იოგა და მეცნიერება / დავით კანდელაკი და რომან აფაქიძე

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 18 окт 2024
  • რა არის იოგა? როგორ შეიძლება იოგისა და მეცნიერების სინთეზი თვითშემეცნებისთვის გამოვიყენოთ? რას გვეუბნება ჩვენი სხეული ჩვენივე ფსიქიკის შესახებ? რატოა გადამწყვეტი გულწრფელობა თვითშემეცნების პროცესში? როგორ რეალიზდება აზრები ჩვენს სხეულში? როგორ გვიწყობს იოგა ხელს, რომ ჩვენი ცნობიერების და სხეულის ჰარმონიზება მოხდეს? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობენ ამ ვიდეოში იოგი დავით კანდელაკი და მეცნიერების პოპულარიზატორი რომან აფაქიძე.
    ------------------
    გულწრფელობის ტური დავით კანდელაკისა და რომან აფაქიძის მონაწილეობით 22-25 ივნისს, კვარიათში გაიმართება. საუბარი შეეხო იმასაც, თუ რა აქტივობები ელით ამ ტურის მონაწილეებს.
    ------------------
    "შეცვალე, შეგიძლია" არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ნებისმიერი ტიპის პოზიტიურ ცვლილებებს, როგორც პიროვნულ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. პლატფორმის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია, განათლების სისტემის დემოკრატიზაციისადმი მამართული ცვილელების ინიცირება, საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდა... ნებისმიერი აქტივობის ორგანიზება თუ მხარდაჭერა, რომელიც განათლების დონის, თავისუფლების და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
    -----------------
    მონტაჟი და გრაფიკა - ივა თადიაშვილი

Комментарии •