მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 29 сен 2024
  • მეტეხი ისტორიული უბანია მტკვრის კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში. მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი, რომელიც მტკვრის ნაპირზე კლდეზეა აშენებული თითქოს შეზრდილია მასთან და გადმოჰყურებს მთელ ქალაქს. დღის განმავლობაში იგი სხვადასხვაგვარად ნათდება და მისი სილუეტი ცის ფონზე მომხიბვლელ სურათს ქმნის. ტაძარი, რომლის კედლები თითქოს სალი კლდის გაგრძელებას წარმოადგენენ აირეკლება მტკვარში და ამით ამდიდრებს მთებში მომწყვდეული და გაშენებული ქალაქის თავისებურ სურათს.მეტეხი, თავისი ადგილმდებარეობის გამო, ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ხალხში გავრცელებულია თქმულება, რომ მრავალი საუკუნის წინ ამბოხებული გოლიათები სამეფო ციხის კედლებიდან გადმოყარეს და მას შემდეგ თავიანთი მხრებით იჭერდნენო მას. დროისა და წყლის დინებამ ისე ჩამოქნა გადმოშვერილი კლდე, სანამ მთლად არ გაართიანა მეტეხის ციხე-კოშკები და ქონგურებიანი კედლები. ამბობენ, როცა ციხე-სიმაგრის გალავნიდან ძირს ყრიდნენო უკეთურებს, გაქვავებული გოლიათები კმაყოფილებით იღიმოდნენ, ხოლო როცა სამეფო სახლში სიმშვიდე სუფევდა, ისინი მტკვარს ყინავდნენო ცივი მზერით.
    მეტეხის ტაძარი დედაქალაქის უძველესი ნაგებობაა. მისი აშენების თარიღად VI საუკუნეა მიჩნეული. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, „იტყვიან ამას აღშენებად გორგასლისაო“. მეფე ვახტანგ გორგასალმა აღმართა აქ ეკლესია, ციხესიმაგრე და სასახლე, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ტაძარი სიმბოლურად იერუსალიმის გეთსიმანიის ბაღში ღვთისმშობლის საფლავზე აგებულ ტაძარს მიედრებოდა. ეკლესიის სახელწოდება მეტეხის ღვთისმშობლის ხატს უნდა უკავშირდებოდეს. იგი “მეტეხთა ღვთისმშობლის” ხატის “საყოფელად” აუგიათ. ისტორიულ წყაროებში ტაძარი „მეტეხნის“ ან „მეტეხთას“ სახელით იხსენიება. მას მემატიანე “ისანთას” უწოდებს და არა “მეტეხს”. აღსანიშნავია, რომ ყველა ძველ საბუთში სახელწოდება მრავლობით რიცხვში იხმარება: მეტეხნი, მეტეხთა და არა მეტეხი. არსებობს ლეგენდა მეტეხის დაარსებაზე. ოსთა მთავარს, ბაყათარს გაუტაცია ვახტანგის და, სამი წლის ხვარამზე. მეფემ გადაწყვიტა მისი დახსნა. ვახტანგმა გაუგზავნა კაცი ბაყათარს, რომელსაც მტკვრის გაღმა ელოდა. ბაყათარმა მას ფიცი ჩამოართვა: სანამ წყალს არ გამოვცდები ისარი არ მესროლოო. ვახტანგმა ფიცი გატეხა, რის გამოც მონანიების მიზნით ააგო ტაძარი მეტეხი, რაც ნიშნავს ”მე ვტეხე ფიცი”. მეტეხი თბილისის უწმინდესი ადგილია. მასზე, როგორც „კლდოვან სასანთლეზე“ სხვადასხვა დროს „ლამპრებად“ გაბრწყინდნენ წმინდა ადგილები. ლეგენდის თანახმად ეს იყო ადგილი სადაც მე-5 საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს.
    მეტეხის ეკლესიის სამხრეთით, კლდის გაყოლებაზე, მერცხლის ბუდეებივით მიკრულა ძველი სახლები, რომლებშიც ოდესღაც ცხოვრობდნენ ხელოსნები და წვრილი ვაჭრები. ტრადიციული აივნებიანი და შუშაბანდებიანი სახლების კედლები ისე შედუღაბებია კლდის მასივს, ვერ გაარჩევ, სად თავდება კედელი და სად იწყება ძველი შენობების საძირკველი. სადღესასწაულო სიმშვიდით სუნთქავს მთელი შენობა, ყოველ წვრილმანამდე რეალური სიდიადის შეგრძნებას და დიდებულ უბრალოებას აძლიერებს მოხდენილი აღნაგობა. სამეფო საყდარი თითქოს მიწიდან ამოზიდულს ჰგავს და ჰარმონიულად აგვირგვინებს უზარმაზარი კლდის ბუნებრივ წვეროს. აქ არქიტექტურა სრულყოფს ბუნებრივ სილამაზეს, ხოლო ბუნება ხაზს უსვამს არქიტექტურის სიმშვენიერეს.

Комментарии • 5

  • @natiakldiashvili8799
    @natiakldiashvili8799 Год назад +1

    Გამარჯობა მამა აკაკის საკონტაქტო ნომერი ხომ არგაქვთთ გთხოვთ მომწერეთ რო დის კით ხულობს კვეთებულ. ლოსვას მა❤დლობა

  • @neliqopilashvili5379
    @neliqopilashvili5379 2 года назад +1

    ვაუ

  • @xatunadavitiani4024
    @xatunadavitiani4024 Год назад

    Amin.🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏

  • @djdjdjdjxndjdjdn6052
    @djdjdjdjxndjdjdn6052 3 года назад +2

    როგორ მოვხვდეთ მამა აკაკის ლოცვებზე.დღეები და საათი

    • @natiakldiashvili8799
      @natiakldiashvili8799 Год назад

      როგორ მო ვხდე ლოსსვებზე მომწერეთ