Nickolos - ალგორითმებში

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 8 сен 2024
  • IG: / nickolos13
    Mix & Mastered : Nickolos
    Prod by : perzon x prod20k x prodkxvi
    Lyric :
    სამყაროს ალგორითმებში ვიყავი მარტო ფიქრებში
    ვეძებდი აპოკრიფებში პატრიარქ ენოქის წიგნს
    ეჭვები ფართო ციფრებში მე ვრჩები სანდო სიტყვებში
    ვეწევი ვაქრობ კითხვებში ამ თრიაქ ეპოქის რიგს
    სარკევ ანარეკლებიდან ეკლები გამიფერმკრთალე
    თავავარკვალვედებიდან სამყარო წამით მე ვთვალე
    თანაც ვარ კვლავ ედემიდან სიბნელე გამითეთრდა მე
    სანამ სხვებმა თავი დაკარგეს მე გამიმკეთრდა მე
    წინ არის მათი გზა სინათლის წინ ათი ხსნა სინას მთის
    მითხარი ვინ დათვლილს ჰგავს ანდა უთვლელი ვინ არის
    არსი რომ აგიხსნა სიმართლის აქ სხვა ფორმაა მიმართვის
    ბედის წერისგან როგორ დაგიხსნა მე არ მჯერა იმ მართვის
    არავის ვგავარ ყველა მე მგავდეს ეს სიმარტოვე მე მატებს
    ვხედავ გარშემო პედანტებს ოთახში ვკითხულობ მე დანტეს
    ვეძებ სიბრძნეს ჭესმარიტს სხვა ყველაფერმა მეძებოს მე
    ვერ ვძლებ აქ იქნებ სივრცეების მიღმაც მოვხვდე როსმე
    კადრებში ვხედავ ვდავარ ლანდებში ან იქნებ ლანდებთან
    მოჩვენება ვარ ედგარს ან მედგარი ედგარი მოჩვენებეთან
    ვხეტიალობ ღამის ბინდებში სხვების ბინებში ხანაც ბინებთან
    ხშირად მარტოს მნახავ მნათობს დავდივარ არავინებთან
    მე რა გამართობს სევდა დამათრობს ვაშორე დრამა გონს
    სანამ თეთრად დამათოვს ვუხამებ ფერთა გამას ტონს
    სექტა კამათობს როგორი ძალა აქვს ტეტრაგრამატონს
    ვკეტავ მარათონს თუ მხედავს ლუცი პენტაგრამას თმობს
    სამყაროს ალგორითმებში ვიყავი მარტო ფიქრებში
    ვეძებდი აპოკრიფებში პატრიარქ ენოქის წიგნს
    ეჭვები ფართო ციფრებში მე ვრჩები სანდო სიტყვებში
    ვეწევი ვაქრობ კითხვებში ამ თრიაქ ეპოქის რიგს

Комментарии • 2

  • @LeoniInfinitytime
    @LeoniInfinitytime Месяц назад

    უნიკალური ფლოუ გაქ ბრო♥️

  • @GEO-USA001
    @GEO-USA001 Месяц назад

    საღოლ ძმაო! შედევრია!