ქარბალის ბრძოლის შესახებ მოკლე ისტორია

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 30 сен 2024
  • ქარბალის ბრძოლა ერთ-ერთი დიდი ბრძოლა, რომელიც გაიმართა 680 წელში. წინასწარმეტყველი მუჰამედის შვილიშვილი იმამ ჰუსეინ იბნ ალისა და ხალიფა იაზიდ პირველის ძალებს შორის, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ქარბალასთან. ომის მიზეზი ერაყის ერთ-ერთი ქალაქი ქუფეს მოსახლეობა უკმაყოფილო იყო ემევიების მმართველისა და იეზიდის მმართველობის გამო და მათ იმამ ჰუსეინს მიწვევა გაუგზავნეს, ხოლო იმამ ჰუსეინმა განაცხადა, რომ იეზიდის არასამართლიბრივ ხალიფატს არ აღიარებდა. იეზიდსა და იმამ ჰუსეინის ლაშქრები ქალაქ ქარბალასთან დაუპირისპირდნენ. ომის შედეგად დაიღუპა იმამ ჰუსეინი და მისი დაახლოებით სამოცდათორმეტი მომხრე, მათ შორის იმამ ჰუსეინის ექვსი თვის ჩვილი და თვრამეტი წლის შვილები. დაღუპულთა უმრავლესობა წინასწარმეტყველ მუჰამედის ოჯახის წევრები იყვნენ. ეს ომის შედეგად ერთი მხრივ იეზიდი ისლამის ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე შეუბრალებელი და ბოროტი მმართველი და მეორე მხრივ, ჰუსეინის მოწამეობა სიმბოლო გახდა ღალატისა და უსამართლობისა, სიმბოლო, ყველა იმ ტკივილისა და ემოციური ტანჯვისა, რომელსაც უდანაშაულოდ ჩაგრული ადამიანი განიცდის ყველა თაობაში. ამ ტრაგედიის შემდეგ ყოველ წელს მუსლიმები, განსაკუთრებით შიიტური ტრადიციის მიმდევართა შორის, ჰიჯრი კალენდარით მუჰარამის თვის პირველ ათ დღეს ქარბალაში მომხდარ ტრაგედიას გლოვობენ.
    ვიდეო მომზადდა ხაიალ ისაევის მიერ.

Комментарии •