თემურ ბაბლუანი „მზე, მთვარე და პურის ყანა“ - ონლაინ მოგზაურობა ლიტერატურაში - აქტივობა 48

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 15 окт 2024
  • საზოგადოებრივი და შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივის“ პროექტის ფარგლებში „ონლაინ მოგზაურობა ლიტერატურაში“ - დღეს ვსაუბრობთ თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე!
    ✅ თემურ ბაბლუანის რომანი „მზე, მთვარე და პურის ყანა“- (მანუშაკა მელოდება)
    ეს სადებიუტო ნაწარმოები, ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის სათავგადასავლო რომანია, სადაც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი, რომელიც ჩვენი უახლესი წარსულის სამ ეპოქაში ვითარდება. საბჭოთა და პოსტ საბჭოთა თბილისის ცხოვრება რომანში დიდი ექსპრესიითაა ნაჩვენები, მთელი თავისი ქალაქური კოლორიტებით, კრიმინალებით და ა.შ. აქ, ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა... კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც საფრთხეს რა გამოლევს... რთულია, თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.
    ✅ საუბარს უძღვება მსახიობი და მთარგმნელი ნათია სოყურაშვილი.
    პროექტი განხორციელდა 2020 წლის 1 აპრილიდან - 31 მაისის ჩათვლით, პანდემიის პერიოდში, მოწოდების „დარჩი სახლში“ ფარგლებში. 2 თვის მანძილზე, ყოველ დღე ხორციელდებოდა ორგანიზაციის ფბ-გვერდიდად პირდაპირი ვიდეო-ჩართვების (ლაივი) საშუალებით. პროექტი „ონლაინ მოგზაურობა ლიტერატურაში“ მოიცავდა საბურებს თანამედროვე ქართული ლიტერატურის, თანამედროვე ავტორებისა და ახალი წიგნების შესახებ, თანამედორვე ქართული პროზის კითხვას მსახიობების მიერ და საბავშვო მიმართულებას.

Комментарии •