დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდა

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა - ტრამპის მიერ თავდასხმიდან რამდენიმე წამში წარმოთქმული სიტყვები „რესპუბლიკელთა“ მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ხდება.
    სწორედ ამ შეძახილებით შეხვდნენ ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში დონალდ ტრამპს, რომელიც პარტიამ დელეგატების ხმების უმრავლესობით აირჩია და საპრეზიდენტო კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ყრილობაზე ექს-პრეზიდენტი 13 ივლისს მომხდარი თავდასხმის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტრამპმა ოჰაიოელი სენატორი შეარჩია, რომელიც წარსულში მისი მწვავე კრიტიკით იყო გამორჩეული და მას ჰიტლერსაც კი ადარებდა. ჯეი დი ვანსი საპრეზიდენტო კანდიდატის მკვლელობის მცდელობას ბაიდენის რიტორიკას უკავშირებს.
    ამოძრავებდა თუ არა 20 წლის მეთიუ კრუკსს პოლიტიკური მოტივი და როგორ აღმოჩნდა ტრამპის სცენიდან 140 მეტრში მდებარე შენობის სახურავზე შეიარაღებული ადამიანი - ამ და სხვა არაერთ შეკითხვას საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა კონგრესში უნდა უპასუხოს. წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტში მოსმენა 22 ივლისს ჩანიშნეს.
    ეწვიეთ ჩვენს საიტს - 1tv.ge/
    მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
    გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
    ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
    მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
    დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
    ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

Комментарии • 4

  • @giorgilomidze4915
    @giorgilomidze4915 Месяц назад +5

    ტრამპი პრეზიდენტად ✊👏🇺🇲🇬🇪 Mr. Trump Mr.President

  • @user-gc3ru6nc8r
    @user-gc3ru6nc8r Месяц назад

    cadi tqveni trakis mimcemi dedasheveci

  • @givinarbuli
    @givinarbuli Месяц назад

    Mr.Trump for President ❤