Это видео недоступно.
Сожалеем об этом.

სამშობლო

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 27 мар 2020
  • ილია ზაქაიძე (1924 - 2008) დაიბადა დუშეთში. საქართველოს სახალხო არტისტი. საქართველოს სსრ-ის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი, ქართლ-კახური სიმღერების გამორჩეული შემსრულებელი.
    ტექსტი:
    ტკბილია როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი
    ტკბილია როგორც ცის ნამი როგორც ალერსი მშობელის
    ტკბილია როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი
    ტკბილია როგორც ძილის პირს ძველი ქართული ზღაპარი
    ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა
    ტკბილია როგორც სურნელი ახლად მოხდილი ღვინისა
    ტკბილია როგორც სურნელი ახლად გამომცხვარ პურისა
    ტკბილია როგორც ნუგეში დედისგან დაღუპულისა
    ტკბილია როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდის
    ტკბილია როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის
    ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი
    ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი
    ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია რა კარგი
    ცა ფირუზ ხმელეთ ზურმუხტი ნაირ ფერებით ნაქარგი
    ტკბილია როგორც რუსთველი ტკბილია როგორც აკაკი
    ხალხი შრომაში გართული ამღერებული ფანდური
    იადონების გალობა და იავნანა ქართული
    ტკბილია როგორც წისქვილში მთვარიან ღამის გათევა
    ტკბილია როგორც აპრილში ტყემლების შემონათება
    ტკბილია როგორც მტევანი ვაზზე ასხმული შავადა
    და სიყვარული უებრო მოსული თავისთავადა
    ხალხია ენა მზიანი გმირი და არა მკვეხარა
    დიდია ჩემი სამშობლო ტკბილია ჩემი ქვეყანა
    ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი
    ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი
    ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი!

Комментарии • 11

  • @elikoeliko3070
    @elikoeliko3070 Год назад +1

    ❤ეს ხომ შეუდარებელია ტექსტი სიმღერა და შესრულება ბრაო

  • @lalimirianashvili1892
    @lalimirianashvili1892 Год назад +3

    წარმოიდგინეთ ხალხო როგორი უზომოდ იყო ჩვენი, ილო ძია სამშობლოზე შეყვარებული რომ სულ, სამშობლოს უმღეროდა. ჩვენი ილო ძია მომღერალი კი არა მომღერალი იადონი იყო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს ილო ძიას სული. ამინ.

  • @bachokochlashvili5396
    @bachokochlashvili5396 Год назад +1

    ლეგენდა - ერთი სიტყვა რომელიც აღწერს ილია ზაქაიძეს

  • @ninoverxviashvili2653
    @ninoverxviashvili2653 4 месяца назад +1

    შეუდარებელია...

  • @user-rn8mj3tq2g
    @user-rn8mj3tq2g Год назад +2

    .არასდროს არ უნდა მოკვდეს შენისთა ლეგენდა

  • @mananakobuladze289
    @mananakobuladze289 Год назад

    ganumeorebeli xma aqvs ilia zaqaidzes ufalma gaanatlos misi suli

  • @user-lp3ki7gb2y
    @user-lp3ki7gb2y Год назад +1

    ილო ძია,ცხონებული იყავ იმ ქვეყანაში, შენნაირი მომღერალი ეხლა. საქართველოში იშვიათია

  • @user-fr8su9qw5u
    @user-fr8su9qw5u Месяц назад

    Шени ч1ириме зма

  • @ninonin3427
    @ninonin3427 2 года назад

    Genoa qartveli eris

  • @temurikushitashvili4532
    @temurikushitashvili4532 2 года назад

    shen suls venacvale