აქცია სოფელ რუისში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 3 июл 2020
  • ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის მოსახლეობამ სარწყავი წყლის მოთხოვნით, ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე ორი კვირაა, სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ და, შესაძლოა, მოსავლის გარეშე დარჩნენ. ადგილზე მივიდნენ ქარელის საკრებულოსა და მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მოსახლეობას წყალი გრაფიკით მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება და მათ შეუძლიათ წყლით დილამდე ისარგებლონ, თუმცა, მოსახლეობა აცხადებს, რომ წყალი ბოლო ორი კვირაა, არც ღამის საათებში მიეწოდებათ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავები. საპატრულო პოლიციის მოთხოვნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა გზა რამდენიმე წუთში გახსნეს.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - bit.ly/2WZv1qY
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии •