მამის იავნანა / Lullaby - საბავშვო სიმღერა (1 საათი 30 წთ / 1 hours 30 min) for babies (2025)
HTML-код
- Опубликовано: 6 фев 2025
- #იავნანა #ქართულისიმღერები #საბავშვო #სიმღერა
#ქართულისიმღერები #ლექსები
➡️ გამოიწერეთ არხი და არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები!"
/ @jetixsgeneration
ტექსტი:
აგერ უკვე რა ხანია,
მთებში ღამეს სძინავს,
იავნანა, მამის დარდო,
დაიძინე ტკბილად.
უფალს ებარებოდეო,
გაგითენოს დილა,
სათუთო და მშვენიერო,
ჩემო პაწაწინავ.
მთვარეს, ღრუბლის სარეცელზე,
რა ხანია სძინავს,
ნანას გეტყვი გენაცვალე,
ჩემო თვალისჩინავ.
ვარსკვლავები ციმციმებენ,
შენს საყვარელ ფერებს,
გაიზარდე სამშობლოსთვის,
მამა ასახელე.
ლამაზო და სანატრელო,
ჩემო გულის დარდო,
შენს ზღაპრების საუფლოში,
მზეც კი დანავარდობს.
იავნანა, მამის დარდო,
გარეთ ღამეს სძინავს,
ჯერ, მამალს არ უყივლია,
დაიძინე ტკბილად...
ავტორი: თავმას ჩოხელი