ჭიათურა - კრიზისის ზონა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • ჭიათურაში მანგანუმის მოპოვება მე-19 საუკუნის ბოლოდან დაიწყო და დღემდე არც შეჩერებულა.
    და ყოველი ხელისუფლების მმართველობის პერიოდმა ამ ქალაქს თავისი მძიმე ეკოლოგიური და სოციალური დაღი დაასვა.
    2007 წლიდან აქ მადანს კერძო კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი” მოიპოვებს. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს სასამართლოს გადაწყვეტილებით “ჯორჯიან მანგანეზს” სახელმწიფო მმართველი დაენიშნა გარემოზე კატასტროფული ზიანის გამოსასწორებლად, ჭიათურაში უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. პირიქით, სულ უფრო იზრდება მოპოვების ზონები; მაღაროების გარდა, სულ უფრო აქტიურად მოიპოვებენ მადანს ღია კარიერული წესით, რამაც რამდენიმე სოფელი გაქრობის პირას მიიყვანა.
    ჭიათურის მოსახლეობა მთელი ეს პერიოდია, სულ უფრო ხშირად და მწვავედ აპროტესტებს კომპანიის უსისტემო მუშაობას.
    მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე, ხელისუფლება დუმს და ამბობს, რომ ყოველი ეს დავა “კერძო კომპანიასა და მოსახლეობას შორის დავაა“, ამიტომ “ის ვერ ჩაერევა“.
    თუ ეს ყველაფერი არ შეიცვალა და ხელისუფლებამ საბოლოოდ არ გაიაზრა, რომ სწორედ მისი პასუხისმგებლობაა რეგიონში ამ პრობლემის მოგვარება, ჭიათურაში კრიზისი გარდაუვალი იქნება და მალე აქაურობა მოსახლებისგან დაიცლება და აქ ცოცხალი აღარაფერი დარჩება.
    წყარო: 1. ექსტრაქტივისტული რეჟიმები და ჩამორთმევა დაგროვებით ჭიათურაში, გიორგი ცინცაძე
    2. ჭიათურის მანგანუმის საბადოს გეოლოგია, თამარ ჯებაშვილი

Комментарии • 6

  • @giorgitalakhadze5193
    @giorgitalakhadze5193 Месяц назад +2

    ჭიათურა ულამაზესი ქალაქია საერთოდ რომ შეწყვიტონ მანდ მარგანეცის მოპოვება და ტურიზმი განვითარდეს უიშვიათესი ადგილია თავის კლედეზე გაშენებული სოფლებით და საჰაერო ტრანსპორტით

  • @GeorgeGogua
    @GeorgeGogua Месяц назад +1

    100/100

  • @tikosuqnidze7511
    @tikosuqnidze7511 Месяц назад +1

    მადლობა პროექტ 64-ს აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისთვის 👏🏻🤍

    • @64-project
      @64-project  Месяц назад

      მადლობა რომ გვიყურებთ🩵

  • @aleksidesign
    @aleksidesign Месяц назад

    საშინელი და კატასტროფული რეალობაა 😢😢😢

  • @giorgitalakhadze5193
    @giorgitalakhadze5193 Месяц назад

    ნეტა როდესმე ეს ხალხი პასუხს აგებს ესეთ უმსგავსობაზე