არხოტი ისევ უგზოდ

Поделиться
HTML-код
  • Опубликовано: 11 сен 2024
  • www.Mtisambebi.ge - 2015-2017 წლებში, ხევსურეთში, როშკა-არხოტის გზის მშენებლობაზე 4.5 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ქართულმა ოცნებამ“ ამ გზის მშენებლობას საუკუნის პროექტი უწოდა. გასული წლის ოქტომბერში, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ახლადგაჭრილი გზით არხოტში თიანეთი-დუშეთი-ყაზბეგის მაჟორიტარმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჩაიქროლა სატელევიზიო კამერებთან ერთად და საქართველოს მოსახლეობას ამცნო, რომ ისტორიაში პირველად, ინგუშეთის საზღვართან მდებარე არხოტი, საქართველოს დანარჩენ ნაწილს საავტომობილო გზით დაუკავშირდა. ქუცნაშვილი თბილისში იმავე დღეს დაბრუნდა, არჩევნების შემდეგ კი არხოტი ისევ უგზოდ დარჩა.

Комментарии • 6