხედრდე და ითხოვდე სტუდენტებთან არ მიუშვაო. სამშობლოს მტერი თუ არ ხარ

  • @xatunaloladze1303
    @xatunaloladze1303 3 года назад +2

    ❤❤😁🥂

  • @user-fe4tm9jr7v
    @user-fe4tm9jr7v 5 лет назад

    👍👍

  • @madonaakhalkatsi3843
    @madonaakhalkatsi3843 4 года назад

    Ise sasiamovnoa tqveni leqciebis mosmena ro meti ar sheiLeba. Madloba batono levan

  • @davidabesadze6786
    @davidabesadze6786 4 года назад +1

    ერთი შესწორება: "მერანი" თვითონ ბარათაშვილს არ დაურქმევია თავისი ლექსისათვის, სხვებმა დაარქვეს შემდეგ.

  • @foch155amxfoch3
    @foch155amxfoch3 5 лет назад +3

    იყო დრო ზეპირად ვიცოდი ეს ლექსი....

    • @ima-rik
      @ima-rik 6 месяцев назад

      მთავარია აზრი იცოდე თორემ ზეპირად ხალხმა მთელი საჯარო ბუბლიოთეკა იცის.

  • @shalvasurmava1844
    @shalvasurmava1844 Год назад +1

    DYES YORANI QARTULI RUSULI OCNEBAAA

  • @magnumopus7502
    @magnumopus7502 5 лет назад +6

    საინტერესოა, საით მიდის "უვალი გზა", რომელის ალტრუისტულად სხვისთვის გათელვასაც ბარათაშვილი ცხოვრების მიზნად სახავს? ჩემი აზრით, ეგზისტენციური კრიზისი აქაც დაუძლეველია. ნებისმიერი მიზნის მთავარ, საკაცობრიო მიზნად გამოცხადება და ჩანაცვლება ქრისტეს რწმენისა და სასუფევლისა - სიკვდილია სხვა არაფერი(როგორც კერძო, ასევე საყოველთაო)

  • @Radio-Tavisupleba
    @Radio-Tavisupleba  2 года назад

    ლიტერატურული გადაცემა „წიგნები“ რუბრიკით „ქართული“ გთავაზობთ საუბარს გალაკტიონის დამოკიდებულებაზე მის მასწავლებელთან, რომელსაც იგი მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს გენიოსად მოიხსენიებდა, ნიკოლოზ ბარათაშვილთან. სწორედ გალაკტიონი, თავისი ლექსებით, პოემით, დღიურებით არის ამ გადაცემის ვირტუალური სტუმარი. ვის ეძღვნება „არტისტული ყვავილების“ შედევრი „მას გახელილი დარჩა თვალები“? რატომ ტირის ამ გენიალურ ლექსში ცერერა, იგივე კერესი, იგივე დემეტერი? რატომ ადარებდა გალაკტიონი ნიკოლოზ ბარათაშვილს ედგარ ალან პოს? როგორ აფასებს მეოცე საუკუნის მთავარი გენიოსი მეცხრამეტე საუკუნის მთავარი გენიოსის ისტორიულ დანიშნულებას? - ყველაფერ ამაზეა საუბარი გადაცემაში: ruclips.net/video/NXxEqvOU5oQ/видео.html

  • @anonymousforever88
    @anonymousforever88 Год назад

    გრიგოლ ორბელიანს არ გაუგზავნა! :)) გაუგზავნა ილია ორბელიანს, რომელიც შამილის ტყვეობაში იყო ჩაგდებული 8 თვის განმავლობაში..

    • @user-ri9se8ph5o
      @user-ri9se8ph5o Год назад

      გრიგოლ ირბელიანს გაუგზამნა ილია ორბელიანის ძმა იყო გრიგოლ ორბელიანი და მაგას გაუგზამა ეს ლექსი და არა ილია ორბელიანს

  • @foch155amxfoch3
    @foch155amxfoch3 5 лет назад +7

    ლევან ბატონო ერთი გადაცემა მურმან ლებანიძეს და მუხრან მაჭავარიანს მიუძღვენი

  • @ninougrechelidze1950
    @ninougrechelidze1950 4 года назад

    ნეტავ, რას იტყოდა, ბატონი ლევანი,ამის მოსმენის შემდეგ?????m.facebook.com/story.php?story_fbid=129688535233050&id=110493660485871

    • @giorgichubinidze1942
      @giorgichubinidze1942 8 месяцев назад

      პოსტივის დონის, სტუმრის დონე დადო )))) ვიღაც დაბოღმილი ე.წ. მცოდნე)))

  • @zubabo
    @zubabo 5 лет назад

    ზედმეტი პათეტიკა არ უხდება ამ გენიალურ ლექსს - ინტერპრეტაცია ინტერპრეტაციის გულისთვის.

  • @l.m.5203
    @l.m.5203 5 лет назад +1

    წატი შენი.....